გართობაუცნაური

შემონახული გვამები

bd592229d64f
ალბათ გაგიგიათ მუმიფიკაციის მეთოდი გვამის შესანახად, მაგრამ მაგაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, დღეს უფრო საინტერესო მეთოდს ვიხილავთ გვამის შესანახად. სუსტი გულის მქონე ადამიანებმა თავი შეიკავონ პოსტის დათვალიერებისგან

უძველესმა გვამებმა,რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოაჩინეს მეცნიერების გაკვირვება გამოიწვია. ისინი სიძველის მიუხედავად,საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და თან არც მუმიფიკაციის კვალი ეტყობოდათ. მოგვიანებით კი აღმოაჩინეს,რომ კარგი შენახვა თურმე იმ ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია,რომელშიც გვამი შემთხვევით თუ განზრახ აღმოჩნდა. ეს ადგილი კი ტორფიანი ჭაობებია. სიმჟავის მაღალი შემცველობის მქონე ტორფი დამცავი ფარის როლს კარგად ასრულებს. როდესაც სხეული ჭაობში მოხვდება, ცივი წყალი ანელებს ხრწნას და ასევე მწერებიც ვეღარ იღებენ მონაწილეობას ლპობის დაჩქარებაში.

მაღალი მჟავიანობის გამო ჭაობში ბაქტერიები არაა, ამიტომაც ხრწნა ჩვეულებრივ არ მიმდინარეობს,როგორც წესით უნდა იყოს. თუ მჟავა საკმაო რაოდენობითაა წყალში, ხდება ძვლების დეზინტეგრაცია, კანი და თმა ჩვეულებრივ რჩება ხოლმე.

როგორც ყოველთვის ჭაობში შენახულ გვამებს მაშინ პოულობენ ხოლმე,როდესაც ტორფის მოპოვებასა და ექსპორტს იწყებენ. ვინ იცის ჯერ კიდევ რამდენი გვამია ასეთ პირობებში დამალული. დღესდღეობით კი აღმოჩენილთა რიცხვი 700-ს აჭარბებს. აქედან ზოგიერთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მხოლოდ ძვალია დარჩენილი და მეცნიერებს ძალიან მცირე ინფორმაციას აწვდის, მაგრამ ზოგი კარგად გამოიყურება და შემსწავლელები ცდილობენ დაახლოებით დაადგინონ ხოლმე ვინაობა და გარდაცვალების მიზეზი. ასევე არიან ისეთებიც,რომელიც სასწაულებრივად არიან შენახულნი,ისე რომ ტანსაცმელიც კი უცვლელად აქვთ, ასეთებზე სახის გამომეტყველებაც კი შეგიძლიათ ამოიკითხოთ.

შესწავლილი გვამებიდან უმეტესობაზე მეცნიერები აცხადებენ,რომ ისინი ბუნებრივი გზით არ მომკვდარან. ზოგ სწავლულს სჯერა,რომ გვამების პატრონები რიტუალურ სამსხვერპლოს შეეწირნენ.

ახლა სჯობს უფრო საინტერესოზე, ანუ აღმოჩენილი გვამების დათვალიერებაზე გადავიდეთ.

03bc1961de4b

გრაუბალელი კაცი

1f45fce19073

ის 1952 წელს აღმოაჩინეს დანიაში, სოფელ გრაუბალში, სწორედ ამიტომ დაერქვა ეს სახელი. იგი ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით დაათარიღეს (რკინის ხანა), ზრდასრული მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით არაა წასული იმქვეყნად, ყელი გამოჭრილი აქვს, რაც მიუთითებს იმაზე,რომ ვიღაცამ მოკლა. როგორც ჩანს ამის შემდეგ მისი სხეული ჭაობში ინახებოდა. გრაუბალელი კაცი ერთადერთი გვამი არ ყოფილა,რომელიც ამ მხარეში იპოვნეს, კიდევ ორი შემთხვევა იყო, რის შემდეგაც მეცნიერებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდათ,რომ ისინი მსხვერპლშეწირვას შეეწირნენ, რომელიც შესაძლოა პოპულარული იყო გერმანელ კერპთაყვანისმცემლებში რკინის ხანაში. სამუზეუმი ექსპონატი 1955 წელს გადაიტანეს Moesgård Museum-ში და დღემდე იქ ინახება.

გრაუბალელი კაცის ნაშთზე სხვადასხვა ექსპერტიზა ჩატარდა, რამაც საშუალება მოგვცა მცირეოდენი რამ გაგვეგო მის ცხოვრებაზე. ასაკით დაახლოებით 30 წლის უნდა ყოფილიყო, ხელებზე საკმაოდ გლუვი და ნაზი კანი აღმოაჩნდა, ასე რომ დააგინეს,რომ მძიმე სამუშაო მას არ უწევდა. კბილებისა და ყბის ექსპერტიზამ აჩვენა,რომ საკმაო პერიოდი ის შიმშილობდა ან კიდევ ძალიან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა ბავშვობაში. ძვლის საშუალებით დადგინდა,რომ მამაკაცი კალციუმის ნაკლებობას განიცდიდა და ხერხემალიც დეფორმირებული ჰქონდა. ცნობილია,რომ გრაუბალელ კაცს მუქი ფერის თმა ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე ფერი შეიცვალა და მოწითალო სჩანს.
ყელი ისე აქვს გამოჭრილი,რომ თავად ვერ შეძლებდა ამას, ანუ სუიციდი გამოირიცხა. ასევე ცნობილია,რომ სიკვდილის დროს სავარაუდოდ იგი შიშველი იყო.

