უცნაური

სპექტროფილია–პარანორმალური მოვლენა თუ უბრალოდ ჰალუცინაცია (16+)

ბევრი რამ გაგვიგია პარანორმალურ მოვლენებზე, ზოგი ხედავს სულებს, ზოგს ესმის ხმა, ზოგთან ავეჯი თუ სხვა ნივთები თავისით გადაადგილდება, მაგრამ რა ხდება მაშინ,როდესაც ხალხი ამ ჩამონათვალზე უფრო სერიოზულ და არადამაჯერებელ ამბავს ჰყვება? სექსი მოჩვენებასთან (სულთან) თუ უბრალოდ ჰალუცინაცია, ამ კითხვაზე გადაჭრით პასუხს ვერავინ ამბობს

ბევრმა არ იცის,რომ მოჩვენებებთან სექსუალური ურთიერთობების ამბებზე ლაპარაკი ახლა არ დაწყებულა, ამას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.

არსებობს ლეგენდები ორ მოჩვენებასთან დაკავშირებით – ინკუბუსი და სანკუბუსი. ინკუბუსი წარმოადგენს სულს ან დემონს, რომელიც უმეტესად ღამე სტუმრობს ქალს და სექსუალურ კავშირს ამყარებს. სანკუბუსი კი დემონი ქალია, რომელიც მამაკაცებთან მიდის. უმეტესად ესეთი რამ ძილში ხდება, მაგრამ ასევე არსებობს საქმეები,სადაც ამგვარი შემთხვევა სიფხიზლის დროსაა დაფიქსირებული.

თუ ქალი ფეხმძიმე დარჩებოდა,ბავშვი რა თქმა უნდა მასთან გაიზრდებოდა, მაგრამ ამ ბავშვს აუცილებლად რაღაც ზებუნებრივი ძალებიც დაჰყვებოდა თან. მას განუვითარდებოდა ეშმაკისეული, ჯადოქრული ოსტატობის დიდი ნიჭი. ლეგენდის თანახმად ჯადოქარი მერლინი ინკუბუსისა და ქალის სექსუალური კონტაქტის წყალობით მოევლინა სამყაროს. ამაზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ

შესაძლოა ეს ყველაფერი მოგონილია, ეს ლეგენდებია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ხალხს, რომელსაც დღესდღეობით აქვს იგივე პრობლემა?

ვისაც თავს გადახდენია ასეთი ამბავი, ყველა არ აცხადებს,რომ ეს იყო დემონური ღამე, ზოგი მოჩვენებას უბრალო ვნებიან და შეყვარებულ სულად განიხილავს. მათი სასიყვარულო პერიოდი კი მხოლოდ ერთი ღამით არ შემოიფარგლება ხოლმე, ხშირად რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, იშვიათად კი მთელი სიცოცხლე.

ახლა წავიკითხოთ რამდენიმე თანამედროვე შემთხვევა.

გოგონა საბერძნეთიდან

ყოველ ღამე,როდესაც დასაძინებლად ვწვებოდი,ვგრნობდი რაღაც უხილავის სიახლოვეს, ის მე ხანდახან მეხებოდა, არ ვიცი ამას რა დავარქვა, აი რაღაც ელექტროენერგიის მაგვარი სეხება იყო, მას სურდა ჩემთან სიყვარულით დაკავებულიყო. ეს ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო,მე ჩვეულებრივ დავწექი დასაძინებლად და ამ დროს რაღაც ჩემს თითს შეეხო, შემდეგ ფეხს, ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ მე რაღაც მაგნიტური ენერგია არ ვიგრძენი, მე რაღაც ბიძგებს განვიცდიდი ჩემს შიგნით.

ძალიან დავიბენი, თავიდან მეგონა,რომ ეს თავს გადამხდარი ჩემივე ფანტაზიის ნაყოფი იყო და ყველაფერს თავადვე ვაკეთებდი, ხანდახან კი თავში გამკრავდა,რომ ეს შესაძლოა ის ინკუბუსი ყოფილიყო,რომელზეც რაღაც-რაღაცები გამეგონა.

