უცნაური

საინტერესო ამბები (3)

a1ef66c74351

საინტერესო ამბები ცხოვრებისეულ შემთხვევებზე : ) გააგრძელე

1. მანქანის ყოფილმა პატრონმა სიცოცხლე მაჩუქა

ორი თვეა მანქანა ვიყიდე და მეორე დღესვე დავიწყე ტაქსაობა. კმაყოფილიც დავრჩი. ერთ დღეს 7 ლარი დამრჩა, მეორე დღეს_12, მაგრამ ახლობელმა მირჩია, -ღამით მუშაობა გიჯობს, კონკურენტი ტრანსპორტი შენ არ გეყოლება, ფულსაც არავინ დაზოგავს, ოღონდ კი ღამით დროულად მივიდეს შინ. ისე კი, ცოტა სიფრთხილეა საჭირო და ცოტა რისკიო. ჭკუაში დამიჯდა. მა­რთ­ლა­ც, შესაშურად ავიწყვე საქმე. 9 საათისთვის გამოვდიოდი შინიდან და დილამდე ვმუშაობდი. განსაკუთრებით 3-დან 4 საათამდე მიჭირდა, ძილს ძლი­ვს ვართმევდი თავს. სწორედ ეს დრო იყო, ქერა, პირხმელმა, შუახნის კაცმა რომ გამაჩერა. Uუკანა სავარძელზე დაჯდა და ჩურჩულით მითხრა ქუჩის სახელი, სადაც უნდა მიმეყვანა. მივედით. ათლარიანი მომაწოდა და უხმოდ გადავიდა მანქანიდან. Eეს ამბავი არც კი დამამა­ხსო­ვრ­დე­ბოდა, მაგრამ… ის ფული დავკარგე. შინ რომ მივედი, ჯიბეები ამოვიბრუნე. იმ ღამით ნაშოვნი 35 ლარი მქონდა, ეს 10 ლარი მაკლდა სწორედ. ვიფიქრე, ალბათ სადმე დამივარდა-მეთქი. გავიდა სამი დღე. დაახლოებით იმავე დროს, იმავე ადგილას და­მხვდა ის კაცი. ისევ გამაჩერა. Aამჯერად წინ დაჯდა. რომ არ ჩამ­ძი­­ნე­ბოდა, ვკითხე,_ ალბათ აქ სადმე მუშაობთ-მეთქი. უხალისოდ დამიკრა კვერი… მერე ჩვეულებრივი მძღოლისა და მგზავრის სა­უ­ბა­რი გაიბა. _ გაჭირდა ცხოვრება, თორემ არც მე ვიქნებოდი გა­რე­თ, არ­ც შენ, _ ვუთხარი და სიგარეტს მო­ვუკიდე. ძა­­­ლი­­ან მომწონს ღამე სიარულიო, _ ოდნავ გამიღიმა. ისევ იქ მი­ვი­ყვა­ნე, სადაც ადრე, გადავიდა და ფული მომაწოდა. სხვათა შორის ვერც იმ ღამეს ვიპოვე მისი მოცემული კუპიურა. ცოლმა მითხრა: ხომ იცი, ათასი ჯურის აფერისტი დადის. Gგაბრმავებს და გატ­ყუ­ე­ბს, ვერ ხვდებიო?! ამ ამბის მერე საგანგებოდ ვეძებდი ჩემს გამბითურებელს. Aარ იქნა, აღარ შემხვდა.Oორი დღის წინ, ისევ მოქანცული დავდიოდი თბილისის ქუჩებში, ძილი თავს მართმევდა. სუსხიანი