საკითხავისაქართველოუცნაური

საინტერესო ამბები

საინტერესო ამბები ცხოვრებისეულ შემთხვევებზე : ) გააგრძელე

1. ზღვაში გამაფრთხილა

დედამ მე და ჩემი ძმები იმ ზაფხულს ზღვაზე წაგვიყვანა. ერთ დღეს ჩვენ უმცროს, 9 წ­ლ­­­ის ძმას, ნოდარს სიცხემ აუწია. მე და ლადიკო უმისოდ წავედით საცუ­რა­ო­დ.
წყალზე გულაღმა გავწექი და ბედნიერებისაგან გარინდებული ვუსმენდი ტალ­ღების ხმას. მოულოდნელად ჩემს ახლოს ყმაწვილმა ქალმა ამოყვინთა. ფერმკრთალი იყო. შემცივნულივით გალურჯებული ტუჩებით მით­ხრა_ძმას მიხე­დეო. ნაპირს გავხედე_ლადიკო იჯდა და ჭყინტ სიმინდს ჭამდა. უნებლიედ შევკ­რ­თი და ნაპი­რზე გავედი. ლადიკოს გვერდით ჩამოვჯექი.
_დაინახე ახალგაზრდა ქალი, ჩემს ახლოს რომ ცურავდა?
_არა_ლადიკომ თავი გააქნი,_არავინ დამინახავს, არც წყლიდან გამოსულა ვინმე… ხომ ხედავ, შუა დღეა და ხალხი ნაკლებადაა… მართლაც ცოტანი იყვნენ. მათ შორის არც ერთი არ გავდა იმას…. შინ გავიქეცით. სულმოუთქმელად ავირბინეთ კიბე და ნოდიკოს საძინებელში შე­ვარდი. ბავშვი სულს ღაფავდა. ყვირილი ავტეხე. ჩვენი დიასახლისი შემოვა­რ­დ­ა. საბედნიეროდ, ექთანი ყოფილა. მიხვდა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ასთმუ­რი შეტევა აქვსო,_თქვა და პირველი დახმარება აღმოუჩინა კიდეც… მერე სას­წრა­­ფო გამოვიძახეთ.
ათ წუთში დედაც მოვიდა. კინაღამ გული გაუსკდა სასწრაფოს დანახვაზე _ ატირდა. ექიმმა დაამშვიდა _ ახლა არა უშავს, მაგრამ სასწრაფოდ დაბრუნდით თბილისში, ზღვის Hჰავა არ უხდება თქვენს შვილსო.
დედა დისახლისთან შევიდა ხელები უნდა დაგიკოცნო შვილი რომ გადამირჩინეთო. ის აქვითინდა: ჩემს ქალიშვილსაც უმძიმესი ფორმის ასთმა ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეო…
დიასახლისმა კომოდის უჯრიდან ამოიღო სურათი და გვაჩვენა. სურათზე ის ტუჩებგა­ლურჯებული გოგო იყო, ზღვაში რომ გამაფრთხილა, ძმას მიხედეო.
თითქოს გავქვავდი. იმ წუთში ხმა ვერ ამოვიღე. ახლა მწყდდება გული რომ ჩვენს დიასახლისს არ ვუთ­ხა­რი, როგორ დაგვეხმარა მისი ქალიშვილი და როგორ გადამარჩენინა ძმა…

