საინტერესო ამბები (3)
საინტერესო ამბები ცხოვრებისეულ შემთხვევებზე : ) გააგრძელე
1. მანქანის ყოფილმა პატრონმა სიცოცხლე მაჩუქა
ორი თვეა მანქანა ვიყიდე და მეორე დღესვე დავიწყე ტაქსაობა. კმაყოფილიც დავრჩი. ერთ დღეს 7 ლარი დამრჩა, მეორე დღეს_12, მაგრამ ახლობელმა მირჩია, -ღამით მუშაობა გიჯობს, კონკურენტი ტრანსპორტი შენ არ გეყოლება, ფულსაც არავინ დაზოგავს, ოღონდ კი ღამით დროულად მივიდეს შინ. ისე კი, ცოტა სიფრთხილეა საჭირო და ცოტა რისკიო. ჭკუაში დამიჯდა. მართლაც, შესაშურად ავიწყვე საქმე. 9 საათისთვის გამოვდიოდი შინიდან და დილამდე ვმუშაობდი. განსაკუთრებით 3-დან 4 საათამდე მიჭირდა, ძილს ძლივს ვართმევდი თავს. სწორედ ეს დრო იყო, ქერა, პირხმელმა, შუახნის კაცმა რომ გამაჩერა. Uუკანა სავარძელზე დაჯდა და ჩურჩულით მითხრა ქუჩის სახელი, სადაც უნდა მიმეყვანა. მივედით. ათლარიანი მომაწოდა და უხმოდ გადავიდა მანქანიდან. Eეს ამბავი არც კი დამამახსოვრდებოდა, მაგრამ… ის ფული დავკარგე. შინ რომ მივედი, ჯიბეები ამოვიბრუნე. იმ ღამით ნაშოვნი 35 ლარი მქონდა, ეს 10 ლარი მაკლდა სწორედ. ვიფიქრე, ალბათ სადმე დამივარდა-მეთქი. გავიდა სამი დღე. დაახლოებით იმავე დროს, იმავე ადგილას დამხვდა ის კაცი. ისევ გამაჩერა. Aამჯერად წინ დაჯდა. რომ არ ჩამძინებოდა, ვკითხე,_ ალბათ აქ სადმე მუშაობთ-მეთქი. უხალისოდ დამიკრა კვერი… მერე ჩვეულებრივი მძღოლისა და მგზავრის საუბარი გაიბა. _ გაჭირდა ცხოვრება, თორემ არც მე ვიქნებოდი გარეთ, არც შენ, _ ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე. ძალიან მომწონს ღამე სიარულიო, _ ოდნავ გამიღიმა. ისევ იქ მივიყვანე, სადაც ადრე, გადავიდა და ფული მომაწოდა. სხვათა შორის ვერც იმ ღამეს ვიპოვე მისი მოცემული კუპიურა. ცოლმა მითხრა: ხომ იცი, ათასი ჯურის აფერისტი დადის. Gგაბრმავებს და გატყუებს, ვერ ხვდებიო?! ამ ამბის მერე საგანგებოდ ვეძებდი ჩემს გამბითურებელს. Aარ იქნა, აღარ შემხვდა.Oორი დღის წინ, ისევ მოქანცული დავდიოდი თბილისის ქუჩებში, ძილი თავს მართმევდა. სუსხიანი ღამე იყო, სალონში კი თბილოდა. თანდათან მოვდუნდი… და უცებ ხმაურზე შევკრთი, თვალები ფართოდ გავახილე _ მიკროავტობუსი თავაწყვეტილი მოქროდა ჩემკენ, წუთიც და დამეჯახებოდა. შიშით გავქვავდი. Aამ დროს ჩემი მანქანა რაღაც ძალამ შემოაბრუნა, თავი მინასაც კი მივარტყი. Aავტომანქანა მტკვრისკენ გაქანდა და არ ვიცი, რამ შეაჩერა… პირველი, ვინც დავინახე, ის ქერა კაცი იყო. გადმოსვლაში დამეხმარა და გზის პირას დამსვა. მერე თქვა: ცოდოა, ეს