უცნაური

საინტერესო ამბები (2)

baf84d28b15e

საინტერესო ამბები ცხოვრებისეულ შემთხვევებზე : ) გააგრძელე

1. გაბზარული სარკე

უცხო ოჯახში სტუმრად მისულმა ერთ-ერთ ოთახში გაბზარული სარკე აღმოვაჩინე. გავიკვირვე: ამას ოჯახში როგორ აჩერებთ, ეს ხომ ცუდის ნიშნად ითვლება-მეთქი. ამ სარკეს სხვა დანიშნულება აქვს, იგი დიდი ბებიის სახსოვარიოა, – მითხრა მასპინძელმა… ეს ბროლის სარკე თამარ ბებიას მზითვად მოჰყოლია და ძალიან უყვარდა თურმე, მაგრამ მისი მაგიური თვისების შესახებ მანაც კი მოგვიანებით გაიგო – უკვე მოზრდილი შვილები ჰყოლიათ, ბაბუა ქალაქში რომ წასულა სამუშაოდ. ერთ ღამეს ბებიას უჩვეულო სევდა მორევია, შეშფოთებული ამდგარა, ოთახები დაუვლია – ხომ ყველაფერი წესრიგშიაო და როცა იმ ოთახში შესულა, სადაც სარკე იდგა კომოდზე, შეუნიშნავს – ცისფერი შუქი იღვრებოდა თურმე მისი ზედაპირიდან. ახლოს რომ მისულა, შიგ საკუთარი გამოსახულება კი არა, ქმრის სახე დაულანდავს, რომელმაც სევდიანად გაუღიმა, შეტრიალდა და გაქრა. სარკე გატკაცუნებულა და გაბზარულა. მეორე დილით ბებიასთვის ქმრის გარდაცვალების ამბავი მოუტანიათ – ბაბუა მეორე სართულიდან გადმოვარდნილიყო (მშენებლობაზე მუშაობდა).
შეშინებული ნათესავები ურჩევდნენ ბებიას, სარკეც ქმართან ერთად დაემარხა, მაგრამ დაიჟინა: – ეს უბრალო სარკე არ არის და “თავის სათქმელს” სხვა დროსაც იტყვისო. — კი მაგრამ , არ გეშინიათ? – ყველა ახალი ბზარი თავზარს გვცემს, მაგრამ ბედისწერას ვერავინ გაექცევა. სიკვდილის წინ ბებიამ გვითხრა : – სარკეს არ აწყენინოთ, მას ნუ დააბრალებთ თქვენს უბედურებას ნურც გადააგდებთ, ეს სარკე ამ ოჯახს ბევრ უბედურებას აარიდებსო.
ბიძა გვყავს ფიზიკოსი. სცადა სარკის ენერგეტიკის შესწავლა, რაღაც აპარატურა დაუყენა, მაგამ ვერაფერი გაუგო. ერთხელ, მამიდა გახდა ავად, მომაკვდავი იყო ფაქტობრივად და მაშინაც ბიძაჩემმა დაუდგა სარკეს აპარატურა და გაოგნებულმა თქვა: -სარკემ ფერი იცვალაო.
იმავე საღამოს გაუჩნდა სარკეს ახალი ბზარი. მამიდაც გარდაიცვალა ამ ამბავს თითქოს ახსნა არ აქვს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება…

