კულტურა

საინტერესო ფაქტები Facebook-ის შესახებ

444

ამ პოსტში გაიგებთ საინტერესო ფაქტებს Facebook-ის შესახებ და ამასთანავე გაეცნობით ერთ ძალიან საჭირო სერვისსაც

Facebook მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელია. იგი 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა, თავის სამ მეგობართან ერთად, შექმნა.

2009 წელს Facebook დასახელდა ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად. 2010 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, მას მსოფლიოში 582 438 460 მომხმრებელი ჰყავს.

Facebook-ის მომხმარებლების რიცხვი საქართველოში 416 560 ადამიანს შეადგენს. რომელთა 45 პროცენტი მამაკაცია და 55 პროცენტი ქალი. ჩვენ ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი ქვეყნების სტატისტიკაში 86-ე ადგილს ვიკავებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი კვირის მანძლზე, საქართველოში Facebook-ის მომხმარებლების რიცხვი 6 560 -ით გაიზარდა.

ადამიანები მთელ მსოფლიოში იმდენად მიჯაჭვულნი არიან ამ სოციალურ ქსელს, რომ დღის განმავლობაში იყენებენ მას როგორც პირადი კომპიუტერებიდან, ასევე მობილური ტელეფონებიდან.

Facebook-ს მობილურ ტელეფონზე იყენებს 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი. დამტკიცებულია, რომ ისინი, ვინც Facebook-ზე შედიან მობილური ტელეფონით, ორჯერ უფრო აქტიურნი არიან.
ამ მაჩვენებელს განაპირობებს შედეგი ფაქტი – მობილურის საშუალებით ადამიანები ახერხებენ Facebook-ის განახლებას ნებისმიერ სიტუაციაში. დაუყოვნებლივ ტვირთავენ სხვადასხვა გარემოებებში გადაღებულ ფოტოებს თავიანთ ანგარიშზე.

მობილური ტელეფონით Facebook-ის განახლება ყველაზე მოსახერხებელია იმ შემთხვევებში, როცა მიდიხარ სამოგზაუროდ, ქალაქგარეთ ან უბრალოდ არ გაქვს კომპიუტერთან ჯდომის დრო, მაგრამ გინდა მეგობრების მოკითხვა, ფოტოების ატვირთვა ან სტატუსების განახლება.

ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ბევრი ადამიანი იყენებს Facebook- ს მობილური ტელეფონით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენთან ასევე შეიქმნა სერვისი notify.ge. მისი გამოყენებით Facebook-ზე სტატუსების განახლება, მეგობრებთან დაპოსტვა და ფოტოების ატვირთვაა შესაძლებელი.

განსხვავება ამ ორ სერვისს შორის არის შემდეგი: მობილურით Facebook-ზე ანგარიშის განახლება ინტერნეტის გამოყენებით ხორციელდება, ხოლო notify.ge-ის შემთხვევაში – SMS და MMS მესიჯებით. სერვისით სარგებლობა უფასოა, მაგრამ მაინც გიწევთ უმნიშვნელო თანხის – მობილური ოპერატორის მიერ დადგენილი SMS და MMS მესიჯის ღირებულების გადახდა, ხოლო პირველ შემთხვევაში იხდით ინტერნეტის გადასახადს.

Facebook-ის განახლებას როგორც მობილური ინტერნეტით, ისე notify.ge-ის გამოყენებით აქვს თავისი დადებითი მხარეები. როდესაც მე მაინტერესებს რა სიახლეებია ჩემს Facebook-ის ანგარიშზე, მაგრამ ამ დროს არ ვზივარ კომპიუტერთან, ყოველთვის ვიყენებ მობილურ ინტერნეტს, ხოლო როცა მინდა სტატუსის განახლება, მეგობართან დაპოსტვა ან ფოტოს ატვირთვა ვიყენებ notify.ge-ს, რადგან არ მიწევს დამატებითი პროცედურების ჩატარება ან ინტერნეტის გადასახადის გადახდა. ამ მხრივ ეს სერვისი უფრო მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებელია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button