დალოცვილიო და მანქანას მოაწვა გზისკენ. თვალს ვერ ვუჯერებდი, რომ ეს კაფანდარა კაცი ამსიმძიმე მანქანას ასე იოლად მოაგორებდა. ისიც კი მითხრა, _ მარტო ვერ გაგიშვებ, შინამდე გამოგყვებიო. Gგამომყვა კიდეც. ვეხვეწე, ჩემთან ამოდი, სასწაულებრივი გადარჩენა აღვნიშნოთ-მეთქი. Aარაო, მითხრა და წავიდა. მეორე დილით ეჭვის ჭია შემიჩნდა. როგორ გაჩნდა იმ უკაცრიელ სანაპიროზე ის ქერა კაცი, ან როგორ ამოიყვანა ცალი ხელით მანქანა გზაზე-მეთქი. Gგამახსენდა მისი მისამართი და ავტობუსით წავედი. კერძო სახლები დგას იმ ქუჩაზე. მის სახლს ფანჯრები ისე დაბლა ჰქონდა, ცერებზე ავიწიე და შევიხედე. თვალში მომხვდა შავ ჩარჩოში ჩასმული იმ ქერას გადიდებული სურათი. Mმუხლი მომეკვეთა და ჩავიკეცე. ბირჟაზე მდგომნი აიშალნენ და შემომეხვივნენ. Bბლუკუნ-ბლუკუნით ვუამბე წუხანდელი ამბავი. ერთმა მკითხა, ჟიგული” ხომ არ არისო. თავი დავუქნიე. -ეგ ნამდვილად ოლეგის მანქანა იქნებოდა, თავისი ხელით აწყობდა, მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა… მერე მის დას ჰყავდა წაყვანილი და ალბათ გაყიდა… მაგრამ ოლეგს როგორ ნახავდით, ორი წელი იქნება, ცოცხალი აღარ არისო. Aასე რომ, ჩემი მანქანის ყოფილმა პატრონმა სიცოცხლე მაჩუქა და თავისი საყვარელი ავტომობილი გადაარჩინა.
2. მამა სიკვდილის შემდეგაც არ მტოვებს მარტო . .
უკვე შვიდი წელია, ჩემს სახლში უცნაური ხმები ისმის, დროდადრო წკარუნებს ჯამ-ჭურჭელი, თითქოს ვიღაც მანიშნებს, რომ მარტო არ ვარ. თავიდან ვფიქრობდი, თაგვი იქნება-მეთქი. სათაგურიც კი დავდგი, მაგრამ მერე მივხვდი, ვცდებოდი.
ამ ბინაში მე და მამაჩემი ვცხოვრობდით. Mმამა სულ წუხდა, რომ დედისერთა ვიყავი, თანაც გასათხოვარი, ბედი კი არა და არ გამეხსნა. Mიტყოდა ხოლმე: შენი დარდი გამყვება, მშვიდად ვერ დავლევ სულს, შენი გულშემატკლივარი რომ აღარავინ მეგულებაო. მე სიტყვით ვუიოლებდი ყველაფერს, ასე მირჩევნია, ვიდრე აწეწილი ოჯახი მქონდეს, შენც ხომ იცი, ჩემი შემოსავლით შვილებს ვერ გავზრდი, დღეს კი კაცები არ მუშაობენ, ცოლებზე არიან დამოკიდებულნი, მარტო უფრო მშვიდად ვიცხოვრებ-მეთქი. მას კი ვამბობდი, მაგრამ გულში მეც ძალიან მეშინოდა. მამა ავადმყოფობდა, ხელიდან რომ გამომცლოდა, სიტყვის მთქმელი არავინ მრჩებოდა. მამაჩემიც დედისერთა იყო და ახლო ნათესავები არ გვყავდა, დედაჩემი კი, წარმოშობით უკრაინელი, უკვე ოცი წელი იყო, მეორე ქმართან ერთად ცხოვრობდა ფინეთში და ქართველ შვილზე დიდად არ იწუხებდა თავს. წელიწადში ორ-სამჯერ თუ დარეკავდა ზრდილობის გულისთვის.