2. იდუმალი სტუმრები

–მამიდაჩემი თელავში ცხოვრობდა. მარტოხელა ქალი ერთადერთ ავადმყოფ შვილს — ზურაბს ზრდიდა. როცა მამიდა გარდაიცვალა, უმწეო ზურაბი თბილისში გადმოვიყვანეთ. შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა დასმული, მაგრამ არავის არაფერს უშავებდა. ეგ იყო, უცნაური ლაპარაკი იცოდა და მისი გაგება არავის შეეგვეძლო.
ერთხელ, შუაღამისას, რაღაც ძალამ გამაღვიძა. ვხედავ, ზურაბი დამდგომია თავს. დავუყვავე: რა იყო, ბიჭო, რა მოგივიდა-მეთქი… მკაფიოდ მითხრა, — ამაღამ მოვლენ და რაღაცას მეტყვიანო. ვინ მოვა-მეთქი. ისი­ნი­ო…
— გინდა, ჩემთან დარჩე? გეშინია?
— არა, არ მეშინია, შენ არ შეგეშინდესო, — მითხრა და გავიდა. კარგა ხანს ვიწრიალე. ოთხი საათი იქნე­ბოდა, რომ თვალები მივლულე, რომ რაღაც ძალამ წამომაგდო. ხელის ცეცებით მოვძებნე ჩამრთველი და სინათლე ავანთე. ოთახში არავინ იყო. ზურაბის ოთახს მივადექი. კარი დაკეტილი დამხვდა. არადა, როცა იმ ოთახში დავაბინავეთ, მამამ სპეციალურად მოუშალა საკეტი კარს_ რა იცი, არ ჩაიკეტოს, და რამე არ მოი­წი­ოსო. კარი რომ დაკეტილი დამხვდა, ყვირილი დავიწყე. — ზურაბ, მე ვარ თაზო გამიღე-მეთქი. წამოცვივდნენ ჩემი მშობლები. მამამ ჩაქუჩი მოიტანა. ის იყო, კარისთვის უნდა დაერტყა, რომ კარი ჭრიალით შეიღო. ზურ­ა­ბ­ი კუთხეში იდგა, მიწისძვრა იქნებაო, — ბუტბუტებდა.
მეორე დღეს არაფერი უჭამია. წყნარად იჯდა და თავისი ფანჯრიდან ქუჩას გაჰყურებდა. სამსახურიდან დაბრუნებულს ისევ ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. დედამ სუფრა გაშალა. ის იყო, დავსხედით ,რომ ზურაბი წამოხტა და აყვირდა, -მეშინია მიწისძვრის, გარეთ გამიყვანეთო. ხელი ვტაცე და გარეთ გავიყვანე, იქნებ დამშვიდდეს-მეთქი. სადარბაზოდან გამოვედით თუ არა, მიწაც იძრა. გახსოვთ ალბათ, თბილისში დიდი მიწისძვრა რომ მოხდა…
მთელი ორი თვე ვეხვეწებოდი ზურაბს, ეთქვა, საიდან გაიგო, მიწისძვრა რომ იქნებოდა. ხან საერთოდ არ შემოდიოდა კონტაქტში, ხანაც მეტყოდა, მწვანე კაცები მოვიდნენ და იმათ მითხრესო

