არქივი

საინტერესო ფაქტები ჯონ ლენონის შესახებ

25e6ca31f7a5

1. ჯონ ლენონი თვლიდა, რომ მისი ყველაზე ცუდი სიმღერები იყო “Run for Your Life” და “It’s Only Love”.

2. ჯონს ზრდიდა დეიდა. მამამისმა ოჯახი მიატოვა, როდესაც ჯონი მხოლოდ 5 წლის იყო, ხოლო დედას მანქანა დაეჯახა და დაიღუპა.

3. სიმღერა “Imagine” აკრძალული იყო რელიგიურ ინგლისურ სკოლებში “And no religion too” (და არანაირი რელიგია) ამ სიტყვების გამო.

4. ჯონ ლენონის გარდაცვალების შემდეგ ჯორჯ ჰარისონმა მას მიუძღვნა სიმღერა “All Those Years Ago”, ხოლო პოლ მაკარტნიმ “Here, Today”.

c328e2f324c8

5. 2000 წლის ოქტომბერში იაპონიაში, ქალაქ საიტამეში გაიხსნა ჯონ ლენონის მუზეუმი.

6. ფრედი მერკურმა დაწერა სიმღერა “Life is real (song for John Lennon)”, რომელიც ლენონს მიუძღვნა.

7. ჯონ ლენონის ნამდვილი სახელი იყო ჯონ უინსტონ ლენონი. მოგვიანებით, როდესაც დაქორწინდა იოკო ონოზე მან შეიცვალა სახელი ჯონ ონო ლენონი.

f4cf5ab1e5cb

8. 1967 წელს ლენონმა იყიდა კუნძული ირლანდიის სანაპიროებთან.

9. 2005 წელს აუქციონზე 600 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა სიმღერის “All You Need Is Love” ხელნაწერი.

10. გამოკითხვების თანახმად “Imagine” ითვლება ყველა დროის საუკეთესო სიმღერად. 2004 წელს ჟურნალმა “Rolling Stone”_მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 500 საუკეთესო სიმღერა, სადაც “Imagine”_მა დაიკავა მე_3_ე ადგილი.

11. “Rolling Stone”_ის ვერსიით ალბომმა “Plastic Ono Band”_მა დაიკავა 22 ადგილი. ეს იყო საუკეთესოთა შორის საუკეთესო ალბომების სია.

256c2ea58380

12. ჯონი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გონებამახვილობით. როდესაც ის გიტარაზე დაკვრას სწავლობდა, დეიდა მიმი ბუზღუნებდა:”გიტარა კარგი რამ არის, მაგრამ ის ვერასდროს გაშოვნინებს ფულს, რომ ცხოვრება გაიკვალო”. წარმატების პიკზე ლენონმა დეიდამისს უყიდა ძვირადღირებული ვილა სანაპიროზე და შესასვლელთან მან გააკეთა მარმარილოს დაფა, სადაც ეწერა:”გიტარა კარგი რამ არის, მაგრამ …… ” შემდეგ თქვენც კარგად იცით :).

13. ერთხელ თვითმფრინავში ჯონსა და მის პირველ ცოლს, სინტის კამათი მოუვიდათ. სამაგიეროს გადასახდელად ჯონმა დაიწყო ყველა იმ გოგოს სახელების ჩამოთვლა ვინც კი ოდესმე ჰყოლია. სანამ თვითმფრინავი დაეშვებოდა ჯონმა 300_ზე მეტი სახელის თქმა მოასწრო და ნანობდა, რომ რეისი ასე უცბად დამთავრდა.

14. ბითლზების მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი იყო გეი და მთელი ცხოვრება უყვარდა ჯონი. ჯონი იღებდა მის დახმარებას, მაგრამ მის სიყვარულზე არ უპასუხია.

02fa5e687266

15. პირველი “დრამების” მოწყობილობა ჯონმა,პოლმა და ჯორჯმა ძალიან მარტივად მოიპოვეს. რინგოს მათ ჯგუფში მისვლამდე ისინი იცვლიდნენ არაერთ “დრამერს”. როდესაც ისინი ტოვებდნენ ჯგუფს და მიჰქონდათ თავიანთი მოწყობილობა, ბიჭები მალავდნენ რომელიმე ნივთს. ასე შეაგროვეს მთლიანი კომპლექტი.

8c1984d6167e

NAMU

nothing

მსგავსი ამბები

Back to top button