2. გარდაცვლილის საიდუმლო

_ბიძაჩემი ალექსანდრე უცოლშვილოდ დაბერდა. სიცოცხლის ბოლომდე ჩვენთან ცხოვრობდა და რადგან მამა ადრე დავკარგე მას მივიჩნევდი მამად. მშრომელი კაცი იყო და მძიმე წლეებში იოლად გაგვატანინა თავი. ორი თვის წინ გარდაიცვალა. 21 დღე უგონოდ იყო. ზოგჯერ ბოდვისას გარდაცვლილ ახლობლებს ახსენებდა. ზოგს სიხარულით ზოგს წყენით და საყედურით…
ერთხელ მამამისის, ისიდორეს სახელი ახსენა და უსაყვედურა: მე და ჩემი ძმა ორი წელი გვაშრომე და კაპიკიც არ გვარგუნე. ნუთუ ყველაფერი იმ ქალს და მის შვილს მოახმარე. ღვიძლი შვილები კი მშივრები დაგვტოვეო.
ისიდორეს საყვარელი ყოლია. განაწყენებულ ბებიას არ უპატიებია და და ბაბუა იმ ქალთან წასულა, სადაც მალე თავგაჩეხილი უპოვიათ. ის ქალი კი იმ დღიდან არავის უნახავს.
ალექსანდრე ბიძიამ ბოდვისას ასეთი რამ თქვა: მამაჩემმა აბანოს იატაკში ჩააბეტონებინა სიმდიდრეო.
ბიძა პატივით დავკრძალეთ, მაგრამ მისმა სიტყვებმა მოსვენება დაგვიკარგა, ბაბუას სახლისა და აბანოსგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. ჯერ კიდევ 20 წლის წინ დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ ეგ კია, ძველი აბანოს საძირკველი იმდენად მტკიცე იყო, რომ ახალი მასზე დავაშენეთ.
ავყარეთ იატაკი და სამალავსაც მივაგენით. ათასობით ყავლგასული საბჭოური თუმნიანი ვნახეთ, თუმცა რამდენიმე ძვირფასი ოქროს ნივთიც იდო…