3. პატარა ანას სარკე…

ჩემს მეგობარ სერგოს ყრუ-მუნჯი გოგონა შეეძინა. ანა დაარქვა დედის პატი­ვ­საცემად. ბავშვი ძალიან გონიერი და თვინიერი გახლდათ, ღრუბელივით ის­რუ­ტავდა ნე­­ბისმიერ ინფორმაციას. თამაშისას უცებ გაირინდებოდა ხოლმე, თვალები უფართო­ვ­დე­ბოდა და ისეთი ყუ­რადღ­ებით აკვირდებოდა გარშემო ყველაფერს, თითქოს პირვე­ლ­ად ხედავსო. ზუსტად ასე უმზერდა ზოგჯერ დედ-მამას, მე, სხვა ადამიანებს, ცას, მზ­ეს, ჩიტებს…
პირველი საკვირველი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ანამ ფეხი აიდგა. სერგო შინ არ იყო, მისი ცოლი, მარინა რეცხავდა. გოგონამ ფანჯარასთან სკამი მიაჩოჩა, ზ­ე­დ აცოცდა, რა­ფას გადაეყუდა და… მეშვიდე სართულიდან გადავარდა. როდესაც საა­ბა­­­ზანოდან გამოსულმა მა­რინამ ფანჯარასთან მიდგმული სკამი დაინახა, ხოლო ბავშვს თვალი ვეღარსად მოჰკრა სასო­წა­რკვეთილი ხმით იკივლა. სწორედ იმ წუთას შევ­დგ­ით სახლში ფეხი მე და სერგომ, რომელიც მა­შინვე მიხვდა, რა უბედურებაც დატრია­ლ­ე­­ბულიყო და კისრისტეხით დაეშვა კიბეზე. მეც უკან მივყევი, გზადაგზა მეზობ­ლე­ბს ვუკაკუნებდი და ვყვიროდით… 9-სართულიანი კორპუსის ბი­ნა­დრები ეზოში შეიყარ­ნენ, არცერთმა არ ვიცოდით, რა უნდა გვეღონა, რადგან გოგონა არსად ჩანდა! უცებ ერთ-­ერთმა მეზობელმა დაიყვირა: _მეოთხე სართულზე საბნის შალითაშიაო.
შეშლილებივით ავცვივდით მეოთხე სართულზე. სარეცხის თოკები ფრთხილად მოვწ­იეთ. ეტყობა, როცა გოგონა ძირს ვარდებოდა, ქარმა საბნის შალითა გაბერა და ბა­ვ­შვიც მშვი­დობიანად და უხმაუროდ ჩასრიალდა შიგ, შემდეგ კი იმპროვიზებულ აკვ­ა­­ნში წყნარად ჩაეძინა.
გავიდა დრო. სერგო თბილისის სხვა უბანში გადასახლდა. იმ ხანებში კვა­ლ­ი­­ფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე გამაგზავნეს იმ მუსიკალური სკოლიდან, რო­მე­ლ­შიც ვასწავლიდი. ასე, რომ ჩემი მეგობრის ოჯახი კარგა ხანს არ მინახავს. ერთ სა­ღა­მოს ვესტუმრე. შემო­სას­ვლელში ბრინჯაოსჩარჩოიანი ძველებური სარკე ეკიდა. სა­კო­მისიოში იაფად შევიძინეო, _მით­ხ­რა მეგობარმა. უცებ რაღაც ძალამ უკან მიმახედა და მომეჩვენა, რომ სარკის გლუვ ზედაპირზე ახალგაზრდა მომღიმარი ქალი აირეკლა და გაქრა. ავფორიაქდი,
მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მეგობარმა კი გახარებულმა მითხრა: ანა მუ­სიკას თხზავს, მარინა კი ნოტებით იწერს იმას, რასაც ბავშვი ცალი თითით უკ­რავს და თითქოს ღი­ღი­ნებს კიდეც. გამოდის ანას რაღაცნაირად ესმის ეს მუსიკა და კი­დევ ჩემი შვილი საათობით დგას ხოლმე სარკის წინ, თავის გამოსახულებას გა­რი­ნ­დე­ბული მისჩერებია, თითქოს გაფა­ცი­ცებით უსმენს ვიღაცას, ვინც იქიდან ელა­პარ­ა­კება და… სერგო ისე გაჩუმდა, მივხვდი, პირვე­ლ­ად ამოთქვა სათქმელი, _მარი­ნას ეშინია ბავშვი ექიმებთან დაჰყავსო.
ნოტების რვეულით ხელში პიანინოს მივუახლოვდი. დაკვრა დავიწყე, უც­ნა­ური მე­ლო­დია იყო, მოულოდნელად გონება გამინათდა. შემოსასვლელში გავვარდი და გადაშლილი ნოტები სარკის წინ დავიკავე, შემდეგ ანარეკლი წავიკითხე… კალამი მო­მი­ტანე,_ვუყვირე მეგო­ბარს. უკუღმა არეკლილი ნოტები წაღმა გადავწერე, კვლავ პი­ა­ნინოს მივუჯექი და ხელახლა დავუ­კარი. ეს მოცარტია სერგო, _ავუხსენი განცვიფ­რე­ბულ მეგობარს. – როგორ ბავშვი სარკეში უსმენს მოცარტსო? დანარჩენი ნოტებიც ასევე გადმოვწერე_გენიალურ კომპო­იტორთა ნაწარმოებები იყო… ამ დროს მარინა და ანაც დაბრუნდნენ. ბავშვმა მყისვე სარკეს მიაშურა როგორც დიდი ხნის უნახავ მე­გო­ბარს და საკუთარ გამოსახულებას გაუღიმა. მარინას ჩვენი აღმოჩენის შესახებ ვა­უ­წყეთ. მან პასუხად გოგონას ნახატები გვაჩვენა. როცა ანამ დაიძინა, ნახატები სარ­კე­ში დავათვალიერეთ. იქ ჩვენთვის უცხო და უცნაური სამყარო გამოჩნდა _ სხვანაირი მზეებით, თანავარსკვლავედებით, არამიწიერი არსებებით…
გავიდა წლები. ანა ახლა მშვენიერი პიანისტი და მხატვარია, ლექსებს სამ ენაზე წერს და, რაც მთავარია, ესმის და ლაპარაკობს! ენა შვიდი წლისამ ამოიდგა, მაშინ 7 დღე სარკის წინ მჯდომმა გაატარა თურმე. სასმელ-საჭმელს არ გაკარებია, გარემოსთან კონტაქტი შეუწყვეტია. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს სრუ­ლე­ბით სხვა, პარალელურ სამყაროში იმყოფებოდა. ანას სარკე ახლა შვეიცარიაშია, სპე­ცი­ა­ლისტები მისი უცნაური ფენომენის ახსნას ცდილობენ.