ღამე იყო, სალონში კი თბილოდა. თანდათან მოვდუნდი… და უცებ ხმაურზე შევკრთი, თვალები ფართოდ გავახილე _ მიკროავტობუსი თავაწყვეტილი მო­ქროდა ჩემკენ, წუთიც და დამეჯახებოდა. შიშით გავქვავდი. Aამ დროს ჩემი მანქანა რაღაც ძალამ შემოაბრუნა, თავი მინასაც კი მივარტყი. Aავტომანქანა მტკვრისკენ გაქანდა და არ ვიცი, რამ შეაჩერა… პირველი, ვინც დავინახე, ის ქერა კაცი იყო. გადმოსვლაში დამეხმარა და გზის პირას დამსვა. მერე თქვა: ცოდოა, ეს დალოცვილიო და მანქანას მოაწვა გზისკენ. თვალს ვერ ვუჯერებდი, რომ ეს კაფანდარა კაცი ამსიმძიმე მანქანას ასე იოლად მოაგორებდა. ისიც კი მითხრა, _ მარტო ვერ გაგიშვებ, შინამდე გამოგყვებიო. Gგამომყვა კიდეც. ვე­ხვეწე, ჩემთან ამოდი, სასწაულებრივი გადარჩენა აღვნიშნოთ-მეთქი. Aარაო, მითხრა და წავიდა. მე­ორე დილით ეჭვის ჭია შემიჩნდა. როგორ გაჩნდა იმ უკაცრიელ სანაპიროზე ის ქერა კაცი, ან როგორ ამოიყვანა ცალი ხელით მანქანა გზაზე-მეთქი. Gგამახსენდა მისი მისამართი და ავტობუსით წავედი. კერძო სახლები დგას იმ ქუჩაზე. მის სახლს ფანჯრები ისე დაბლა ჰქონდა, ცერებზე ავიწიე და შევიხედე. თვალში მომხვდა შავ ჩარჩოში ჩასმული იმ ქერას გადიდებული სურათი. Mმუხლი მომეკვეთა და ჩავიკეცე. ბირჟაზე მდგომნი აიშალნენ და შემომეხვივნენ. Bბლუკუნ-ბლუკუნით ვუამბე წუხანდელი ამბავი. ერთმა მკითხა, ჟიგული” ხომ არ არისო. თავი დავუქნიე. -ე­გ ნამდვილად ოლეგის მანქანა იქნებოდა, თავისი ხელით აწყობდა, მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა… მერე მის დას ჰყავდა წაყვანილი და ალბათ გაყიდა… მაგრამ ოლეგს როგორ ნახავდით, ორი წელი იქნება, ცოცხალი აღარ არისო. Aასე რომ, ჩემი მანქანის ყოფილმა პატრონმა სიცოცხლე მაჩუქა და თავისი საყვარელი ავტომობილი გადაარჩინა.

2. მამა სიკვდილის შემდეგაც არ მტოვებს მარტო . .

უკვე შვიდი წელია, ჩემს სახლში უცნაური ხმები ისმის, დროდადრო წკარუნებს ჯამ-ჭურჭელი, თითქოს ვიღაც მანიშნებს, რომ მარტო არ ვარ. თავიდან ვფიქრობდი, თაგვი იქნება-მეთქი. სათაგურიც კი დავდგი, მაგრამ მე­რე მივხვდი, ვცდებოდი.
