TECH & მეცნიერებაუცნაური

მომავლის მიტოვებული სახლები

4d63dfb9666d

უცხოპლანეტელთა სახლები – არის გრანდიოზული, მაგრამ დაუსრულებელი არქიტექტურული პროექტი. მფრინავი თეფშების ფორმის სახლებისგან აშენდა მთელი რაიონი, მაგრამ შემდეგ დაფინანსება შეწყდა და პროექტიც გაიყინა.

დღესდღეობით კი უცხოპლანეტელთა სახლები არის ცარიელი, ჩამსხვრეული მინებითა და ირგვლივ საოცარი სიჩუმე მეფობს.ეს ტერიტორია მდებარეობს ტაივანში. ამ ქალაქ-მოჩვენების აშენება დაიწყო 1978 წელს. ჩაფიქრებული იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო საკურორტო ქალაქი. სახლები გათვლილი იყო ამერიკელი ოფიცრებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ აზიაში მსახურობდნენ. მაგრამ მალე დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად პროექტიც გაჩერდა.

8f8c459fabfe

ამასთან ერთად სამშენებლო ტერიტორიაზე უამრავი უბედური შემთხვევა ხდებოდა, რომლთაგან უმრავლესობა სიკვდილით მთავრდებოდა. როგორც შემდგომ გაირკვა სახლები შენდებოდა ძველ სასაფლაოზე, სადაც ჰოლანდიელი ჯარისკაცები იყვნენ დასაფლავებულნი.

ერთი სიტყვით, უცხოპლანეტელთა სახლები აუშენებელი დარჩა.

მაგრამ ტურისტები სულაც არ არიან ნაწყენები ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან აუშენებელი და მიტოვებული სახლები უფრო შემზარავად და საინტერესოდ გამოიყურებიან.

ამ ტერიტორიაზე იღებენ ვიდეო რგოლებს MTV-ს კლიპებისთვის. ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან აქ მოდის ასობით ფოტოგრაფი, რათა საინტერესო პეიზაჟებით შეავსონ საკუთარი კოლექციები.

ad89ffe79901

ამ რუინებს შეუძლიათ ერთდროულად შთააგონონ, მოაჯადოვონ და შეაშინონ მნახველი. მაგრამ მიუხედავად მრავალი თხოვნისა შეენარჩუნებინათ ეს ნაგებობები, ამ სახლების დანგრევა უკვე გადაწყვეტილია. აქ გადაწყვეტილია ტურისტებისთვის ატრაქციონების, სასტუმროების, პლიაჟების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენება.

b6f2fcb83e82

07850f04452b

166b5a364c27

4769b642d2b1

2b05a70ffad4

527111270eed

37e49540d834

626ed3a19574

79ea18eea548

134a886d461a

ea739ee59466

72c964692458

dfe53715891b

50811021b6cd

98170941088d

b840acc5006c

3a874a28d6a2

80794f05dcf7

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button