საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესოა

19d6e574fef1

საინტერესო ამბების კრებული

1)———————————————————————————————————-
1966 წელს ნორვეგიელთა მიერ სამხრეთ პოლუსის მახლობლად რეგისტრირებულ იქნა 94,5 გრადუსი ყინვა. სსრკ-ს სიცივის პოლუსში – ვერხოიანსკში იანვრის საშუალო ტემპერატურა 50,5 გრადუსია.
2)———————————————————————————————————-
ფრანს პრესის სააგენტოს ცნობით, ინდოეთის რაჯისტანის შტატის სოფელ განგანაგრში, 90 წლის ქალს გაუჩნდა ბავშვი! ახალშობილი სუსტი იყო და მალე მოკვდა. ამ ქალსა და მის 92 წლის მეუღლეს 34 შვილი და უამრავი შვილიშვილი ყავთ.
3)———————————————————————————————————-
კოლუმბიის ქალაქ ალიმაგეში დროებით გაანთავისუფლეს ყველა პატიმარი.
მუნიციპალიტეტის ეს უცნაური გადაწყვეტილება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ქალაქის ციხე ავარიულ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა.
”არდადეგების” დამთავრების შემდეგ ყველა პატიმარი დათქმულ დროზე გამოცხადდა ციხეში.
4)———————————————————————————————————-
ლონდონის ერთ-ერთ ოჯახში სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის განუწყვეტლივ გაისმის ტელეფონის ზარი. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ოჯახის უფროსის გვარია… ტაქსი.
5)———————————————————————————————————-
სპეციალისტებმა საგანგებო ცდებით დაადგინეს, რომ სპილოს შეუძლია ხორთუმის საშუალებით შეიგრძნოს სუნი… 5 კილომეტრის მანძილზე.
6)———————————————————————————————————-
შვეიცარიის ქალაქ სოლტუმში, აგერ უკვე ხუთი საუკუნეა, რაც არსებობს ციფრი 11-ის კულტი. იგი იწყება მის შემდეგ, როდესაც კალტონი ხოლიტუმა 1581 წელს შვეიცარიის კონფედერაციის მე-11 წევრად მიიღეს. გასულ საუკუნეში ქალაქში იყო 11 ეკლესია, 11 შადრევანი, 11 მოედანი, 11 ხანძარსაწინააღმდეგო ამწე, 11 ამქარი, 11 კანტონალური მრჩეველი, და სამხედროთა 11 ასეული. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. სოლტუმში 11 გზაჯვარედინია, მოქმედებს 11 შუქნიშანი, ტურისტების განკარგულებაშია 11 მუზეუმი, 11 ბანკი და 11 რესტორანი. ტურისტებს მეგზურობას უწევს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი 11 ექსკურსიამძღოლი. ციფრი 11 აღბეჭდილი აქ დამზადებულ მრავალ სუვენირზე. ქალაქში არსებობს ტრადიცია, საზეიმოდ აღინიშნოს შვილების დაბადების მე-11 წლისთავი.
7)———————————————————————————————————-
ამერიკელი ედი ჰოვარდი მსოფლიო ჩემპიონია დონორებს შორის. მან თავის სიცოცხლეში 499,66 ლიტრი სისხლი ჩააბარა.
8)———————————————————————————————————-
მსოფლიოში ყველაზე გრძელი სიტყვა 184 ასოსაგან შედგება. ეს ბერძნული სიტყვა ყველაზე ხშირად არისტოფანეს ნაწარმოებებში გვხვდება. (სამწუხაროა არ წერია)
9)———————————————————————————————————-
ყველაზე გრძელი ხის კიბე ნორვეგიაში გააკეთეს, მისი სიგრძე 1 კილომეტრამდეა. კიბე 3.175 საფეხურისაგან შედგება.
10)———————————————————————————————————-
ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ჯუჯა ტირიფის ხე იზრდება გრენლანდიის ტუნდრაში.
მისი სიმაღლე 5-6 სანტიმეტრია.

წყარო: 1993 წლის წიგნია და შეიძლება რამე უზუსტობას გადააწყდეთ და არ გამაკრიტიკოთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close