შვიდი წლის წინ მამა გარდამეცვალა. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა. დაკრძალვის მეორე დღეს მამის სურათის პირისპირ მარტო დარჩენილმა თავი იმდენად უბედურად ვიგრძენი, ფანჯრისკენაც კი გამექცა თვალი, ხომ არ გადავვარდე-მეთქი. აი მაშინ ატყდა სამზარეულოში ჭურჭლის რახარუხი. შევკრთი _ ნეტავ რა უნდა იყოსმეთქი. სამზარეულოში გავვარდი. იქ არავინ დამხვდა. არა, ადამიანს არ ველოდებოდი, უფრო თაგვი ან კატა მეგონა…
ახლა რომ ვფიქრობ, დაზუსტებით ვიცი, ხმაური სწორედ მაშინ ატყდებოდა ხოლმე, როცა მე სასოწარკვეთილი ვიყავი. თანამშრომელმა _უცხოპლანეტელები ხომ არ მოდიან შენთანო. გამეცინა. უცხოპლანეტელებისა, მომკალი და, არ მჯერა.
შარშანწინ ჩემმა მეზობელმა თავისი ნათესავი გამირიგა. რა დროს ჩემი გათხოვებაა, ორმოცი წლის ქალი ვარ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მერე მარტოობის შიშმა თავისი ქნა და გადავწყვიტე, დავთანხმებოდი. იმ ღამით, კინაღამ ჭერი ჩამომექცა. მარტო ჭურჭელი კი არა, წიგნის კარადაც თითქოს ზანზარებდა. კედლებიდან ნახატებიც ჩამოცვივდა, ლოგინიდან წამოვვარდი, შუქი ავანთე და გიჟივით დავიწყე ოთახებში სირბილი. თვითონ არ ვიცი, რატომ დავიძახე: რა მოგივიდა, მამა!
ჩემმა სიტყვებმა თავადვე შემაშინა. მაშინ მივხვდი, რომ მამას არ დავუტოვებივარ. ამჯერად კი რაღაც უნდოდა ენიშნებინა. ქორწინებაზე ინსტიქტურად ვთქვი უარი. კარგა ხნის მერე გავიგე, რომ ის მეზობლის ნაქები ნათესავი ქურდი და ყაჩაღი ყოფილა.
ასეა, გავიდა წლები და მამამ არ მიმატოვა. პირიქით, თითქოს უფრო დამიახლოვდა. Aდრე რომ ვუმალავდი, რაზე ვდარდობდი, ახლა გულახდილად ვუყვები ყველაფერს.
ერთხელ ვცადე ეს ამბავი მეზობლისთვის მომეყოლა. ეჭვიანად შემომხედა, მივხვდი, ფიქრობდა, გაგიჟდა. ახლა აღარავის არაფერს ვუამბობ. თქვენ კი მხოლოდ იმიტომ გწერთ, რომ ძალიან მაინტერესებს, რომელიმე მკითხველს ხომ არ განუცდია მსგავსი რამ, ხომ არ შეიძლება ეს ერთადერთი შემთხვევა იყოს დედამიწის ზურგზე, როცა საყვარელ ადამიანს გარდაცვლილი მარტო არ ტოვებს.
3. ზურიკომ სამი სიცოცხლე იხსნა
რამდენიმე წლის წინ მამამ მანქანა გვიყიდა მე და ჩემს ძმას. მოგეხსენებათ, რა არის უცხოური მანქანა 20_22 წლის ბიჭებისათვის, სიხარულით ცას ვეწიეთ. დღედაღამ მანქანას დავტრიალებდით თავს. ერთი ამბავი გვქონდა, ვინ როდის დაჯდებოდა საჭესთან. ვცილობდით, გოგონები მანქანით მიგვეცილებინა ბინამდე, ბიჭები _ საქეიფოდ წაგვეყვანა. ერთი_ორჯერ ვიჩხუბეთ კიდეც, მეც მჭირდებოდა მანქანა და ჩემს ძმასაც…
ბევრ ჩვენს თანატოლს რჩებოდა თვალი ჩვენს მანქანაზე. ერთხელ ჩემს ძმას თანაკურსელმა სთხოვა, სოფელში წამიყვანე, მამაჩემის დაბადების დღეა და კარგად მოვილხინოთო. რა თქმა უნდა, მეც ჩავხტი მანქანაში. შინ რა გამაჩერებდა! ორი დღე ვქეიფობდით გურამთან (ასე ერქვა ჩემი ძმის კურსელს), მესამე დღეს წვეთი არ დაგვილევია არც ერთს. საღამოს წამოსვლას ვაპირებდით, ვიცოდით, რომ არ უნდა გაგვერისკა, თანაც მამა ყოველ წუთში მობილურით გვირეკავდა და გვაფრხილებდა, სასმელის სუნი რომ ჩამოგყვეთ, იმ წუთში გაგიყიდით მანქანასო. ვიცოდი, მამა სიტყვას არ გატეხდა, ამიტომ ძალიან ვფრთხილობდით.
