გართობა

Sour Skin

2b85a34e42f6
“Sour Skin” – კარგი ჯგუფია… დანარჩენი გაგრძელებაში :)

Sour Skin – თავიდან მარტო ზურა იყო და სარეპეტიციოში სხვადასხვა ხალხთან ერთად უკრავდა. მერე იმ ხალხიდან რამდენიმესთან ერთად ჯგუფის გაკეთება გადაწყვიტა. ჯერ Jam-ების დაკვრით ვარჯიშობდნენ, ჩამოყალიბების პროცესში ორი სხვადასხვა შემადგენლობა იყო, მერე მიხვდნენ, რომ მუსიკას, რომელსაც იქ აკეთებდნენ, ზუსტად ის ოთხი კაცი ჭირდებოდა, რომელსაც ახლა ჯგუფი “Sour skin” ქვია.

“ჩვენ აღარ შევიცვლებით. თუ შევიცვალეთ, მერე ჯგუფის არსებობას აზრი აღარ ექნება. ეს ჩვენი მუსიკაა და სხვა ასე ვერ გააკეთებს. დრამერი შევიცვალეთ ახლახანს, ახალი დრამერი გვყვავს, მაგრამ დრამი ზოგადად ისეთია, ადვილად ხდება ხოლმე ჯგუფთან შეთავსება და ჩვენიდან რომელიმე რომ წავიდეს, აზრი აღარ ექნება ჯგუფის არსებობას, ისეთ მუსიკას ვეღარ დავუკრავთ. რასაც ახლა Sour Skin უკრავს.”

ახალი ჯგუფია, გრანჟს უკრავენ და ამბობენ, რომ დღემდე ბევრი ისეთი ბენდი იყო, ვინც ძალიან მოწონდათ, ახლა ცდილობენ გავლენისგან თავისუფლები იყვნენ და საკუთარი ხელწერა ქონდეთ: “ჩვენ მუსიკაში ბევრი რამეა აღებული ბლუზიდან, ვოკალსაც ეტყობა ბლუზის გავლენა. მაგრამ საბოლოოდ ის უნდა დაუკრა, რაც გამოძრავებს.” ისე, ბუნებრივია, ჯგუფის ყველა წევრს თავისი ფავორიტი ყავს, გიორგისთვის – ნირვანა, დათოსთვის შედარებით ახალი ბენდები, 2000 წელს ზემოთ…

გრანჟი ალტერნატიული როკის ერთ-ერთ ერთი მიმდინარეობაა, 80-90-იანი წლებში ჩამოყალიბებული ამერიკაში, და ჰარდ-როკსა და ჰევი მეტალს ენათესავება. მათთვის, ვინც თვლის, რომ როკმა თავისი მისია მეტ-ნაკლებად უკვე ამოწურა:

“საქართველოში ჯერ კიდევ არ მომკვდარა ეგ სული. ძალიან მაგარი წლები როკის ისტორიაში 90-იანები იყო, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ინგლისი და ამერიკაა, საქართველოშიც ჯერ ისევ მიტირიან 90-იანი წლების ანდერგრაუნდს, მაგრამ ძალიან უცნაური იყო მაშინდელი ქართული მუსიკა. ყველას ერთი და იგივე სტილი ქონდა, ცუდი ვოკალით და რამდენიმე აკორდით. ამის გარდა, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ტიპები სპეციალურად ცდილობდნენ, არავის მოესმინა და სარდაფებში ყოფილიყვნენ, რომ მერე ეთქვათ, აი, ჩვენ მაშინაც კი ვაკეთებდით მუსიკას, არავინ რომ არ უსმენდა მსგავს მუსიკასო. იმისათვის რომ ქართულმა როკმა თავისი შესაძლებლობები ამოწუროს, კიდევ დიდი დრო და ბევრი ჯგუფია საჭირო. რეალურად, ჩვენთან ჯერ კიდევ არ დამდგარა ისეთი 90-იანები, რაც ინგლისს და ამერიკას ქონდა.”
3b8be367b7f0
ქავერებს უკვე აღარ უკრავენ, თავიანთ სიმღერებს უკრავენ, რომლებსაც ძირითადად ზურა წერდა. ბოლო პერიოდში გიორგისაც შეაქვს ახალი ჟღერადობა.

“ქავერების შესრულება არ მიგვაჩნია სწორად. ვთვლით, რომ როცა როგორც მუსიკოსი გაიზრდები, მერე უნდა სცე პატივი ქავერის შესრულებით შენი ბავშვობის ან თუნდაც ახლანდელ საყვარელ ჯგუფს. და არა ქავერები ასრულო თავიდანვე და მუსიკოსი გეგონოს შენი თავი. ვიღაცეებს გონიათ რომ ქავერების მოსასმენად უფრო მეტი ხალხი გადაიხდის ბევრ ფულს, ვიდრე უცნობი ჯგუფის საკუთარი სიმღერის მოსასმენად, არადა, არასწორია ეგეთი მიდგომა. ჯერ უნდა აცადო ადამიანს ისე გაიზარდოს მუსიკალურად, რომ ბლექ საბათის სიმღერები მაღალ დონეზე დაუკრას.”