ამ ბინაში მე და მამაჩემი ვცხოვრობდით. Mმამა სულ წუხდა, რომ დე­დ­ი­­­­სერთა ვიყავი, თანაც გასათხოვარი, ბედი კი არა და არ გამეხსნა. Mიტ­ყ­ოდა ხოლმე: შენი დარდი გამყვება, მშვიდად ვერ დავლევ სულს, შენი გუ­­­ლშემატკლივარი რომ აღარავინ მეგულებაო. მე სიტყვით ვუიოლებდი ყვ­ე­­ლაფერს, ასე მირჩევნია, ვიდრე აწეწილი ოჯახი მქონდეს, შენც ხომ იცი, ჩემი შემოსავლით შვილებს ვერ გავზრდი, დღეს კი კაცები არ მუ­შა­ო­­­ბენ, ცოლებზე არიან დამოკიდებულნი, მარტო უფრო მშვიდად ვიც­ხოვ­რ­ე­ბ-მეთქი. მას კი ვამბობდი, მაგრამ გულში მეც ძალიან მეში­ნოდა. მამა ა­ვ­­­­­­ა­­დმყოფობდა, ხელიდან რომ გამომცლოდა, სიტყვის მთქმელი არავინ მრ­­­ჩებოდა. მამაჩემიც დედისერთა იყო და ახლო ნათესავები არ გვყავდა, დე­­დაჩემი კი, წარმოშობით უკრაინელი, უკვე ოცი წელი იყო, მეორე ქმა­რ­თ­­ან ერთად ცხოვრობდა ფინეთში და ქართველ შვილზე დიდად არ იწუ­ხე­ბ­და თავს. წელიწადში ორ-სამჯერ თუ დარეკავდა ზრდილობის გულის­თვის.
შვიდი წლის წინ მამა გარდამეცვალა. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი ცხო­ვ­რებაც დამთავრდა. დაკრძალვის მეორე დღეს მამის სურათის პირისპირ მა­რტო დარჩენილმა თავი იმდენად უბედურად ვიგრძენი, ფანჯრისკენაც კი გამექცა თვალი, ხომ არ გადავვარდე-მეთქი. აი მაშინ ატყდა სამზა­რე­ულო­ში ჭურჭლის რახარუხი. შევკრთი _ ნეტავ რა უნდა იყოსმეთქი. სამ­ზა­რეუ­ლოში გავვარდი. იქ არავინ დამხვდა. არა, ადამიანს არ ველო­დებო­დი, უფ­რო თაგვი ან კატა მეგონა…
ახლა რომ ვფიქრობ, დაზუსტებით ვიცი, ხმაური სწორედ მაშინ ატყ­დე­­ბოდა ხოლმე, როცა მე სასოწარკვეთილი ვიყავი. თანამშრომელმა _უც­ხო­პლანეტელები ხომ არ მოდიან შენთანო. გამეცინა. უცხოპლა­ნეტელე­ბი­სა, მომკალი და, არ მჯერა.
შარშანწინ ჩემმა მეზობელმა თავისი ნათესავი გამირიგა. რა დროს ჩემი გათხოვებაა, ორმოცი წლის ქალი ვარ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მერე მარტოობის შიშმა თავისი ქნა და გადავწყვიტე, დავთანხმებოდი. იმ ღა­მ­ით, კინაღამ ჭერი ჩამომექცა. მარტო ჭურჭელი კი არა, წიგნის კარადაც თითქოს ზანზარებდა. კედლებიდან ნახატებიც ჩამოცვივდა, ლოგინიდან წამოვვარდი, შუქი ავანთე და გიჟივით დავიწყე ოთახებში სირბილი. თვითონ არ ვიცი, რატომ დავიძახე: რა მოგივიდა, მამა!
ჩემმა სიტყვებმა თავადვე შემაშინა. მაშინ მივხვდი, რომ მამას არ და­ვუტოვებივარ. ამჯერად კი რაღაც უნდოდა ენიშნებინა. ქორწინებაზე ინს­ტი­ქტურად ვთქვი უარი. კარგა ხნის მერე გავიგე, რომ ის მეზობლის ნაქე­ბი ნათესავი ქურდი და ყაჩაღი ყოფილა.
ასეა, გავიდა წლები და მამამ არ მიმატოვა. პირიქით, თითქოს უფ­რო დამიახლოვდა. Aდრე რომ ვუმალავდი, რაზე ვდარდობდი, ახლა გულა­ხდილად ვუყვები ყველაფერს.
