გართობაუცნაური

ქუიდიჩი

acfa2bbe9343
თუ როგორ მოხდა, რომ გამოგონილი თამაში, სავსებით რეალური სპორტის სახეობა გახდა ქვიდიჩს დაახლოებით 400 კოლეჯში თამაშობენ და ახლახანს მეოთხედ ჩაატარეს ამ საოცარი სპორტის მსოფლიო თასის ჩემპიონატი. ქვიდიჩში ძალიან ბევრი რაგბისა და ჰოკეის ელემენტებია შეტანილი. ჯოან როულინგმა აჩუქა დიდებსა და ბავშვებს ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო. რეალურ სამყაროში პირველად ქვიდიჩის თამაში კოლეჯ Middlebury–ში (აშშ) დაიწყეს. ერთადერთი რაც მათ ფილმის გმირებისაგან განასხვავებდა ეს ის იყო, რომ ისინი არ დაფრინავდნენ მფრინავი ცოცხებით. გთავაზობთ 13–14 ნოემბერს, ნიუ–იორკის პარკში, რომლის სახელწოდებაა DeWitt Clinton–ი, გამართული თამაშის ფოტოებს. აქვე ავღნიშნავთ, რომ პოსტში შეგიძლიათ წაიკითხოთ თამაშის დაარსებისა და მისი წესების შესახებ არსებული უფრო ვრცელი ინფორმაცია…

13b10e3fb8aa

af9135857e4e

9096ee8a7ea1

260036796e8a

ქვიდიჩი – არის ერთ-ერთი ჯადოქრული სპორტი ჯოან როულინგის ნაწარმოებებში. ქვიდიჩს თამაშობენ მფრინავი ცოცხების საშუალებით. ქვიდიჩის გუნდში არის შვიდი მოთამაშე და ოთხი ბურთი: ქუაფილი, ორი ბლაჯერი და სნიჩი. ქუაფილი დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის წითელი ბურთია, რომლითაც მოთამაშეები გოლს იტანენ, თითოეული გოლი ათი ქულაა. ბლაჯერები ქუაფილზე ოდნავ პატარა შავი ბურთებია, რომლებიც მოთამაშეებს თავს ესხმიან და მათი ცოცხიდან ჩამოგდებას ცდილობენ. სნიჩი მოზრდილი კაკლის ტოლა ოქროს ბურთია, რომელსაც ვერცხლის ფრთები აქვს, იგი ძალიან სწრაფია, ძნელად დასაჭერი და მას გადამწყვეტი როლი უკავია თამაშში. გუნდში შვიდი მოთამაშეა: სამი ჩეიზერი, რომლებიც ქუაფილის კარში გატანას ცდილობენ. მეკარე-რომელიც კარს იცავს. ორი ბიტერი, რომლებიც მოთამაშეებს ბლაჯერებისგან იცავენ. სიკერი-რომელიც სნიჩს დასდევს და სანამ მას არ დაიჭერს თამაში არ მთავრდება, სნიჩის დაჭერა 150 ქულაა.

941ac6610e93

15604a9de4d9

f03ea2a57f60

95e6f8733da3

29bc51f7537f

წყარო: yvelaferi.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button