4. ვაშლის ხის თავგადასავალი
ეს ამბავი ჩემს ბავშვობაში მოხდა, რაჭის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში. ყველას ახსოვს, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ზურია. პატარებს ათასნაირ ზღაპარსა თუ არაკს გვიყვებოდა, ხისგან სათამაშოებს გვითლიდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ნაჭრის თოჯინებსაც გვიკერავდა.
ზურიას ძალიან უყვარდა მცენარეები. ხშირად წავსწრებივართ ხეებთან და ყვავილებთან მოსაუბრე ბიჭს. გაოცებულებს რომ დაგვინახავდა, მოგვეფერებოდა და ისე დამაჯერებლად გვეტ­­­ყოდა, _ ყველაფერი ესმითო! _ რომ ამ ნათქვამში ეჭვის შეტანა აზრადაც არ მოგვივიდოდა.
ერთხელ ზურიას ვაშლის ხის ნერგი აჩუქა ნათესავმა, შაფრანის ჯიშის არისო. ამ ჯიშის ვა­შლი თითქმის არავის ჰქონდა სოფელში, რატომღაც ვერავინ ახარა. ზურიამ კი იმდენი ეფერა და ელ­ოლიავა ნერგს, გაახარა. პირველ მოსავალს რომ ელოდნენ, მაშინ მოხდა უბედურება: ზურია ავ­ად გახდა და მალევე გარდაიცვალა.
_ დიდი დღე რომ არ ეწერა, დაბადებიდანვე ვიცოდითო… _ წუხდნენ ქალები. ვიღაცამ კი დარწმუნებით თქვა, _ ანგელოზი იყო და ანგელოზებთან წავიდაო!..
ზურიას დედის, თათულის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. მისი მწუხარება კიდევ უფრო გაორმაგდა, როცა შვილის დაკრძალვიდან ორიოდე დღეში, ვაშლის ხემ მოიწყინა და ერთბაშად გა­უ­ყვითლდა ფოთლები, უმწიფარი ნაყოფი ჩამოყარა და თვალსა და ხელს შუა ხმობა დაიწყო…
_ჩემი ზურია ხელახლა მიკვდებაო! _ ატირდა საცოდავი ქალი და ვის აღარ სთხოვა შველა, მაგრამ ამაოდ. ყველა იმედი რომ გადაეწურა, ხეს ცოცხალი ადამიანივით მოეხვია და ტირილით შე­ეხვეწა: _ არ მიმატოვო, ჩემი შვილის სახელზე თუ იცოცხლებ, სასწაულს დავიჯერებო.
სასწაული მოხდა! ხელმეორედ გამოიღო ფოთლები ვაშლის ხემ იმ ზაფხულს და თუმცა იმ წელს ნაყოფი არ მოუცია, აღარც გამხმარა. მომდევნო წლებში კი საოცარ ვაშლებს ისხამდა, მე მათ ,,ყინვავაშლებს” ვეძახდი, რადგან გაჭრისას გულში თითქოს ყინულის ნატეხები ჰქონდა ჩატა­ნებული, ისე მოჩანდა…
ზურიას სოფელი მთაში იყო. მოგვიანებით ისე დაიმეწყრა იქაურობა, მოსახლეობა ბარისკენ დაიძრა. ზურიას დედა კარგა ხანს ფეხს ითრევდა, მაგრამ სოფელში მარტო რომ დარჩა, ისიც რი­ო­ნის ხეობაში გადასახლდა. ორიოდე კვირაც არ იყო გასული, რომ ვიღაცამ შეატყობინა_შენი შაფრანი ხმებაო!.. ბევრი არ უფიქრია, შეეხვეწა კაცებს, ფრთხილადა ამოაღებინა ხე მიწიდან და ახ­ალ სამოსახლოზე საუკეთესო ადგილას გადარგო. დღედაღამ თავს დასტრიალებდა., ცოცხალივით უყვავებდა და ელაპარაკებოდა, კირით შეათეთრა და შეალამაზა და… გააცოცხლა. კიდევ კარგა ხა­ნს იშრიალა და გვანებივრა ,,ყინვავაშლებით”…
იმ წელს კი, თათული რომ მიიცვალა და ზურიას სახლის კარი სამუდამოდ გამოიკეტა, შაფ­რანს ფოთოლი და ყვავილი აღარ გამოუღია, კი სცადეს მეზობლებმა მისი ,,ნუგეში”, სუფრაც გა­შა­ლეს მის ძირში, ამ მთისაც თქვეს, იმ ბარისაც, მაგრამ ვაშლის ხის გული ვეღარაფერმა გაახარა და­…­ ,,მოკვდა”. ვაჟიკო ბიძიამ უთხრა დაღვრემილ კაცებს, _ შევეშვათ, ნუღარ ვაწვალებთ, ხომ ხე­დავთ, მომფერებელი აღარა ჰყავს, აღაც მის სიცოცხლეს აქვს აზრიო…
გახმა ვაშლის ხე და ათ წელზე მეტია ძეგლივით უდგას ზურიას ხსოვნას, აზრადაც არ მოსდის ვინმეს მისი მოჭრა და როგორც ამბობენ, სოფელში ცეცხლზე მეტად ათბობს ვაშლის ხის სიყვარულსა და ერთგულებაზე შემორჩენილი ლეგენდა ზურიასა და თათულის მეზობლების გულებს!..