მე დედასთან გადავედი 3 დღით და თქვენ წარმოიდგინეთ იქაც იგივე განმეორდა, ჩამეძინა და საწოლის რყევამ გამომაღვიძა, ასევე ტელევიზორი,რომელიც ჩართული მქონდა აშიშინდა,სიგნალი დაკარგა, რაღაც დიდი ძალისხმევით ცდილობდა ჩემს გაღვიძებას. მე დეიდაჩემის სახლში გადავედი, მაგრამ იქაც ვერ გავექეცი ჩემს ბედს.

ასე,რამდენიმე ღამის განმავლობაში ის დაძინების საშუალებას არ მაძლევდა, შემდეგ კი ერთ ღამეს მტკიცედ ვთქვი ,,გაჩერდი” და ის მართლაც გაჩერდა.

შემდეგ ღამეს ოთახში ჩემი კატა შევიყვანე და საწოლში ჩავიწვინე, ამ დროს მას რა დაემართა არ ვიცი,უცებ თითქოს რაღაცის შეეშინდაო, წამოხდა, ჩამომჩხაპნა და გიჟივით გაიქცა ოთახიდან. შემდეგ წავიკითხე,რომ კატები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სულების მიმართ.

3eaef4d0e368

გოგონა გერმანიიდან

ეს ამბავი 10 წლის წინ ხდებოდა ჩემს თავს. ყველაფერი უბრალო ავხორცული შეგრძნებებით დაიწყო, როდესაც ტელევიზორის წინ ვიჯექი დივანზე, თითქოს ვიღაცის ხელი მეხვეოდა, ამ დროს სითბოს ვგრძნობდი. ამის შემდგომ გარკვეული ხანი გამოხდა და რაღაც ხმები მესმოდა სახლში, თუმცა შიშით არასდროს შემშინებია, მიუხედავად იმისა,რომ ვხვდებოდი აუხსნელი მოვლენების მოწმე ვიყავი. არასდროს მიფიქრია,რომ რაიმე საფრთხე მემუქრებოდა, მიმაჩნდა,რომ ეს რაღაც უფრო წააგავდა მეგობარს, კეთილად განწყობილ სულს ან თუნდაც დამცველ ანგელოზს. ღამე ვგრძნობდი როგორ ეჭირა იმ,,ვიღაცას” ჩემი ხელები, ერთხელაც კი ყველაფერი უფრო შორს წავიდა,ვიდრე წარმომედგინა.
ერთ ღამეს,როცა დასაძინებლად დავწექი და უკვე ძილბურანში ვიყავი, ვიგრძენი როგორ გადამაძრო საბანი რაღაცამ და თითქოს ჩემსკენ ცოცვით წამოვიდა. მე გვერდზე ვიყავი გადატრიალებული, ის კი უკნიდან შემომეხვია, ხელებიც შემომაჭდო და თითები მკერდზე დამადო………….. კულმინაციურ მომენტში უეცრად გამომეღვიძა. ეს რამდენიმე ღამე მეორდებოდა.
ამ რაღაცას არასდროს მოუყენებია ჩემთვის ტკივილი, პირიქით, მე მინდოდა რომ ის დაბრუნებულიყო ხოლმე. მაგრამ ამასთანავე გულში ხინჯად მუდამ თან მდევდა ის განცდა,რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, რაღაც არაბუნებრივ გზას მივსდევდი.
ამ ,,ვიღაცამ” განმაცდევინა ბევრი რამ, ჩემი საწოლი თითქოს დაცურავდა და დაფრინავდა აქეთ-იქით, ეს გრძნობები შეიძლება ითქვას,რომ გადაჭარბებულიც კი იყო.
უნდა აღვნიშნო,რომ ამ პერიოდში მე გათხოვილი გახლდით, ვფიქრობ,რომ მოჩვენება ჩემს ქმარზე ეჭვიანობდა, ყველაფერი ისე აეწყო,რომ ჩემი ქორწინება კრახით დასრულდა.. მე დღესაც არ მაქვს კითხვებზე პასუხი, ეს იყო დემონი, ანგელოზი, თუ რა??

