არქივი

DANNON-ი და ქართველები

5c2ab721672f
როგორ შეიქმნა იოგურტი? პირველი იოგურტის მწარმოებელი კომპანია… და რა საერთო აქვს ამ კომპანიას საქართველოსთან?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული კომპანია Danone 1919 წელს ბარსელონაში დააფუძნა ებრაელმა ექიმმა იზაკ კარასუმ (İzak Karasu), რომელიც თურქეთში კარგად ცნობილ და გავლენიან ოჯახში დაიბადა 1874 წელს. ალკანური ომებისა და ბერძნების მიერ მის მშობლიურ ქალაქზე განხორციელებული შეტევის დროს იზაკ კარასუმ თურქეთი დატოვა და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, გვარი კატალონურ ყაიდაზე ისააკ კარასოდ (Isaac Carasso) გადაიკეთა და ბარსელონაში დასახლდა.
კარასუ-კარასო ექიმი იყო. საკუთარ პაციენტებზე დაკვირვების შედეგად, ის რძის პროდუქტების სამკურნალო თვისებებით დაინტერესდა და ამ მიმართულებით დაიწყო კვლევა. 1919 წელს, პატარა საწარმოც გახსნა და ბაქტერიული გზით ფერმენტირებული რძის პროდუქტის – იოგურტის წარმოება დაიწყო.

9aa19eb3fbe8

სიტყვის წარმომავლობა თურქულია (yoğurt), ხოლო კომპანიას კი სახელი იზაკ კარასუმ ვაჟის, დანიელის (Daniel Carasso) შინაურულად – დანონის საპატივცემულოდ შეურჩია. კატალანზე, წესით, იწერება, როგორც Danon, მაგრამ იმ დროს არსებული სულელური კანონი საკუთარი სახელების სავაჭრო ნიშნებად რეგისტრაციას კრძალავდა, ამის გამო გაჩნდა “e” დასახელების ბოლოს.

ასე შეიქმნე მსოფლიოში ცნობილი ბვრენდი DANONE.

9eba66bfbace

1977 წელს კომპანია DANONE-ს საბჭოთა საქართველოშიც გადაუღია რეკლამა, სადაც ქართველი მხცოვანი ადამიანები მონაწილეობენ.
“89 წელის ბაგრატ ტაბაღუას ისე უყვარს “დანონი”, რომ 2 ჭიქა მიირთვა და დედამისი ამით ძალიან გაახარაო.” კლიპი საბჭოთა საქართველოშია გადაღებული (როგორც ჩანს, სსრკ-აშშ-ს შორის მორიგი დათბობის შედეგი იყო).

რა თქმა უნდა, დღევანდელ რეკლამებთან შედარებით, სადაც “კრეატივიზმი”, სპეც-ეფექტები და კომპიუტერული გრაფიკა მძვინვარებს, ლუბალინის შემოქმედება მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ მან წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას – ერთმანეთს დაუკავშირა კარგი ჯანი, დღეგრძელი სიცოცხლე და კონკრეტული პროდუქტი. როგორც იტყვიან, ყველაფერი გენიალური – მარტივია.
დავამატებ, რომ დანიელ კარასო თავად იყო მის მიერ წარმოებული იოგურტის ცოცხალი რეკლამა. ის არაჩვეულებრივი ენერგიითა და ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და შარშან – 103 (!) წლის ასაკში გარდაიცვალა.
41c1f89452a1
იუგურტი შემადგენლობით დიდად არ განსვავდება ჩვენებური მაწვნისგან.
ასე რომ, მიირთვით იოგურტი (ან მაწონი) და აჯობეთ დანიელ კარასოსა და ბაგრატ ტაბაღუას!

წყარო: http://stylishblog.net/

მსგავსი ამბები

Back to top button