ერთხელ ვცადე ეს ამბავი მეზობლისთვის მომეყოლა. ეჭვიანად შე­მომხედა, მივხვდი, ფიქრობდა, გაგიჟდა. ახლა აღარავის არაფერს ვუამბობ. თქვენ კი მხოლოდ იმიტომ გწერთ, რომ ძალიან მაინტერესებს, რომელიმე მკითხველს ხომ არ განუცდია მსგავსი რამ, ხომ არ შეიძლება ეს ერთა­დერთი შემთხვევა იყოს დედამიწის ზურგზე, როცა საყვარელ ადამიანს გარდაცვლილი მარტო არ ტოვებს.

3. ზურიკომ სამი სიცოცხლე იხსნა

რამდენიმე წლის წინ მამამ მანქანა გვიყიდა მე და ჩემს ძმას. მოგეხსენებათ, რა არის უცხოური მანქანა 20_22 წლის ბიჭებისათვის, სიხარულით ცას ვეწიეთ. დღედაღამ მანქანას დავტრიალებდით თავს. ერთი ამბავი გვქონდა, ვინ როდის დაჯდებოდა საჭესთან. ვცილობდით, გოგონები მანქანით მიგვეცილებინა ბინამდე, ბიჭები _ საქეიფოდ წაგვეყვანა. ერთი_ორჯერ ვიჩხუბეთ კიდეც, მეც მჭირდებოდა მანქანა და ჩემს ძმასაც…
ბევრ ჩვენს თანატოლს რჩებოდა თვალი ჩვენს მანქანაზე. ერთხელ ჩემს ძმას თანაკურსელმა სთხოვა, სოფელში წამიყვანე, მამაჩემის დაბადების დღეა და კარგად მოვილხინოთო. რა თქმა უნდა, მეც ჩავხტი მანქანაში. შინ რა გამაჩერებდა! ორი დღე ვქეიფობდით გურამთან (ასე ერქვა ჩემი ძმის კურსელს), მესამე დღეს წვეთი არ დაგვილევია არც ერთს. საღამოს წამოსვლას ვაპირებდით, ვიცოდით, რომ არ უნდა გაგვერისკა, თანაც მამა ყოველ წუთში მობილურით გვირეკავდა და გვაფრხილებდა, სასმელის სუნი რომ ჩამოგყვეთ, იმ წუთში გაგიყიდით მანქანასო. ვიცოდი, მამა სიტყვას არ გატეხდა, ამიტომ ძალიან ვფრთხილობდით.
საღამოს წამოვედით. ფხიზელი ვიყავით სამივე, მაგრამ მაინც სწრაფად მოვდიოდით. თქვენ არ იცით, რას ნიშნავს სწრაფად სიართული. ეს ენით აუწერელი სიამოვნებაა, რომელზეც ვერც ერთი ნორმალური ბიჭი ვერ იტყვის უარს. სამწუხაროდ, ამას ხშირად მძიმე შედეგი მოაქვს. ასე მოხდა იმ საღამოსაც. ჩემს ძმას უცებ საჭემ უმტყუნა, ვეღარ დაიმორჩილა და ჯერ გზისპირა ხეს შევეჯახეთ, მერე დიდი ძალით კლდოვან ფერდობს. იმდენად ძლიერი შეჯახება იყო, რომ თვალთ დამიბნელდა. მე მძღოლის გვერდით ვიჯექი. გურამი _ უკან. მარჯვენა ხელი ეტყობა, უხერხულად ავწიე დაჯახებისას… ორგან მქონდა გადატეხილი, მოტეხილი მქონდა რამდენიმე ნეკნი და მარცხენა ლავიწის ძვალიც. ტკივილისაგან თვალთ დამიბნელდა, მაგრამ ჩემს ძმას რომ შევხედე და ერთინად სისხლში მოსვრილი დავინახე, ის აუტანელი ტკივილიც კი დამავიწყდა. გურამს კისერი უკან გადაეგდო, მთელი სახე ჩამსხვრეული მინით ჰქონდა დასერილი. მერე აღმოჩნდა, რომ ტვინის მძიმე შერყევა და ხერხემლის ტრავმაც მიეღო. ჩემი ძმა კი გაცილებით უარესად იყო _ საჭემ გულმკერდი