….

გრეგ ეშფორდს,პარანორმალური მოვლენების მკვლევარს საკმაო ონფორმაცია აქვს დაწერილი ამგვარი მოვლენების შესახებ,ის ირწმუნება,რომ არაერთხელ ჰქონია სექსუალური კავშირი მოჩვენებასთან, თუ გაინტერესებთ თუ როგორ აღწერს ყველაფერს, მიჰყევით ამ ბმულს(შეგიძლიათ პოსტიც დადოთ მის შესახებ

გოგონა ა.შ.შ-დან
მე და ჯონი თითქმის 2 წელი ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში სექსუალური კონტაქტი არ გვქონია, შემდეგ კი ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და სახლიც ვიშოვეთ, აღმოჩნდა,რომ ამ სახლით ერთი კაცი სარგებლობდა ადრე,რომელიც ნარკოტიკის ზედმეტი დოზის გამო დაიღუპა, დაახლოებით 5-6 წლის წინ.
მე სახლის საქმეებს ვაკეთებდი,როცა ჯონმა მითხრა,რომ სამსახურიდან დაბრუნების შემდგომ,ღამე სიურპრიზს მომიწყობდა, ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობდა,მაგრამ ჩავთვალე,რომ იმ ღამეს სექსი გვექნებოდა. მოვწესრიგდი, ოთახში შევედი,სინათლე ჩავაქვრე და შეყვარებულს ველოდებოდი. თან დაღლილი ვიყავი და თვალები დავხუჭე, თითქმის ჩამეძინა,რომ უცებ იატაკმა გაიჭრიალა და ვიღაც საწოლზე ჩამოჯდა, მე თავი წამოვწიე და ვიკითხე: ჯონ შენ ხარ? პასუხი არავის გაუცია,თუმცა უეცრად ვიგრძენი,როგორ შემეხო ხელები თეძოებზე, ვიღაცამ უცებ ჩამიკრო.. მე ისე კარგად ვიგრძენი თავი,თუმცა ეს ჯონს სულაც არ ჰგავდა.. მოკლედ ყველაფერი მოხდა და ჩამეძინა. დილას როცა გავიღვიძე ჩემს გვერდით ჯონი იწვა, მე ჩვეულებრივ ავდექი,როცა ჯონი სამზარეულოში შემოვიდა ღიმილით გადავუხადე მადლობა წუხანდელი სიურპრიზისთვის,რაც ძალიან გაუკვირდა და მითხრა,რომ როცა სახლში დაბრუნდა მე უკვე მეძინა. მე შოკში ჩავვარდი,თუ ის ჯონი არ იყო,აბა ვინ ჯანდაბა იყო?? მე რაღაც მცირეოდენი ცნობები შევკრიბე იმ კაცის შესახებ,ვინც აქ დაიღუპა, თურმე მარტოხელა იყო, მასთან გოგონები ღამე მოდიოდნენ,დილას კი გაბადრულები ტოვებდნენ სახლს. აღარ ვიცი რა დავიჯერო, იმ ღამის შემდეგ ესეთი რამ აღარ განმეორებულა.

