არქივი

სასწორზე შეგდებული სიცოცხლე და ჩვენი ოთხფეხა მეგობრები

b0aa184f8a8e
ხშირად უთქვამთ:”კაცობრიობის ისტორია ბრძოლებისა და ბატალიების ისტორიაა”… ადამიანთა აზრი ამ ფრაზამ შეიძლება ორ კატეგორიად დაყოს,შეიძლება კამათიც მოჰყვეს ამ ნათქვამს… კამათში ჩამოყალიბებულა მრავალი ჭეშმარიტება და საბოლოოდ ყველა მივა იმ აზრამდე,რომ ზემოთნათქვამი ფრაზა ჭეშმარიტებაა…ქვის ცულებითა თუ შუბებით,ფოლადის ხმალ-ხანჯალ-სატევარითა თუ ზარბაზანით,მუშკეტით თუ ავტომატური შაშხანით,ტანკებითა თუ ულტრათანამედროვე იარაღით უპირისპირდებ(ოდ)ა ერთმანეთს ადამიანთა ვიწრო თუ ფართო წრე,ბრბო და ხროვა… შედეგი??? აქვს კი შედეგს აზრი როცა სიცოცლხე სასწორზეა შეგდებული? არა აქვს თუმცა… “მრავალი მაგრამ,მრავალი თუმცა და უსასრულო მრავალწერტილი”… გადავალ მთავარ სასაუბრო თემაზე.

ზევით მოკლედ ჩამოვაყალიბე ჩემი შეხედულება მცირე ტექსტში,შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ეს დახასიათება,თუმცა ჯობს გაგაცნოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები,რომლებიც ადამიანის გვერდით გვხდებიან “სასწორზე შეგდებული სიცოცხლის” დროსაც,არაერთ საგმირო საქმეს აკეთებენ(ინსტიქტურად აკეთებენ,თუმცა ცხოველებს არაინსტიქტურს ვერც მოვთხოვთ),ტოვებენ კვალს(ზოგჯერ ისეთს,რომ ძეგლებსაც და მემორილსაც კი უძღვნიან მათ ქცევას) და უსიცოცხლოდ ეცემიან ბრძოლის ველზე… ისინი უსულონი არიან თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა,მთავარია რომ ისინი გასაჭირშიც არ გვტოვებენ…

ლუიზიანას შტატში,კერძოდ კი ახალ ორლეანში არსებობს მეორე მსოფლიო ომის სახელმწიფო მუზეუმი,რომელიც 2000 წელს დაარსდა.ამ მუზემში არაერთი საინტერესო გამოფენა მოეწყო მეორე მსოფლიო ომის თემაზე და არა მარტო.ამა წლის ივნის-ოქტომბერში კი ამ მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელად “ცხოველები ომის დროს”,გამოიფინა 70მდე ფოტო სადაც სრული სიცხადით ჩანს თუ რამდენად მძიმე იყო ადამიანთა და ოთხფეხათა ტვირთი.და საინტერესოა ის ფაქტი,რომ მიუხედავ მუზეუმის სახელისა ამ გამოფენაში შეხვდებით ფოტოებს არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომიდან.
სწორედ ამ გამოფენის ფოტო მასალებს შემოგთავაზებთ მცირედი კომენტარებით.

178788f8c759

ვიეტნამის ომი.ამერიკელი პოლკოვნიკი ბერ უილი თავის ერთგულ ძაღლ მუსისთან და სამხედროებთან ერთად უტევს ვიეტნამელებს.ეს ხდება 1972 წლის 19 მაისს.2 თვის შემდეგ ხდება სამწუხარო ფაქტი-ჭურვის აფეთქებისას უილიც და მუსიც იღუპებიან.

d30cb212daa0

1944 წელი.ბრიტანელი სამხედრო ვ.უილიამსონი ლეკვთან ერთად.ლეკვი რამდენიმე წუთის წინ ნანგრევებში იყო და ჯარისკაცმა ის გადაარჩინა.