გაუგლიჯა. მოკლედ მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ხმის ამოღება არ შემეძლო, ისე ცუად ვივიყავი, ადგილიდან ვერც ვიძვროდი… არადა ეს ის დროა, მანქანას რომ ვერ ნახავდი სოფელში, ისეთი გაჭირვება იყო, ვყრივართ განწირულები დალეწილ მანქანაში. უცებ ფერდობიდან მაღალი, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი ჩამოხტა, მოვიდა და მძღოლის მხარეს კარი გამოაღო… ერთი კი ამოვიღმუვლე, შველა მინდოდა მეთხოვა, მაგრამ მხოლოდ კვნესა აღმომხდა. ის ბიჭი მანქანაში შემოძვრა, ჩემი ძმა ჩემკენ გადმოაწვინა, დაქოქა და წავედით… მაშინ არც გამკვირვებია, როგორ მიდიოდა ჩვენი დანგრეული მანქანა… ამაზე არ ვფიქრობდი… ზოგჯერ მოიხედავდა ჩვენკენ… მომეჩვენა, რომ თვალში ცრემლი უბრწყინავდა… 25_30 წლის იქნებოდა. ღონიერი მკლავები ჰქონდა… პირდაპირ საავადმყოფოს შენობასთან მიაყენა მანქანა და გადავიდა…. იქით წავიდა ექიმის დასაძახებლად, დავინახე, როგორ მოდიოდა და მოჰყვებოდა რამდენიმე თეთრხალათიანი სირბილით.
მერე მართლაც დაუჯერებელი რამ დაიწყო… სამივენი შეგვასვენეს დერეფანში. ის ბიჭი არ მოგვცილებია. საოპერაციოშიც კი თავზე მადგა, პალატაში გამიყვანეს _ გამომყვა….
საბედნიეროდ, სამივენი გადავრჩით.
ცოტა რომ მოვღონიერდი, მამას ვუთხარი, _ ვიღაც ბიჭმა გადაგვარჩინა. ერთი ექიმებს ჰკითხე ვინ იყო_მეთქი. მამას საავადმყოფოში უთხრეს: _ რას ამბობთ, არავითარი ბიჭი არ ყოფილაო და ყველაფერი ჩემს თავის ტრავმას მიაწერეს. ვუთხარი, აბა მანქანა ვინ მოიყვანა, გურამიც და ჩემი ძმაც უგონოდ იყვნენ, მე დამტვრეული ვიყავი_მეთქი…. მხრები აიჩეჩეს… ჩვენ რომ მოვედით, მხოლოდ თქვენ სამი იყავითო…
გურამმა მითხრა, _ ასეთი და ასეთი ბიჭი მეც ვნახე, პალატაში რომ გამომიყვანეს, თავთან მედგა და დამყურებდა, მე პრაქტიკანტი მეგონაო…
ჩამოგვიყვანეს თბილისში. ფიქრი არ მასვენებდა, რამ გადაგვარჩინა. ორი თვის თავზე მამას შევუჩნდი, ოღონდ იმავე გზით წაგვიყვანე, ის ბიჭი მომაძებნინე, ახლომახლო სოფლებში აუცილებლად ვიპოვი_მეთქი. დამთანხმდა. მე და გურამი გავყევით. ჩემს ძმას ჯერ კიდევ წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ვნახეთ ავარიის ადგილი… ბევრი ვეძებეთ… ახლომახლო სოფელი არ ყოფილა, ოციოდე მეტრში კი გზის პირას მარმარილოს ქვა ვნახეთ. ზედ სწორედ ის ბიჭი იყო გამოსახული… მხოლოდ სახელი ეწერა _ ზურიკო. წინ ღვინიანი ბოთლი ედგა. როგორც ჩანს, ამ ადგილას მოუხდა ავარია და გარდაიცვალა…. მეგობრებმა კი მისი ხსოვნისათვის ეს ქვა დადგეს… ენაჩავარდნილი ვუყურებდით…. გურამს ფერი დაეკარგა _ სწორედ ეს ბიჭი მადგა თავზეო.