საღამოს წამოვედით. ფხიზელი ვიყავით სამივე, მაგრამ მაინც სწრაფად მოვდიოდით. თქვენ არ იცით, რას ნიშნავს სწრაფად სიართული. ეს ენით აუწერელი სიამოვნებაა, რომელზეც ვერც ერთი ნორმალური ბიჭი ვერ იტყვის უარს. სამწუხაროდ, ამას ხშირად მძიმე შედეგი მოაქვს. ასე მოხდა იმ საღამოსაც. ჩემს ძმას უცებ საჭემ უმტყუნა, ვეღარ დაიმორჩილა და ჯერ გზისპირა ხეს შევეჯახეთ, მერე დიდი ძალით კლდოვან ფერდობს. იმდენად ძლიერი შეჯახება იყო, რომ თვალთ დამიბნელდა. მე მძღოლის გვერდით ვიჯექი. გურამი _ უკან. მარჯვენა ხელი ეტყობა, უხერხულად ავწიე დაჯახებისას… ორგან მქონდა გადატეხილი, მოტეხილი მქონდა რამდენიმე ნეკნი და მარცხენა ლავიწის ძვალიც. ტკივილისაგან თვალთ დამიბნელდა, მაგრამ ჩემს ძმას რომ შევხედე და ერთინად სისხლში მოსვრილი დავინახე, ის აუტანელი ტკივილიც კი დამავიწყდა. გურამს კისერი უკან გადაეგდო, მთელი სახე ჩამსხვრეული მინით ჰქონდა დასერილი. მერე აღმოჩნდა, რომ ტვინის მძიმე შერყევა და ხერხემლის ტრავმაც მიეღო. ჩემი ძმა კი გაცილებით უარესად იყო _ საჭემ გულმკერდი გაუგლიჯა. მოკლედ მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ხმის ამოღება არ შემეძლო, ისე ცუად ვივიყავი, ადგილიდან ვერც ვიძვროდი… არადა ეს ის დროა, მანქანას რომ ვერ ნახავდი სოფელში, ისეთი გაჭირვება იყო, ვყრივართ განწირულები დალეწილ მანქანაში. უცებ ფერდობიდან მაღალი, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი ჩამოხტა, მოვიდა და მძღოლის მხარეს კარი გამოაღო… ერთი კი ამოვიღმუვლე, შველა მინდოდა მეთხოვა, მაგრამ მხოლოდ კვნესა აღმომხდა. ის ბიჭი მანქანაში შემოძვრა, ჩემი ძმა ჩემკენ გადმოაწვინა, დაქოქა და წავედით… მაშინ არც გამკვირვებია, როგორ მიდიოდა ჩვენი დანგრეული მანქანა… ამაზე არ ვფიქრობდი… ზოგჯერ მოიხედავდა ჩვენკენ… მომეჩვენა, რომ თვალში ცრემლი უბრწყინავდა… 25_30 წლის იქნებოდა. ღონიერი მკლავები ჰქონდა… პირდაპირ საავადმყოფოს შენობასთან მიაყენა მანქანა და გადავიდა…. იქით წავიდა ექიმის დასაძახებლად, დავინახე, როგორ მოდიოდა და მოჰყვებოდა რამდენიმე თეთრხალათიანი სირბილით.