3. ისინი კანით ხედავენ

გასული საუკუნის 60-იან წლებში, ამერიკაში ყველას პირზე ეკერა მარგარეტ ფუსის სახელი. მედიცინის ექსპერტები კუდში დასდევდნენ გოგონას, ცდილობდნენ აეხსნათ აუხსნელი მოვლენა – მარგარეტს შეეძლო ახვეული თვალებით ხედვა, კითხვა, დაკვრა, სიარული, სირბილი და ა.შ.
14 წლამდე მარგარეტ ფუსი ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ერთ დღეს გოგონა მშობლებს გამოუტყდა, – თვალებახვეული მშვენივრად ვხედავო. არ დაუჯერეს და თავად აუხვიეს თვალები. მარგარეტი ადამიანებს, ავეჯს და სხვა მსხვილმან ნივთებს შესანიშნავად ხედავდა.
მამა ძალიან დაინტერესდა და თავისებური ვარჯიში დააწყებინა. უხვევდა თვალებს და არწმუნებდა, სახვევის მიღმიდან წვრილმან რამეებსაც დაინახავო. სამი კვირის შემდეგ მარგარიტი ხედავდა სათითურს, შაქრის ნატეხს, ნემსს. მერე და მერე გაზეთის კითხვაც სცადა, მაგრამ ცოტათი გაუჭირდა, მაშინ მამამ შთაუნერგა – სტრიქონებს ნისლი გადაჰკვრია და მხოლოდ სულის შებერვა უშველისო. შვილმა დაუჯერა. ორი დღის შემდეგ გოგონამ თავისუფლად შეძლო წაკითხვა. 1960 წლის იანვარში მისტერ ფუსმა სთხოვა ექიმებს კომისია მოეწვიათ გოგონას შესამოწმებლად. დიდი ყოყმანის შემდეგ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფმა მარგარეტი მიიწვია.
Aამ ღირსშესანიშნავ დღეს 25 ექიმი ინტერესითა და ეჭვით ადევნებდა თვალს შესახედავად სრულიად ნორმალურ 14 წლის გოგონას საქციელს. თაღლითობის გამოსარიცხავად თავად ექიმებმა აუხვიეს თვალები, ჯერ მარლის სახვევით, მერე მკვრივი ნაჭრით, ბოლოს კი სპეციალური იზოლენტაც მოიხმარეს. მარგარეტმა ყვე­ლაფერს გაუძლო–სხაპასხუპით კითხულობდა ნაწყვეტებს გაზეთებიდან, ჟურ­ნალიდან, თამაშობდა შაშს, არჩევდა ფერებს და ასახელებდა ნივთებს, რომ­ლე­ბ­საც ექიმები ,,აჩვენებდნენ”.
ოთხსაათიანი გამოცდის შემდეგ ექსპერტებმა აღიარეს, რომ ეს მისტიკას უფრო ჰგავდა, რადგან შეუძლებელი იყო ასეთ ვითარებაში რაიმეს დანახვა. თუმცა ერთ-ერთმა კომისიის წევრმა, ფსიქიატრმა, წაილუღლუღა, – იქნებ თავის ტვინის ჯერ უცნობ მონაკვეთთან გვაქვს საქმეო.
მარგარეტ ფუსის ფენომენი – კანით ხედვა – მაინც ვერ ამოიხსნა, ისევე როგორც სხვა მისი მსგავსი ფენომენები.
დაახლოებით იმავე პერიოდში შოტლანდიაში სენსაციური ამბავი მოხდა. ექიმ კარლ-კენიგის კლინიკაში ოთხი წლის ბრმა ბიჭი მიიყვანეს. ბავშვი ცუდად ლა­პარაკობდა, თანატოლებთან შედარებით ფიზიკურადაც სუსტი იყო და გონე­ბრი­ვადაც.
ექიმებმა საოცარი ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის გასარკვევად, შეძლებდა თუ არა ბიჭი მომავალში თუნდაც შუქ-ჩრდილების გარჩევას. მის საწოლს, რომელსაც ის პრაქტიკულად არ ტოვებდა, ოთხივე მხრიდან თეთრი ზეწრები ჩამოაფარეს, რათა ამ დახურულ სივრცეში სინათლე არ შეპარულიყო. მერე ზეწრებს პროჟე­ქტორების მკვეთრი შუქი დაუმიზნეს, თანაც ფერს უცვლიდნენ: ხან ლურჯი იყო, ხან წითელი, ყვითელი და ა.შ. ცვლიდნენ პროჟექტორის მუშაობის დროსაც. დროთა განმავლობაში ექიმებმა შეატყვეს, რომ ბავშვი ჯერ სინათლის ინტენსივობაზე რეაგირებდა, მერე ფერზე. რაც უფრო გრძელდებოდა ექსპერიმენტი, მით უფრო უმჯობესდებოდა ბიჭის ჯანმრთელობა: მომაგრდა, ენა გამართა, დაიწყო სიმღერა, ლექსებსაც კი ამბობდა. კანი გაუვარდისფერდა და გაუმკვრივდა, მაგრამ სენსაცია სულ სხვა იყო – ორ თვეში ბიჭუნა არჩევდა ყველა საგანს, რასაც პროჟექტორის შუქზე აჩვენებდნენ, ნახევარ წელიწადში კი ყველაფერს ,,ხედავდა” ორი მეტრის მანძილზე. გარდა ამისა, მშვენივრად ახერხებდა სივრცეში ორიენტირებას – დაუხმარებლააც გადიოდა პალატიდან ეზოში, ფეხბურთის თამა­შსაც ცდილობდა. ექიმები გაოცებული იყვნენ, დიდი კვლევა ძიების შემდეგ დაადგინეს – ბავშვი კანით ხედავდა.
სხვათა შორის, იგი დროთა განმავლობაში კანით ხედვამ სრულყოფილ ადამიანად აქცია და ,,თვალხილულმა” ბრმამ წიგნიც დაწერა თავის ცხოვრებაზე