მამაჩემი კი ატირდა. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე მამაჩემის ცრემლი. მარმარილოს ქვას გულში იხუტებდა _ შვილო,შვილოო, _ ამბობდა…
წელს ამ ამბის მოყოლა გადავწყვიტე…
სულ ცოტა ხნის წინ ბიჭი შემეძინა _ ზურიკო დავარქვი. თუმცა ამითაც ვერ გამოვხატავ გადამრჩენისადმი მადლიერებას.

4. წინასწარმეტყველი ფოტოსურათი…

… დიდი ქორწილის გადახდა არ ისურვეს ახალგაზრდებმა, ჯვრისწერის შემ­დეგ მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს დაუძახეს და მშობლებს სთხოვეს _ თუ ჩვენი პატივისცემა გსურთ, ქორწილისთვის გადადებული თანხა გვაჩუქეთ, სა­დ­მე სამოგზაუროდ წავალთ და ერთად ყოფნით გავიხარებთო.
არ უთქვამთ უარი უფროსებს. საზღვარგარეთ წასვლის საშუალება ნამ­დვი­ლად არ იყო და გადაწყვიტეს ბა­თუ­მში წასულიყვნენ.
… არც მკითხველისთვის იქნება სასიამოვნო მოსასმენი იმ ტრაგედიის დეტა­ლე­ბი, რომელიც ბედნიერი ახალგაზრდების თავს დატრიალდა და არც მათ ახ­ლო­ბლებს მინდა განვუახლო ჭრილობები, გეტყვით მოკლედ, რომ ახალგა­ზრ­დებს ბათუმამდე არ ჩაუღწევიათ, ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ და საქორწილო სუ­ფ­­რა ქელეხისამ შეცვალა.
ეს ამბავი სხვა ვერაფრით მიიპყრობდა ამ საზოგადოები ყურადღებას და ვე­რც გა­ზე­­თის ფურცელზე მოხვდებოდა, რომ არა უცნაური და ამოუხსნელი მოვ­ლე­ნა…
… ახალგაზრდებს თან ფოტოაპარატი ჰქონდათ, რომელზეც თავიანთი ბედ­ნიერი მოგზავრობის კადრების აღბეჭდვას აპირებდენ, მაგრამ ვერ მოასწრეს და მხო­ლოდ 5 კადრი დარჩა გადაღებული, რომლებიც ახლობლებთან ერთად დაა­ფიქ­სირეს გამგზა­ვრე­ბამ­დე.
როცა საშინელი ავარიის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილი აპარატი გა­რ­­და­ცვლილთა ახლობლებს დაუბრუნეს, ფირი ბიძაშვილმა წაიღო და გაა­მჟ­ღა­ვნა. ხუ­თი­დან სამი კადრი თითქოს გაფუჭებული იყო, თეთრი ლაქები ფარავდა გა­მო­ს­ა­­ხულებებს და სხვა დროს დაუფიქრებლად გადაყრიდნენ, მაგრამ ამ შემთ­ხვ­ე­­ვ­აში ყველაფერს სხვა მნიშვნელობა ეძლეოდა გარდაცვლილთა ახ­ლო­ბ­ლ­ე­­ბისა­თვი­ს ?
შინ მიტანილი სურათები ხელიდან ხელში გადადიოდა და … პირველად პა-ტარ­ძლის ძმამ, ბადრიმ შეამჩნია, რომ `ლაქები~ უფორმო კი არ იყო, ან უაზრ­ოდ გაფა­ნტუ­­ლი, არამედ აშკარად რაღაც არსებებს ქმნიდნენ.
