არქივი

2011წლის ჰოროსკოპი

f82133234147

აღმოსავლურ ჰოროსკოპში 2011 – არის თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი. ეს წელიწადი მიეკუთვნება წელთა ციკლს, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც – “ბოცვერი, რომელიც იყურება სოროდან” და ხასიათდება არაერთმნიშვნელობითა და მოჩვენებითი სიმშვიდით. მასთან შეხებაში შესვლის დროს, ზედაპირულად რომ შევხედოთ ყველაფერს, უჩვეულოს ვერაფერს ვერ შევნიშნავთ. სინამდვილეში კი უდარდელობის, დაუდევრობისა და ოპტიმისტური განწყობის ნიღაბის ქვეშ იმალება კურდღლის ბუნება. ამის სრული უგულველყოფა შეუძლებელია ვინაიდან ამ დამალული ბუნების გამო 2011 იქნება დიდი ვარდნებისა და აღმავლობების, მაქსიმალურიდან – მინიმალურ მაჩვენებლებამდე ნახტომების წელი და ამ ნახტომების დროს ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს პანიკური განცდებიდან რამოდენიმე ნაბიჯში.

ბოცვერის წელს დაბადებული ცნობილი ადამიანები: კონფუცი, იოსებ სტალინი, ლევ ტროცკი, ეპიკური, ლიუს კერროლი, ფიდელ კასტრო, ალბერტ აინშტაინი, მარია კიური, პიტერ ფონდა, სტინგი, უიტნი ჰიუსტონი, ევა პერონი, ჯინა ლოლლობრიჯიდა, უიტნი ჰიუსტონი, მადდი უოტერსი, არტურო ტოსკანინი.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ 2011 (თეთრი ბოცვერის, კატის, კურდღლის) წლის მოვლენები განვითარდება ხელსაყრელი ვარიანტით, მთელი ჰოროსკოპის სიტუაცია შესაძლოა განვითარდეს სხვა, უფრო ოპტიმისტური სცენარით, ვინაიდან უსაფრთხო, სასიკეთო პირობებში ბოცვერი კვლავ იძენს თავდაჯერებულობასა და გაბედულობას. ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში მოგებული დარჩება ყველა. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ვითარება ხელოვნურის მსგავსი იქნება და, თუ 2011 წლის განმავლობაში ვერ შევძლებთ შექმნილი წინააღმდეგობების მოგვარებას, შემდგომი 2012 (დრაკონის) წელი შესაძლოა ერთდროულად მოგვთხოვს ორივე წლის “დავალიანებების” გადახდას. ზოგ შემთხვევაში ამ გადასახადის ფასი შეიძლება ზედმეტად “ძვირიც” გამოდგეს.

თეთრი ბოცვერის წელს ახასიათებს, ერთის მხრივ რთული და დამფრთხობი, ხოლო მეორეს მხრივ მარტივი და სადა, ანუ გაორებული სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ვერაგულად ითამაშოს ადამიანის სისუსტეებსა და მოლოდინებზე და იქცეს მთელი წლის განსაზღვრელ ფაქტორად. ამიტომ 2011 წლის სიმბოლოსათვის – ბოცვერისათვის დამახასიათებელი სიფრთხილით, ჯეროვნად უნდა ვაფასებდეთ ყველა შექმნილ სიტუაციას და ვიტოვებდეთ უსაფრთხო გამოსავლის მოძებნის შესაძლებლობას.

თუ ვისურვებთ 2011 წლის ჰოროსკოპის საკვანძო მომენტებში გარკვევას უპრიანი იქნება განვიხილოთ ის ტენდენციები, რომლებსაც ქადაგებს პლანეტარული ასპექტი. ბოცვერის წელი შედარებით მშვიდად დაიწყება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანოს იმ გარდაქმნებამდე, რომლებიც გველიან უმოკლეს ხანში. უკვე ზაფხულის დასაწყისში, ჰოროსკოპში პლანეტების კარდინალურად ახალი განლაგების გამო, ბოცვერი შემოგვთავაზებს პირველ სიურპრიზს. წლის ამ პერიოდში სხვა მრავალსახოვან პლანეტარულ ასპექტებთან ერთად, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ იუპიტერისა და ურანის, აგრეთვე პლუტონისა და სატურნის ურთიერთმოქმედება, ნავარაუდევია მთვარის პირველი დაბნელება.

სიტუაციის დაძაბვა შემდგომ უკვე აგვისტოს თვეში გაგრძელდება, როდესაც მარსი და სატურნი სასწორის თანავარსკვლავედში შექმნიან ენერგეტიკულად გაჯერებულ ასპექტს იმ დროს როდესაც ურანი და სატურნი შექმნიან გადაბმას მთვარის ორბიტის აღმავალი კვანძის მიმართ პლუტონის რთულ ასპექტთან. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის გარემოც, რომ ბოცვერის წლის განმავლობაში, იმ დროს როდესაც სატურნი ურანის მიმართ ქმნის რამდენიმე პრეტენციოზულ ოპოზიციას, ისეთი პლანეტები, როგორიცაა იუპიტერი და ურანი ვითომდა თამაშ-თამაშით იტრიალებენ თევზისა და ვერძის თანავარსკვლავედების გარშემო. მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ 2011 წლის განმავლობაში იუპიტერი როგორც გამადიდებელი მინა გააძლიერებს ურანისა და სატურნის გავლენას და წლის ბოლოს აღმოჩნდება ჰოროსკოპის ყველაზე ზებუნებრივ ადგილას (თევზის თანავარსკვლავედის უკანასკნელ გრადუსში და ვერძის თანავარსკვლავედის პირველ გრადუსებში).

ყველა ამ გარემოს დეკემბრის თვეში მივყავართ 2011 წლის კულმინაციურ მომენტამდე, როდესაც დაისმება საბოლოო წერტილი კაცობრიობის დარწმუნებისათვის, რომ მას უკუგზა არააქვს და მხოლოდ წინსვლისკენ გეზი გააჩნია. წლის ამ პერიოდში 2011 წლის ჰოროსკოპში ემთხვევა კოორდინატების ყველა ნიშნეული, რაც მიუთითებს გრანდიოზულ გარდაქმნებზე, რომლებიც მიუხედავად მათი სიცხადისა, საბოლოოდ მაინც მოულოდნელობით აღსავსე იქნებიან. მარსის (მშვილდოსნის ნიშნთან) და პლუტონის (მთვარის ორბიტასთან) მიმართებაში და ორივე პლანეტის თხის რქისა და კირჩხიბის თანავარსკვლავედების მიმართ განლაგების პირობებში ზამთრის ნაბუნიაობის დღეს მოხდება მთვარის დაბნელება, რაც თავისთავად იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. და მაინც პარალელი ცვლის პერიოდთან საკმაოდ მკაფიოდ იკითხება, 2011 წლის 21 – 22 დეკემბერი გარდამტეხი მომენტი გახდება არა მხოლოდ მთელი წლისთვის (დღის ხანგრძლივობის ზრდის დასაწყისი), არამედ გარდატეხის ზღვრულ მომენტად იქცევა მთელი კაცობრიობისათვის, რომელიც ამ დროსთვის იწყებს საკუთარი განვითარების ახალ ფაზაში შესვლას.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თეთრი ბოცვერის წლის თანხმლე მოვლენებში ყველაზე დიდ სარგებელს მოიპოვებს უმტკიცესი ხასიათის მქონე, თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც პიკურ სიტუაციაში შესწევს საღი აზროვნებისა და ნეგატივური განწყობების დაძლევის უნარი.

წყარო: education.ge

მსგავსი ამბები

Back to top button