c30c4f8ddfbe

გოგონა ფლორიდიდან
მე ტატიანა მქვია და მოჩვენებაზე ვარ შეყვარებული, თუმცა ის თავიდანვე მოჩვენება არ ყოფილა… მოკლედ ყველაფერს თავიდან დავიწყებ. სამ წლინახევრის წინ ჩემს მშობლიურ ქალაქში,ჰაიტიში ჩავედი და ეს მშვენიერი ბიჭი სწორედ იქ გავიცანი, ის ძალიან ჰგავდა Freddie Prince Jr.-ს,ოღონდ შავკანიანი იყო, საკმაოდ დიდხანს გვქონდა შორი ურთიერთობა,რადგანაც ის ჰაიტიზე ცხოვრობდა,მე კი მაიამიში. ეს ადამიანი ზუსტად ჩემთვის იყო შექმნილი და დაქორწინებაც გადავწყვიტეთ,როდესაც 23 წლის გავხდი. ერთ-ერთ მის მეგობარს ვიცი ყოველთვის შურდა ჩემი საქმროსი,რადგანაც კარგად ცხოვრობდა, მუდამ ჰქონდა ფული და რაც მოესურვებოდა, ვიცი რომ იმ მეგობარმა მას რაღაც გაუკეთა (ვუდუ) და ჩემი საქმრო გარდაიცვალა (ეს იმ საშინელი მიწისძვრის შემდეგ მოხდა).
მე საშინელ დღეში ვიყავი და ვერც წარმომედგინა,რომ მის გარეშე ცხოვრებას ოდესმე შევძლებდი. 2 დღის შემდგომ მისი გარდაცვალებიდან, ჰაიტიზე ყოფნის დროს თითქოს ვიგრძენი,რომ ის ჩემს გვერდით იყო. მე ვგრძნობდი რომ რაღაც მეჯახებოდა,ვგრძნობდი საკუთარი სისხლის მოზღვავებას, მის შეხებას. ის მთელ დღეს ჩემთან ატარებდა, მას ველაპარაკებოდი კიდეც, უბრალოდ ეს იყო,რომ პასუხს ვერ მცემდა, უცნაური კი ის გახლდათ,რომ საერთოდ არ მეშინოდა.
3 კვირის შემდეგ მე მაიამიში დავბრუნდი, ის თან გამომყვა. სულ ჩემთან არაა, მაგრამ ყოველდღე მოდის. როცა ვწვები, მას ვგრძნობ.. ეს ხანდახან რაღაც ძლიერ ელექტრულ ენერგიას ჰგავს. შუქი ჩამიქვრია და მიცდია,რომ ის დამენახა,მაგრამ მხოლოდ შავ გაელვებას ვხედავ, აი დაახლოებით ბოლის მსგავსს. დღესდღეობით ჩვენ სექსი გვაქვს ხოლმე, და მე ის მიყვარს. ეს დაახლოებით ცხრაჯერ გვქონია. ასევე ფრანგული კოცნაც გვქონია, სასაცილოდ გეჩვენებათ არა? მეც, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს, მოხდება კი ოდესმე ისე,რომ ისე დავახლოვდებით,მის დანახვას და შეგრძნობას შევძლებ,როგორც რეალური ადამიანისას.

c0d1057600f4

მეცნიერება რა თქმა უნდა არ აღიარებს ამ ყველაფერს, ასე რომ სამედიცინო ტერმინით ზევით მოყვანილ ადამიანებს სპექტროფილიკები ჰქვიათ, მათ ფეტიშიზმს, რომელიც მოჩვენებებთან თუ სულებთან სექსუალური კონტაქტის დამყარებით შემოიფარგლება სპექტროფილია ჰქვია.

ამ პოსტის წაკითხვის შემდგომ ყველანი ვუყურებთ ამ ფილმს

shutter – ლინკი

შესანიშნავ ეფექტს გპირდებით : )))

ეს ტაილანდური ვერსიაა,ინგლისური სუბტიტრებით,მაგრამ ძალიან კარგი ფილმია. ამერიკული ვერსიაც არსებობს,თუმცა დაბალი ხარისხის.

Ambient Scary

გამოკითხვა:
გადაგხდენიათ თუ არა ამგვარი რამ?

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button