მერე მართლაც დაუჯერებელი რამ დაიწყო… სამივენი შეგვასვენეს დერეფანში. ის ბიჭი არ მოგვცილებია. საოპერაციოშიც კი თავზე მადგა, პალატაში გამიყვანეს _ გამომყვა….
საბედნიეროდ, სამივენი გადავრჩით.
ცოტა რომ მოვღონიერდი, მამას ვუთხარი, _ ვიღაც ბიჭმა გადაგვარჩინა. ერთი ექიმებს ჰკითხე ვინ იყო_მეთქი. მამას საავადმყოფოში უთხრეს: _ რას ამბობთ, არავითარი ბიჭი არ ყოფილაო და ყველაფერი ჩემს თავის ტრავმას მიაწერეს. ვუთხარი, აბა მანქანა ვინ მოიყვანა, გურამიც და ჩემი ძმაც უგონოდ იყვნენ, მე დამტვრეული ვიყავი_მეთქი…. მხრები აიჩეჩეს… ჩვენ რომ მოვედით, მხოლოდ თქვენ სამი იყავითო…
გურამმა მითხრა, _ ასეთი და ასეთი ბიჭი მეც ვნახე, პალატაში რომ გამომიყვანეს, თავთან მედგა და დამყურებდა, მე პრაქტიკანტი მეგონაო…
ჩამოგვიყვანეს თბილისში. ფიქრი არ მასვენებდა, რამ გადაგვარჩინა. ორი თვის თავზე მამას შევუჩნდი, ოღონდ იმავე გზით წაგვიყვანე, ის ბიჭი მომაძებნინე, ახლომახლო სოფლებში აუცილებლად ვიპოვი_მეთქი. დამთანხმდა. მე და გურამი გავყევით. ჩემს ძმას ჯერ კიდევ წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ვნახეთ ავარიის ადგილი… ბევრი ვეძებეთ… ახლომახლო სოფელი არ ყოფილა, ოციოდე მეტრში კი გზის პირას მარმარილოს ქვა ვნახეთ. ზედ სწორედ ის ბიჭი იყო გამოსახული… მხოლოდ სახელი ეწერა _ ზურიკო. წინ ღვინიანი ბოთლი ედგა. როგორც ჩანს, ამ ადგილას მოუხდა ავარია და გარდაიცვალა…. მეგობრებმა კი მისი ხსოვნისათვის ეს ქვა დადგეს… ენაჩავარდნილი ვუყურებდით…. გურამს ფერი დაეკარგა _ სწორედ ეს ბიჭი მადგა თავზეო.
მამაჩემი კი ატირდა. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე მამაჩემის ცრემლი. მარმარილოს ქვას გულში იხუტებდა _ შვილო,შვილოო, _ ამბობდა…
წელს ამ ამბის მოყოლა გადავწყვიტე…
სულ ცოტა ხნის წინ ბიჭი შემეძინა _ ზურიკო დავარქვი. თუმცა ამითაც ვერ გამოვხატავ გადამრჩენისადმი მადლიერებას.
4. წინასწარმეტყველი ფოტოსურათი…
… დიდი ქორწილის გადახდა არ ისურვეს ახალგაზრდებმა, ჯვრისწერის შემდეგ მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს დაუძახეს და მშობლებს სთხოვეს _ თუ ჩვენი პატივისცემა გსურთ, ქორწილისთვის გადადებული თანხა გვაჩუქეთ, სადმე სამოგზაუროდ წავალთ და ერთად ყოფნით გავიხარებთო.
არ უთქვამთ უარი უფროსებს. საზღვარგარეთ წასვლის საშუალება ნამდვილად არ იყო და გადაწყვიტეს ბათუმში წასულიყვნენ.
… არც მკითხველისთვის იქნება სასიამოვნო მოსასმენი იმ ტრაგედიის დეტალები, რომელიც ბედნიერი ახალგაზრდების თავს დატრიალდა და არც მათ ახლობლებს მინდა განვუახლო ჭრილობები, გეტყვით მოკლედ, რომ ახალგაზრდებს ბათუმამდე არ ჩაუღწევიათ, ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ და საქორწილო სუფრა ქელეხისამ შეცვალა.