_ თავიდან ვერც გავბედე გამხელა, _ ჰყვება ბადრი, _ შემეშინდა, რომ სხვ­ე­ბი ვერ დაინახავდნენ და ზედმეტად გავანერვიულებდი ახლობლებს. მერე ვერ მო­ვითმინე, მე­გობარს ვაჩვენე უსურათები, ვთხოვე თუ ძმა ხარ, ყურადღებით დაა­კვი­რდი ამ ლა­ქე­ბს და სცადე მათში რაიმე საეჭვო დაინახო_მეთქი. დააკვირდა და..­. გაოგნებულს მუ­ხ­­ლები მოეკვეთა.
პირველ კადრზე ახალდაქორწინებულები სხვებთან ერთად დგანან, ოცამდე ახ­­ლო­­ბე­ლი მაინცაა მათ გვერდით, მაგრამ სწორედ მათ ზურგს უკან ლაქა თავი­სე­­ბურ ფო­ნს უქმ­ნით, თითქოს წრეში არიან მოქცეულები, რომელიც მათ ფეხე­ბ­თ­ან ბან­ტ­ის მაგვარად იკვ­რება და სწორედ იმ ნასკვში ჩანს დაწოლილი პატარა ბა­­ტ­კანი!…
მეორე კადრზე მარტონი არიან აღბეჭდილნი იმ მანქანის ფონზე, რომლითაც ბა­თუ­მში გაემგზავრნენ და მანქანის ზემოთაა თეთრი ლაქა, რომელსაც დამსხ­ვრე­ული, ცეცხლმოდებული მანქანის ფორმა აქვს, მეორე ლაქა ფეხებქვეშ აქვთ ახა­ლგა­ზრდებს, თი­თქოს ღრუბელზე დგანან და უნდა აფრინდნენ…
ყველაზე საინტერესო კი მესამე კადრია, გზაში გადაუღიათ, რომელიღაც წყარო­ს­თ­ან. ჩანს, ვიღაც შემთხვევით გამვლელს სთხოვეს გადაღება. ქმარს ხელში ჰყავს ცო­ლი აყვანილი, ორივე კი… თეთრებში გამოწყობილ ადამიანის ფიგურას, რომლის სქე­სის გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ ზურგს უკან აშკარად უჩანს ფრ­თ­ის მონახაზი, ზუ­სტად ისეთი, როგორიც ფრესკებზე აქვთ ანგელოზებს!…
…თითქმის ყველა ახლობელს გავაგებინე ჩემი `აღმოჩენის~ შესახებ, მინი­შნე-ბ­­ის შემდეგ ყველანი ადვილად ხედავდნენ იმას ლაქებში, რაზეც ახლა გითხარით და ბევ­რმა მოინდომა ამ უნიკალური ფოტოების მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ რო­­გორც კი სურათები ხელმეორედ დავბეჭდეთ, როგორ არ ვეცადეთ, როგორ არ გა­ვა­მუქეთ და გა­ვა­ღიავეთ კადრები, მაგრამ არავითარი ლაქა მათზე აღარ აღი­ბე-ჭდა და მივხვდით: სასწაული არ მეორდება, ვიღაც უჩინარს კი, არ სურდა, რომ ფო­ტოსურათები გამრავლებულიყო და ათასი მითქმა_მოთქმის საბაბი გამხდარიყო.
მინიშნების მიხედვით, მივხვდით, რომ ბედისწერის შეცვლა შეუძლებელია… ის­ე­თმა საყოფაცხოვრებო და ჩვეულებრივმა ნივთმა, როგორიც ფოტოაპარატია, შე­­ძ­ლო იმ ენე­რგეტიკული დისბალანსის დაფიქსირება, რაც ამ ორი ახალგაზრდის ცხო­ვრების დასა­სრულთან მიახლოებამ წარმოქმნა და ფოტოგრაფირების მომე­ნტ­ში ისინი ფაქტობრივად სიკვდილ_სიცოცხლის ზღვარზე იდგნენ, სადაც ერთ­მა­ნე­თ­ში მჭიდროდ გადაიხლართა ხილულ და უხილავ სამყაროთა რეალობა….
