TECH & მეცნიერებაგართობა

მსოფლიოს შვიდი საოცრება და საინტერესო დეტალები მათ შესახებ

image

სოფლიოს შვიდი საოცრება, უძველესი ცივილიზაციებიდან არის შემორჩენილი. შვიდივე საოცრება ადამიანის ხელით არის შექმნილი. მსოფილოს შვიდი საოცრება დღემდე ეფექტური და შეუდარებელია, ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ ჰერედოტეს მიერ განსაზღვრულ იქნა ეს საოცრებები. ამ საოცრებებიდან დღემდე მხოლოდ შემორჩენილია ხეოპსის პირამიდა, რომელსაც ასევე გიზას პირამიდას ეძახიან.

 

 

 

როგორც ცნობილია დანარჩენი 6 საოცრება წყალდიდობების, მიწისძვრების და სხვა ბუნებრივი მოვლენების შედეგად განადგურდა.

 

მსოფილოს საოცრებების სია ძვ.წ 2 საუკუნეში შექმნა ანტიპადე სიდონელმა.

ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.

 

მსოფლიოს შვიდი საოცრების ჩამონათვალი:

 

1) ბაბილონის დაკიდული ბაღები

2) ზევსის ქანდაკება

3) როდოსის კოლოსი

4) ალექსანდრიის შუქურა

5) ჰალიკარნასის მოვლუზეუმი

6) არტემიდას ტაძარი

7) ხეოპსის პირამიდა

ვნახოთ და განვმარტოთ ეს შვიდი საოცრება:

 

1) ბაბილონის დაკიდული ბაღები (ბაბილონელების აშენებული. აგებულია ძვ. წ. 600 წელს და დაინგრა ძვ. წ 1 საუკუნეში, მიწისძვრის შედეგად)

 

ბაბილონის დაკიდებული ბაღები – ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ იყო აგებული, რომელშიც სხვადასხვა გვარის მცენარეები ხარობდა. როგორც ცნობილია ნაბუქოდონოსორმა დედოფალი ამიტასთვის ააგო ეს კიდური ბაღები. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, სადაც ნახსენებია რომ ნაბუქოდონოსორმა კიდური ბაღები ააშენა დედოფალ სემირამიდასთვის, ეს უკანასკნელი შეცდომაში უფრო შეგვიყვანს, რადგან დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო. დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ჯერ ჯერობით ისიც არ არის ზუსტად ცნობილი, რომ არსებობდა თუ არა ნამდვილად ბაბილონის კიდური ბაღები, თუ ეს მხოლოდ მითია?! ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღემდე არავინ იცის.

 

imageimage

 

2) ზევსის ქანდაკება (ბერძ. Άγαλμα του Ολυμπίου Διός) (საბერძნეთი. ბერძნების აშენებული. აგებულია ძვ. წ 435 წელს და დანგრეულად მიიჩნევა 5 – 6 საუკუნეებში, ხანძრის შედეგად)

 

ზევსის ქანდაკება- ფიდიოსის ნამუშევარი, რომელიც დამზადებული იყო ხისგან და მოპირქეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა.

 

ბერძნებმა არ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიის საოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდ შიგნით მდგარი ქანდაკება.

 

ზევსი ოლიმპიასთან პირდაპირ კავშირში იყო. მას ოლიმიადის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.

მითის მიხედვით, ამ ადგილების ყველა მცხოვრებს შესანიშნავად ახსოვდა, რომ სწორედ აქ დაამარცხა ზევსმა სასტიკი კრონოსი, თავისი ღვიძლი მამა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით დაიწყო თავისი შვილების შეჭმა.

 

ოლიმპიელების მთავარი სათაყვანო ადგილი იყო ზევსის თაძარი, სადაც ფიდიოსის მიერ გაკეთებული ზევსის ქანდაკებაც იყო. ფიდიოსს გაკეთებული ჰქონდა ასევე ათენას ქანდაკებაც. ზევსის ქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე – 28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა.

 

ზევსის ქანდაკება ბიზანტიის იმპერატორებმა გადაიტანეს კონსტანტინოპოლში (ახლანდელ სტამბულში).

 

იმპერატორი თეოდეუს II იყო ქრისტიანი, რომელმაც ზევსის ქანდაკება თავის სასახლეში შეინახა, ამ დროისთვის ისევ იწყებოდა კერპთაყვანისცმლობის რაოდენობის მომატება, მაგრამ ქრიატიანი მქადაგებლების სასიხარულოდ ხანძრის შედეგად ხის ქანდაკება ცეცხლად იქცა.

 

ასე განადგურდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი მათგანი!

 

imageimage

 

3) როდოსის კოლოსი (ბერძ. Κολοσσός της Ρόδου) (საბერძნეთი. ბერძნების აშენებული. აგებულია ძვ. წ. 292-280 და დაინგრა ძვ. წ. 224 წელს, მიწისძვრის შედეგად)

 

როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთერთი. მზის ღმერთის – ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.