თვითონ ერთი ქავერი აქვთ დამუშავებული, ვინმემ რომ მოითხოვოს, საკონცერტო პროგრამისთვის, ისე კი: “პირველი რაც გვაქვს გასაკეთებელი, EP-ის ჩაწერა და გამოშვებაა. გასაყიდად არა, უბრალოდ იმისთვის, რომ დარჩეს, როგორც ჯგუფის ნამუშევარი, რომელსაც ამ ეტაპზე ვქმნით.”

სამიზნე სეგმენტი ჯერ განსაზღვრული არ აქვთ: “აქ ძალიან ძნელია ჩვენთვის რომ ვინმეზე გავთვალოთ ჩვენი მუსიკა, აბსოლუტურად სხვა ინტერესები აქვთ. არ ვამბობთ, რომ ცუდია საქართველო და აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ, უბრალოდ რეალობა ასეთია, რომ აქ ძნელია შენი მუსიკით გაიქაჩო. არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რატომ არის ასე, უბრალოდ ასეა და ვსიო, როგორც ამოცანის პირობაა ეგეთი და შენ შედეგი უნდა აჩვენო და ამოხსნა. მაგრამ ისე, რომ შედეგი საქველმოქმედო კონცერტებზე დაკვრით ან ცუდ “ზვუკზე” დავუკრათ და მერე გავხდეთ პოპულარულები არ გვინდა. საბოლოოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სეგმენტი ისაა, ვისაც უბრალოდ მოეწონებათ ჩვენი მუსიკა, ჯერ ეგეთი ამბები არც გვაქვს გათვლილი, დამწყები ჯგუფი ვართ, ჩამოყალიბების ეტაპზე და ბუნებრივიცაა, რომ ასეა.”

თავისთავად მუსიკის დაწერა ბუნებრივია რთულია, მაგრამ: “შეიძლება ძალიან ბევრი იცოდე მუსიკაზე, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მუსიკა წერო. ნიჭი და გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გინდა რამე შექმნა. გამოცდილების ამბავია. თავიდან რომ დავიწყეთ, სიტყვებს ვეძებდით, მერე ყველაფერი თავისით მოდის. ბავშვის სათამაშოსავით არის, დიდი და გაუგებარი რომაა და მერე ნელ-ნელა აღიქვამს და უშინაურდება, დაახლოებით ეგრეა და ძალიან სასიამოვნოა.”

სიმღერების ტექსტები ინგლისურია, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი აზრით, როკს ქართული არ უხდება, ინგლისური ბევრად კომფორტული და მოსახერხებელია იმისთვის, რომ უკეთ გამოხატონ თავი. გარდა ამისა, სამომავლოდ უცხოურ პუბლიკაზე აპირებენ გასვლას და ბუნებრივია, საზღვრებს გარეთ ქართულზე უკეთ ინგლისურად გააგებინებენ მსმენელს.

საკმაოდ პროდუქტიული პერიოდი აქვთ, თითქმის ყოველდღე ახალ სიმღერას წერენ, საკონცერტო, პროგრამაც აქვთ დაახლოებით ნახევარსაათიანი, 6 სიმღერით.

მთავარია, ენთუზიაზმი არ გაუქრეთ, შემადგენლობა შეინარჩუნონ და ბევრ ისეთ კონცერტებზე გამოვიდნენ, სადაც კარგი ჟღერადობა იქნება რომ მსმენელამდე თავიანთი მუსიკა კარგად მიიტანონ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ალტერ-ვიჟენზე დაუკრეს, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო დამწყებები იყვნენ და სპორტის სასახლიდან ფილარმონიაში ვერ გადმოინაცვლეს.

“მუზამე” პირველია, მასმედიის საშუალებებიდან, ვინც მათზე ალაპარაკდა. ახლა ყველაფერი თავად ჯგუფზე, მსმენელებსა და მასმედიის სხვა საშუალებებზეა დამოკიდებული.

“Sour Skin” არის ასევე ონლაინ შოუს გამარჯვებული. გამარჯვებულს პროექტის პარტნიორმა “მუსიკის სახლმა” MGI Studio-სთან ერთად, ჯგუფს საშუალება მისცა ერთი სიმღერა კლიპის სახით გადაეღო Show Room-ში.

a1bb0d6e2778

ინფორმაციის წყარო : www.muzame.ge

მსგავსი ამბები

Back to top button