ის სურათები ახლა ერთ ცნობილ კაცთანაა მოსკოვში, რომელიც ანომალიურ მოვლენებს იკვლევს და კიდევ ბევრი რამ გვითხრა საინტერესო….
როცა ხელმეორედ დაბეჭდილ კადრებზე `ლაქები~ არ აღიბეჭდა, მერე ქსე­როა­სლების გადაღება ვცადეთ და ლამის სულ დავღუპეთ ფოტოები _ დასხივების შედე­გად თითქოს გაღიავდა და წაიშალა და კიდევ რომ `გაგვეგრძელებინა~ ექს­პე­­რი­მენტები, შეი­ძლებოდა სულაც გამქრალიყო გამოსახულებები.
მოსკოვში ფოტოსურათები ამერიკის ანომალიური კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმაც ნახეს და საკმაოდ დიდი თანხა შემოგვთავაზეს, თუკი მათ ფო­ტო­ებს მივყიდით და ოფიციალურად გადავცემთ მფლობელობაში და ალბათ ასეც მო­­­ვიქცევით, იმიტომ კი არა, რომ ფულს დავხარბდით, უბრალოდ საქარ­თველოში არა­ვითარი გამო­ცდილება არ არსებობს მსგავს მოვლენებზე მუშა­ობისა და ვერც მნი­­შვნელოვანი დას­კვნების გაკეთებას შეძლებენ. როგორც მოსკოვში გვითხერს, უნი­კალური მოვლენა დააფიქსირა ფოტოაპარატმა, რაც მსოფლიოშიც კი სულ თი­თზე ჩამოსათვლელი შემთ­ხვევაა თურმე და როცა კაცობრიობა ასე ცდილობს ხილული სამყაროს მიღმა გახედვას, რატომ არ შეიძლება მოპოვებული მასალა იმ­ათ მივცეთ, ვისაც შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება. საქართ­ვე­ლო­ში, როგორც გითხარით, არავინ აწარ­მოებს სერიოზულ გამოკვლევებს. ეკლე­სია­მ­აც თავი შეიკავა რაიმე კომენ­ტარისაგან… სხვათა შორის, როცა ამერიკელებს გა­და­­ვცემთ ფოტოებს, ხელშეკ­რუ­ლებაში აუცილებლად მივითხოვთ, რომ გაგვა­ცნონ ყვე­ლა აღმოჩენა და დასკვნა…
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ხილული სამყაროთი არც იწ­ყება და არც მთავრდება ადამიანური არსებობა, რომ ჩვენ ირგვლივ უამრავი რამ ხდება, რასაც ვერ ვხე­დ­ა­ვთ, არ გვესმის და ამიტომ არც პასუხისმგებლობის გრძნობა გვა­ქ­ვს გამ­­ძაფ­რე­ბუ­ლი, ადამიანის მოვლენა ამ ქვეყნად კი, სწორედ ეს უზა­რ­­მაზარი პასუ­ხი­ს­მ­გებლობა ყოფილა.
ასე, რომ, სიცოცხლე დედამიწაზე მხოლოდ გარდამავალი ეტაპია მარა­დი­ულ არ­სე­ბობაში გადასასვლელად და სწორედ ამიტომ გვმართებს უდიდესი პასუ­ხის­მგებ­ლობა თითოეული ნაბიჯის გამო…. სადღაც `იქ~ _ ჩვენ გველოდებიან და წინ ანგელო­ზებსაც გვაგებებენ, რაც აღიბეჭდა კიდევაც წინასწარმეტყველ ფოტო­ებზე!…

მსგავსი ამბები

Back to top button