 

ძვ. წ. 305 წელს აწ უკვე გარდაცვილი ალექსანდრე მაკედონელის სარდალ დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა – ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა.

 

დემეტრემ როდოსელებს ეგვიპტესთან ომში დახმარება სთხოვა, მაგრამ როდოსელებმა უარი გამოუცხადეს. განრისხებულმა დემეტრემ როდოსის განადგურება სცადა, მაგრამ ამაოდ, ომში გამარჯვებული ეს პატარა როდოსის ქალაქი გახდა.

 

როდესაც დემეტრემ დატოვა როდოსი, მან კუნძულზე დატოვა ასევე უზარმაზარი ჰელეოპიდა რომელიც ქალაქ როდოსს ძალიან დიდ ზიანს აყენებდა. გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ. სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება.

 

ბოლო გადაწყვეტილებით როდოსელებმა ააგეს დიდი კოლოსის ქანდაკება მზის ღმერთის საპატივცემლოდ. ქანდაკება ააგო ბერძენმა ქარესმა. ქარესმა როდოსის კოლოსის აგებას 12 წელი შეალია. ქარესის ამ არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად უთვალავი მოგზაური მოდიოდა.

 

გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ. წ. 224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა. კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

 

წაქცეული როდოსის კოლოსი 1000 წელიწადზე მეტს არსებობდა, ბოლოს 977 წელს დანგრეული ნაგებობა ერთ-ერთ მდიდარ ვაჭარს მიყიდეს, რომლემაც 900 აქლემის მეშვეობით შეძლო როდოსის კოლოსის ადგილიდან გატანა.

 

image

image

 

4) ალექსანდრიის შუქურა (ბერძ. Φάρος της Αλεξάνδρειας) (ეგვიპტე. ბერძნების აშენებული. აგებულია ძვ.წ. III საუკუნეში და დაინგრა 1303-1480 წლებში, მიწისძვრის შედეგად)

 

ალექსანდრიის შუქურა, აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი. მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა.

 

XIV- საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ალექსანდრიის შუქურა თითქმის მთლიანად განადგურდა.როგორც ცნობილია მისი ნარჩენები აღმოაჩინეს მყვინთავებმა 1994 წელს, შემდეგ სატელიტების დახმარებით აღმოაჩინეს სხვა ნარჩენებიც.

ალექსანდრიის შუქურა უნდა ყოფილიყო დაახლოებით 134 მეტრის სიმაღლის, რაც იმასზედ მეტყველებს რომ მაგ პერიოდის ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნებოდა დედამიწაზე, რომელიც ადამიანის ხელით იყო შექმნილი.

 

image

image

 

5) ჰალიკარნასის მავზოლეუმი (ბერძ. Μαυσωλείο της Αλικαρνασσού) (საბერძნეთი. ბერძნების აგებული. აგებულია ძვ. წ. 351 წელს და დაინგრა 1494 წელს, მიწისძვრის შედეგად)

 

ჰალიკარნასის მავზოლეუმი – შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მეფე მავსოლეს საფლავი. ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა.

ამ პერიოდში კარიას მეფე იყო მავლოსე რომელმაც ცოლად შეირთო საკუთარი და არტემისა.

 

მავლოსე გარდაიცვალა ძვ.წ. 350 წელს. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.

 

XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.

 

imageimage

 

6) არტემიდას ტაძარი (ბერძ. Ναός της Αρτέμιδος στην Έφεσο) (საბერძნეთი. ბერძნების აშენებული. აგებულია ძვ. წ. 550 წელს და დაინგრა ძვ. წ. 356 წელს, ხანძრის შედეგად)

 

არტემიდას ტაძარი, ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარი – მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. აგებულია დაახლოებით ძვ. წ. 550 წელს და დაინგრა ძვ. წ. 356 წელს, ხანძრის შედეგად.

 

1869-1874 წლებში ტაძრის ადგილი დადგენილ იქნა მეცნიერების მიერ, რომლებსაც ბრიტანეთის მუზეუმი აფინანსებდა.

 

imageimage

 

7) ხეოფსის პირამიდა (ეგვიპტე. ეგვიპტელების აშენებული. აგებულია ძვ. წ. 2550 წელს და დღემდე დგას)

 

ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა – შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.

 

პირამიდაზე დახარჯულია დაახლოებით 2 300 000 ლოდი. აშენებულია

20 წელიწადში. მუშაობდა 100 000 ზე მეტი მონა. პირამიდა დღეს-დღეობით ერთადერთი შემორჩენილი საოცრებაა, დედამიწის შვიდი საოცრებიდან.

 

კაიროში მდებარე გიზას ტერიტორიაზე აშენებული ყველაზე დიდი პირამიდაა… როგორ ააშენს ეს პირამიდა ამაზე პასუხი ჯერ არავინ იცის.

 

პირამიდა გამოირჩევა ასევე ყველაზე ისტორიულ შენობად. შვიდი საოცრებიდან პირველი აშენებული ხეოფსის პირამიდაა, ასევე დღემდე შემორჩენილი ერთადერთი საოცრებაა.

 

imageimage

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button