სახალისო გამოცანები
გთავაზობთ სახალისო გამოცანებს
1)
“შავი და თეთრი”
ყუთში დევს ერთი ბურთი, რომელიც შეიძლება იყოს ან შავი, ან თეთრი.
თუკი ამ ყუთში დავამატებთ ერთ თეთრ ბურთს, ავურევთ,ამოვიღებთ ერთ-ერთს
და ეს ბურთი თეთრი აღმოჩნდება,როგორია ალბათობა იმისა, რომ ყთში დარჩენილი
ბურთიც თეთრი იყოს?
2)
“უცნაური საუბარი”
ორი მათემტიკოსი დიდი ხნის შემდეგ შეხვდა ერთმანეთს.მათ შორის საკმაოდ უცნაური
საუბარი გაიმართა.
-შვილები გყაავს?-ეკითხება ერთი.
-სამი ვაჟი,-პასუხობს მეორე
-რამდენი წლის არიან?
-თუ გადავამრავლებთ,ზუსტად შენი ასაკი გამოვა.
-ეს მონაცემები საკმარისი არ არის,-პასუხობს ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ პასუხობს მათემატიკოსი
-თუ შევკრებთ მივიღებთ დღევანდელ თარიღს (რიცხვს),-ეუბნება მეორე.
-მაინც არ მესმის,-პასუხობს პირველი.
-სხვათა შორის,შუათანას ცეკვა უყვარს.
-როგორც იქნა გავიგე.
გამოთვალეთ რამდენი წლისები არიან მათემატიკოსის ვაჟები?
3)
“რა ფერის არის ძაღლი”
ნიკს ჰყავს ძაღლი და თავის მეგობრებს ;ეკითხება:იცით რა ფერის არის ის?
ალანი პასუხობს:მგონი,შავი არ არის.
ტომი პასუხობს:ან ყავისფერია,ან თეთრი
ბილი პასუხობს:ყავისფერია
ნიკი მათ ეუბნება:თქვენგან ან ერთია ან ორი მართალი,მესამე კი ცდება.
გამოიცანით,რა ფერისაა ნიკის ძაღლი.