ეს ამბავი სხვა ვერაფრით მიიპყრობდა ამ საზოგადოები ყურადღებას და ვერც გაზეთის ფურცელზე მოხვდებოდა, რომ არა უცნაური და ამოუხსნელი მოვლენა…
… ახალგაზრდებს თან ფოტოაპარატი ჰქონდათ, რომელზეც თავიანთი ბედნიერი მოგზავრობის კადრების აღბეჭდვას აპირებდენ, მაგრამ ვერ მოასწრეს და მხოლოდ 5 კადრი დარჩა გადაღებული, რომლებიც ახლობლებთან ერთად დააფიქსირეს გამგზავრებამდე.
როცა საშინელი ავარიის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილი აპარატი გარდაცვლილთა ახლობლებს დაუბრუნეს, ფირი ბიძაშვილმა წაიღო და გაამჟღავნა. ხუთიდან სამი კადრი თითქოს გაფუჭებული იყო, თეთრი ლაქები ფარავდა გამოსახულებებს და სხვა დროს დაუფიქრებლად გადაყრიდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერს სხვა მნიშვნელობა ეძლეოდა გარდაცვლილთა ახლობლებისათვის ?
შინ მიტანილი სურათები ხელიდან ხელში გადადიოდა და … პირველად პა-ტარძლის ძმამ, ბადრიმ შეამჩნია, რომ `ლაქები~ უფორმო კი არ იყო, ან უაზროდ გაფანტული, არამედ აშკარად რაღაც არსებებს ქმნიდნენ.
_ თავიდან ვერც გავბედე გამხელა, _ ჰყვება ბადრი, _ შემეშინდა, რომ სხვები ვერ დაინახავდნენ და ზედმეტად გავანერვიულებდი ახლობლებს. მერე ვერ მოვითმინე, მეგობარს ვაჩვენე უსურათები, ვთხოვე თუ ძმა ხარ, ყურადღებით დააკვირდი ამ ლაქებს და სცადე მათში რაიმე საეჭვო დაინახო_მეთქი. დააკვირდა და... გაოგნებულს მუხლები მოეკვეთა.
პირველ კადრზე ახალდაქორწინებულები სხვებთან ერთად დგანან, ოცამდე ახლობელი მაინცაა მათ გვერდით, მაგრამ სწორედ მათ ზურგს უკან ლაქა თავისებურ ფონს უქმნით, თითქოს წრეში არიან მოქცეულები, რომელიც მათ ფეხებთან ბანტის მაგვარად იკვრება და სწორედ იმ ნასკვში ჩანს დაწოლილი პატარა ბატკანი!…
მეორე კადრზე მარტონი არიან აღბეჭდილნი იმ მანქანის ფონზე, რომლითაც ბათუმში გაემგზავრნენ და მანქანის ზემოთაა თეთრი ლაქა, რომელსაც დამსხვრეული, ცეცხლმოდებული მანქანის ფორმა აქვს, მეორე ლაქა ფეხებქვეშ აქვთ ახალგაზრდებს, თითქოს ღრუბელზე დგანან და უნდა აფრინდნენ…
ყველაზე საინტერესო კი მესამე კადრია, გზაში გადაუღიათ, რომელიღაც წყაროსთან. ჩანს, ვიღაც შემთხვევით გამვლელს სთხოვეს გადაღება. ქმარს ხელში ჰყავს ცოლი აყვანილი, ორივე კი… თეთრებში გამოწყობილ ადამიანის ფიგურას, რომლის სქესის გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ ზურგს უკან აშკარად უჩანს ფრთის მონახაზი, ზუსტად ისეთი, როგორიც ფრესკებზე აქვთ ანგელოზებს!…
…თითქმის ყველა ახლობელს გავაგებინე ჩემი `აღმოჩენის~ შესახებ, მინიშნე-ბის შემდეგ ყველანი ადვილად ხედავდნენ იმას ლაქებში, რაზეც ახლა გითხარით და ბევრმა მოინდომა ამ უნიკალური ფოტოების მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ როგორც კი სურათები ხელმეორედ დავბეჭდეთ, როგორ არ ვეცადეთ, როგორ არ გავამუქეთ და გავაღიავეთ კადრები, მაგრამ არავითარი ლაქა მათზე აღარ აღიბე-ჭდა და მივხვდით: სასწაული არ მეორდება, ვიღაც უჩინარს კი, არ სურდა, რომ ფოტოსურათები გამრავლებულიყო და ათასი მითქმა_მოთქმის საბაბი გამხდარიყო.