5. კაცი, რომელსაც სხვისი აზრები აშინებს…

33 წლის ანტონ მ-ძემ სხვათა აზრების კითხვის უნარი ორი წლის წინ,თავის ქალის მძი­მე ტრამვასთან ერთად მიიღო `მიიღო~.
– მშენებლობაზე ბეტონის ფილის ნატეხი მომხვდა თავში. დავდამბლავდი, მეტყველების უნარიც წამერთვა. დებმა, რომლებიც თითქმის ათი წელია იტალიაში ცხოვრობენ და მუშა­ო­ბ­ენ, წამიყვანეს და რომში გამიკეთეს ოპერაცია.
ჩვილივით ხელახლა ავიდგი ენაც და ფეხიც, თუმცა მაინც ინვალიდად დავრჩი და ძვე­ლე­ბური ჯან-ღონე ვეღარ აღვიდგინე…
ოპერაციის შემდეგ უჩვეულო ხმები მესმოდა. ერთხელ, თვალდახუჭულმა `გავიგონე~ ჩე­მი დის ნათქვამი: – ჩემი ძმის ასე ტანჯვას, მომკვდარიყო სჯობდაო. ძლივს მოვაბრუნე ენა და ვკითხე : – ეს რა თქვი? – არაფერი მითქვამსო, გაიკვირვა.
როგორ არა-მეთქი და სიტყვასიტყვით გავუმეორე `განაგონი~… შეცბა, მაგრამ აღიარა – ეგ მხოლოდ გავიფიქრეო და ატირდა.
ექიმებსაც ვუთხარით, რაც მჭირდა. ათასგვარ აპარატურაზე მიმაერთეს, მაგრამ აპა­რა­ტურამ ვერაფერი დააფიქსირა და გამოსავალიც იმაში ნახეს რომ, დამამშვიდეს – როგორც კი მომჯობინდები, გაგივლისო. დროთა განმავლობაში მართლაც `გამიარა~ თითქოს, ყოველ შემთხვევაში, გამუდმებით აღარ მესმოდა ხმაური, ზუზუნი და სხვისი ნაფიქრალიც. მაგრამ საკ­მარისია ამინდი შეიცვალოს და მაგნიტური ქარიშხალი დატრიალდეს ატმოსფეროში, რომ ჩემს თავშიც ხდება რაღაც, სიტყვები მკაფიოდ მესმის და ისეთ აზრებს ვკითხულობ, სულ მე­­კარგება წარმოდგენა ადამიანებზე, რადგან ძალიან ბოღმიანები და აგრესიულები არიან, გულში ყველას და ყველაფერს ლანძღავენ. ერთს ფიქრობენ, სახეზე სხვა აწერიათ და ხმამა­ღლა სხვას ამბობენ —ადამიანთა 80%–ს კეთილშობილების ნიღაბი აქვს აფარებული.
შინაურებმა იციან ჩემი უნარის შესახებ და ყველანი ცდილობენ, უკეთური ფიქრები უკ­უ­­­აგდონ, მაგრამ ვინც არ იცის, არც ცდილობს და ლამისაა ყველა მეგობართან და მეზო­ბელთან გავწყვიტო ურთიერთობა. როგორია მეზობელთან ორი კოვზი შაქრის სასესხებლად რომ მიხვალ, ღიმილით გამოგიტანს და გაიფიქრებს: `უშაქრო ყავას ვერ ჩახეთქავდი?!~. ან ახლობელი რომ მოგინახულებს და მის ფიქრს დაიჭერ: ` ოცი ლარი მაინც დამიჯდა შენი ნახვა, ვალში გადავარდი!..~
მოკლედ, იმედი მაქვს, როცა საბოლოოდ მოვმჯობინდები, ამ უნარსაც დავკარგავ, თუ­მცა ძველი ანტონიც ვეღარასოდეს გავხდები. ეჭვიანობა და უნდობლობა სიცოცხლის ბო­ლომდე გამაწამებს,– მითხრა ამ უცნაურმა კაცმა და დამემშვიდობა. კარებში გასვლამდე კი მო­მ­იბ­რუნდა და ირონიულად გამიღიმა: `გიჟია ალბათ ვიღაცაა~, — რატომ გაიფიქრეთ, არც თქვენ გჯერათ ჩემი?
შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მართლა ასე გავიფიქრე…

დღეისთვის სულ ეს იყო,,, გაგრძელება იქნება : ))

მსგავსი ამბები

Back to top button