10fea51b5c88

61c1be3cce03

072f3c24017b

9b9038bb89a5

03bc1961de4b

Tollund Man

9892127fad89

ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული გვამია, მისი სახე განსაკუთრებულადაა გამოხატული, ნაოჭებიც კი ეტყობა, თითქოს მძინარე ადამიანია. იგი დანიაში1950 წელს აღმოაჩინეს, სხეულის საუკეთესო მდგომარეობის გამო, მასზე რა თქმა უნდა ბევრი გამოკვლევაც ჩატარდა და მეცნიერებმაც იხეირეს. ამჟამად ინახება Silkeborg-ის მუზეუმში.
სურათებზე ალბათ შენიშნეთ მის კისერზე მობმული თოკი, მეცნიერები ამ ფაქტმა დააფიქრა, ნუთუ ეს კაცი ჩამოახრჩვეს? თუ ეს მხოლოდ რაღაცის სიმბოლოს წარმოადგენდა და მეტი არაფერი.. სასამართლო ექსპერტის ვიზიტის შემდგომ კი დადგინდა,რომ Tollund Man ჩამომხრჩვალი გახლდათ. გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ მეცნიერებმა გვამის საჭმლის მომნელებელი არხიც კი გამოიკვლიეს.

2d74efcd5172

უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი თესლი აღმოაჩინეს, მაგალითად ქერისა და სელის თესლი. ასევე ველურ მცენარეთა თესლი, კანაფის, მდოგვის და ა.შ. რაც შეეხება ბოლო საკვებს,რომელიც როგორც ჩანს გარდაცვლილმა სიკვდილამდე არც ისე დიდი ხნით ადრე მიიღო გახლდათ ფაფისმაგვარი რამ. რაც შეეხება ტანსაცმელს, მას მხოლოდ 3 რამ ჰქონდა, თავზე ქუდისმაგვარი რაღაც, ქამარი და ყელზე თოკი.

165b5efa575d

82ac9452f45d

464f3d88ad76

4a68e858c326

bf64b19511a9

03bc1961de4b

Elling Woman

aaa58a5128f0
იგი 1938 წელს აღმოაჩინა ადგილობრივმა ფერმერმა Jens Zakariassen–მა.
სამწუხაროდ ამ გვამის მდგომარეობა ძალიან ცუდი გახლავთ, საკმაოდ დაზიანებული იყო, იმდენად,რომ სქესის დადგენაც გაჭიანურდა, საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ ეს სხეული ნამდვილად ქალს ეკუთვნოდა. მისი თმის ვარცხნილობა მეცნიერების განსჯის საგნად იქცა. საკმაოდ დახვეწილი ვარცხნილობდა ამშვენებდა, მისი ანალოგი სურათზეა გამოსახული. არადა ისიც რკინის ხანაში ცხოვრობდა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში.

7e797d00f87b

1072995a204e

იგი დაახლოებით 25 წლის იყო, ანუ ზემოთ განხილულებთან შედარებით ახალგაზრდა. სიკვდილის მიზეზი ჩამოხრჩობა გახდა, თოკის სურათს აქვე იხილავთ.

12762db223a7

e80fdcc41163

e0ffb4d89d49

03bc1961de4b

Huldremose Woman

153660be23de

ის დანიაშიი 1879 წელს იპოვნეს. დანიის მუზეუმის განცხადებით ქალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა და 40 წლის გახლდათ. მეცნიერები არ ფიქრობენ,რომ იგი ასაკის გამო დაიღუპა, ასევე ვერ თანხმდებიან სიკვდილის სხვა შესაძლო მიზეზებზე.
ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვი არსებობს. მარჯენა მხარზე ქალს ღრმა ჭრილობა აღენიშნება, თუმცა დაზიანება შესაძლებელია ჭაობში ჩავარდნის დროს მიიღო ან დროთა განმავლობაში. ფეხი სიკვდილამდე მოტეხილი ჰქონია, შემდეგ ეტყობა კარგად ვერ იმკურნალა და ძვლების აგებულების მიხედვით ოდნავ კოჭლი იქნებოდა. გვამს კისერზე შალის თოკი აქვს მოხვეული, რაც მისი თმის შესაკრავადაც გამოიყენებოდა, შესაძლოა თოკი გამოყენებული ყოფილიყო მოსახრჩობადაც, მაგრამ მეცნიერები მაინც ფიქრობენ,რომ მისი დანიშნულება მხოლოდ სიმბოლური იყო.

9ffb6f504eea

415101444229

03bc1961de4b

Windeby Boy

3cf30200c7ac

ის ჩრდილოეთ გერმანიაში 1952 წელს აღმოაჩინეს. თავდაპირველად არქეოლოგებს მიაჩნდათ,რომ სხეული 14 წლის გოგონასი იყო, მაგრამ შემდგომ Heather Gill-Robinson-მა კანადელმა ანთროპოლოგმა დნმ-ის ტესტის წყალობით დაადგინა,რომ სინამდვილეში გვამი ბიჭის იყო. ცნობილია,რომ გვამი ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა,რომელიც ტორფს მოიპოვებდა, მან ვერ შენიშნა სხეული და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დააზიანა კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა Windeby Boy მაინც კარგ შენახულად ითვლება და არქეოლოგებისთვის მნიშვნელოვან აღმოჩენათა რიგს ამშვენებს.
784ccc89f669

06d63c785095

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button