მინიშნების მიხედვით, მივხვდით, რომ ბედისწერის შეცვლა შეუძლებელია… ისეთმა საყოფაცხოვრებო და ჩვეულებრივმა ნივთმა, როგორიც ფოტოაპარატია, შეძლო იმ ენერგეტიკული დისბალანსის დაფიქსირება, რაც ამ ორი ახალგაზრდის ცხოვრების დასასრულთან მიახლოებამ წარმოქმნა და ფოტოგრაფირების მომენტში ისინი ფაქტობრივად სიკვდილ_სიცოცხლის ზღვარზე იდგნენ, სადაც ერთმანეთში მჭიდროდ გადაიხლართა ხილულ და უხილავ სამყაროთა რეალობა….
ის სურათები ახლა ერთ ცნობილ კაცთანაა მოსკოვში, რომელიც ანომალიურ მოვლენებს იკვლევს და კიდევ ბევრი რამ გვითხრა საინტერესო….
როცა ხელმეორედ დაბეჭდილ კადრებზე `ლაქები~ არ აღიბეჭდა, მერე ქსეროასლების გადაღება ვცადეთ და ლამის სულ დავღუპეთ ფოტოები _ დასხივების შედეგად თითქოს გაღიავდა და წაიშალა და კიდევ რომ `გაგვეგრძელებინა~ ექსპერიმენტები, შეიძლებოდა სულაც გამქრალიყო გამოსახულებები.
მოსკოვში ფოტოსურათები ამერიკის ანომალიური კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმაც ნახეს და საკმაოდ დიდი თანხა შემოგვთავაზეს, თუკი მათ ფოტოებს მივყიდით და ოფიციალურად გადავცემთ მფლობელობაში და ალბათ ასეც მოვიქცევით, იმიტომ კი არა, რომ ფულს დავხარბდით, უბრალოდ საქართველოში არავითარი გამოცდილება არ არსებობს მსგავს მოვლენებზე მუშაობისა და ვერც მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებას შეძლებენ. როგორც მოსკოვში გვითხერს, უნიკალური მოვლენა დააფიქსირა ფოტოაპარატმა, რაც მსოფლიოშიც კი სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევაა თურმე და როცა კაცობრიობა ასე ცდილობს ხილული სამყაროს მიღმა გახედვას, რატომ არ შეიძლება მოპოვებული მასალა იმათ მივცეთ, ვისაც შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება. საქართველოში, როგორც გითხარით, არავინ აწარმოებს სერიოზულ გამოკვლევებს. ეკლესიამაც თავი შეიკავა რაიმე კომენტარისაგან… სხვათა შორის, როცა ამერიკელებს გადავცემთ ფოტოებს, ხელშეკრულებაში აუცილებლად მივითხოვთ, რომ გაგვაცნონ ყველა აღმოჩენა და დასკვნა…
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ხილული სამყაროთი არც იწყება და არც მთავრდება ადამიანური არსებობა, რომ ჩვენ ირგვლივ უამრავი რამ ხდება, რასაც ვერ ვხედავთ, არ გვესმის და ამიტომ არც პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს გამძაფრებული, ადამიანის მოვლენა ამ ქვეყნად კი, სწორედ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა ყოფილა.
ასე, რომ, სიცოცხლე დედამიწაზე მხოლოდ გარდამავალი ეტაპია მარადიულ არსებობაში გადასასვლელად და სწორედ ამიტომ გვმართებს უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ნაბიჯის გამო…. სადღაც `იქ~ _ ჩვენ გველოდებიან და წინ ანგელოზებსაც გვაგებებენ, რაც აღიბეჭდა კიდევაც წინასწარმეტყველ ფოტოებზე!…