გასართობისაკითხავი

შემოსავალი ერთ წუთში…

3fddd4abf1bc

ექსპერტებმა დაითვალეს, რა ღირს ყველაზე მდიდარი ადამიანების მუშაობის ერთი წუთი. ბევრ მათგანს ეყოფა მხოლოდ რამდენიმე საათი მუშაობა, რომ გამოიმუშაონ ძვირფასი მანქანის ან იახტის ფული.

როგორც აღმოჩნდა, რეკორდი ყველაზე მაღალი შემოსავლისა, დაამყარა კომპანია ,,Microsoft” -ის დამაარსებელმა, ბილ გეიტსმა იგი წუთში გამოიმუშავებს 6 659 დოლარს (რაც წერლიწადში 3,5 მილიარდია).

მეორე ადგილზე გავიდა ინვესტორი უორენა ბაფეტი. მისი შემოსავალი წუთში 5 594 დოლარს შეადგენს (წელიწადში 2,9 მილიარდი დოლარი).

მესამე ადგილზეა ტელეკომუნიკაციების მაგნატი ლათინურ ამერიკაში კარლოს სლიმ ჰელი, რომელიც წუთში გამოიმუშავებს სულ რათაც 3 995 დოლარს (2,1 მილიარდი წელიწადში).

,,Mittal Steel”-ის მფლობელი ლაქშმი მიტალი გამოიმუშავებს 3 130 დოლარს (1,65 მილიარდი წელიწადში). მას მხოლოდ ოთხი დღე დასჭირდება მუშაობა, რომ იყიდოს 18,2 მილიონიანი კუნძული ბაჰამებზე.

35f85a3e9571

ამ გიგანტებისაგან განსვავებით, სტივენ სპილბერგის შემოსავალი მართლაც რომ მოკრძალებულია – წელიწადში იგი სულ რაღაც 332 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც მხოლოდ 632 დოლარია წუთში.

სულ ცოტათი ჩამორჩება სპილბერგს ჯორჯ ლუკასი, ,,ვარსკვლავური ომების” რეჟისორი. მისი შემოსავალი წუთში 447 დოლარია.

მსახიობი ჰოლი ბერი ამათგან ყველაზე ,,ღარიბია”. ის მხოლოდ 30 დოლარს გამოიმუშავებს წუთში.

ახლა შევადაროთ ეს მონაცემები საშუალო ამერიკელის შემოსავლებს. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ერთი ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შემოსავალი 8 ცენტია წუთში.

ახლა ჩვენ გამოვიანგარიშოთ, რამდენი გვაქვს შემოსავალი წუთში? საათში? თვეში მაინც? :dabneuli:

მსგავსი ამბები

Back to top button