4. საღათას ძილი

_ ჩემი ძმა ინსტიტუტში დაუსწრებლად სწავლობდა და თან მძღოლად მუშაობდა კოლმეურნეობის სატვირთო მანქანაზე. ხიფათს რა დალევს და ერთ დღეს ხევში გადავარდა და დაიღუპა 24 წლის ასაკში….
დედამ მკვდარი შვილი რო დაინახა შეიკივლა და გული წაუვიდა. გონზე რომ ვერ მოვიყვანეთ საავადმყოფოში გავაქანეთ, ექიმებმა სიკვდილი დააფიქსირეს ნათესავებმა თადარიგი დაიჭირეს, გადაწყვიტეს დედა_შვილი ერთ დღეს დაგვესაფლავებინა.
სასაფლაოზე ჩვეულებრივად გამოვემშვიდობეთ მოცვალებულს და გამოვედით. მესაფლავეებთან ერთად ბიძაჩემი და ბიძაშვილები დარჩნენ. კუბოს სახურავს რომ აჭედებდნენ, დედაჩემის კუბოდან სუსტი შეკივლების ხმა გაუგონიათ და ლამის გულები დახეთქიათ შიშით. სხვა გზა არ ქონდათ კუბო გაუხსნიათ _ნახევრად გონზე მოსული დედა­ჩემი შერჩენიათ ხელთ… ლურსმანი დაჭედებისას ფიცარს აცილებია და ფეხში ძვლამდე შერჭობია. ტკივილს მოუბრუნებია საამქვეყნიოდ…
წარმოიდგინეთ რა დაგვემართებოდა, როცა სასაფლაოზე დატოვებული მიცვალებული ნახევრად მობრუნებული მოგვიყვანეს უკან…
ექიმებმა გვითხრეს ძლიერი სტრესის შედეგად საღათას ძილით დასძინებია და რომ არ ლურსმანი, ცოცხლად დამარხავდითო…
_ნუთუ სულ არაფერი იყო საეჭვო, როცა მიცვალებულს, უფრო სწორად, მძინარე დედას უცქერდით მთელი კვირა…
_არაფერი გვიეჭვია, თუმცა კი, მერე თქვეს ქალებმა, რომლებმაც მიცვალებული განბანეს, სხეული რბილი და ოდნავ თბილი იყოო…. მაგრამ სოფელში მაშინ ეს არავის გაუკვირდა, რადგან ძალიან ცხელოდა, გაყინვის ან ბალზამირების საშუალება კი არ იყო და მდინარის სველ ლამში ვინახავდით დაკრძალვამდე… დედას გონი ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდა. მას ყველაფერი ახსოვდა. თითქოს ჩემი სხეული ცალკე იყო, მე ცა­ლკე და ყველაფერს ვხედავდი და მესმოდაო, –გვითხრა. რაც მთავარია სიკვდილით არ მთავრდება სიცოცხლი, ისეთი რამეები ვნახეო.
რა ნახა, ეს არ უთქვავს, ამიკრძალესო. სიტყვა ვერ დავაცდენინეთ. საოცრად დამშვიდდა, აღარ ტიროდა
_რამდენ ხანს იცოცხლა ამის შემდეგ?
_მხოლოდ ექვსი თვე. მისი სიკვდილის მიზეზი ის საბედისწერო ლურსმანი და რომელიც ფეხში შეერჭო და ცოცხლად დამარხვას გადაარჩინა განგრენა დაემა­რთა. მომაკვდავი გვამშვიდებდა, უკეთეს ადგილას მივდივარო , არ იდარდოთო. დედა რომ გარ­დაიცვალა გასათხოვარი ვიყავი, მაგრამ მაინც შემეხვეწა, მესამე შვილი არ გა­აჩინო, შენი არ არისო….
ისე უნდოდა ჩემ ქმარს ბიჭი რომ ხათრი ვერ გავუტეხე და ორი გოგონას მერე ვაჟი გავა­ჩინე. ბავშვი დაავადებული დაიბადა და მხოლოდ სამი წელი იცოცხლა…

თუ დაგაინტერესებთ შემიძლია კიდევ დავდო : ))

წყარო: ეს ამბები ჩემს კომპში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან დამაინტერესა : )) ამიტომ გადავწყიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close