8130c3fb64b9

ვიეტნამი 1964 წელი.ამერიკელი სამხედრო პატრული,რომლის შემადგენლობაშიც არაერთ ვიეტნამელს დაინახავთ ჯუნგლებში გადაადგილდება.სპილოებით ჯერ კიდევ პუნიკური ომების დროს იბრძოდნენ და ათასწლეულების შემდეგ ისტორია ვიეტნამში განმეორდა.

4dd711adc616

1942 წლის 18 ივნისი,მექსიკელი სამხედროები ბრძოლისთვის ემზადებიან.

5eccc3c895ca

მეორე მსოფლიო ომი.დაღლილი ჯარისკაცი სანგარში ისვენებს,ხოლო ერთგული დობერმანი ბუჩი იცავს მას.

564a6a281fea

1943 წელი,პუერტო რიკო.ამერიკელი სამხედროები და ბედნიერი ოთხფეხა,რომელიც მზადაა ემსახუროს ბიძია სემს და შეასრულოს საველე დავალებები.

a5cba94faf09

ae2f14d3efa7

ინდიელები და მათი განუყრელი მეგობრები – ჯიშიანი მუსტანგები.1907 წელი.

8007c610b0bf

კამბოჯელი ჯარისკაცები ურემში შებმულ ორ მძლავს ხარს იყენებენ სამხედრო არსენალის გადასატანად.1972 წელი.

646c204ee8f8

1945 წელი,ომის დასასრული.ბრიტანელი სამხედროები ჰონკონგში,კერძოდ ცზიულუნის ქუჩებში ცხენზე ამხედრებულნი.ჰონკონგის ეს ტერიტორია იაპონელთა ხელში იყო,თუმცა მეორე მსოფლიო ომმა იაპონიის იმპერია კაპიტულაციამდე მიიყვანა და დამთავრდა მათი დამპყრობლური პოლიტიკაც.

d3383ead4fba

კუბადუ,ამერიკელი სამხედროების თილისმა.აშშ_ს სამხედრო საინჟინრო დანაყოფი 1942 წელს ლებერიაში ასრულებდა დავალებს,სწორედ აქ დაიწყო ამერიკელთა და კუბადუს მეგობრობა.

0009375d7233

ამერიკელი სამხედროები მეორე მსოფლიო ომის დროს ეგვიპტეში აქტიურად მოღვაწეობდნენ,გერმანელები აქტიურად ცდილობდნენ აფრიკაში ფეხის მოკიდებას და იქ ძლევამოსილი გენერალ-ფერდმარშალის ერვინ რომელის მოქმედებების შედეგად მიაღწიეს წარმატებებს,თუმცა საბოლოოდ კრახი განიცადეს.ფოტოზე კი 3 ამერიკელ სამხედროს ხედავთ,რომლებიც ამხედრებულან აქლემებზე და უკანა ხედით კმაყოფილნი არიან.

29c4db23e48b

1944 წელი.ლეგენდარული იუგოსლაველი მარშალი იოზეფ ბროზ ტიტო საკუთარ ძაღლთან ერთად.გაივლის მცირე დრო და ტიტოს პრეზიდენტად აირჩევენ-1953 წელს.

641542a329fa

ამ ფოტოზე ხედავთ სამხედრო საქმეში “განსწავლულ” აფრიკულ ვირთხას,რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო მინებს დაეძებს ცხვირის რეცეპტორების საშუალებით.მოზამბიკში ხდება ეს ფაქტი,სადაც საკმაოდ დამინულ ველებს მრავლად შეხვდებით,რაც სამოქალაქო ომის შედეგია.ფოტო გადაღებულია 2005 წელს.

ed3fac824a03

გერმანელები საბჭოთა კავშირში შეიჭრნენ და მძლავრი შეტაკებების შემდეგ საკუთარ ცხენებს წყურვილის გრძნობას უკლავენ.1941 წლის 25 ნოემბერი.

fb06bde10006

ისევ გერმანია-საბჭოთა კავშირის სამხედრო დაპირისპირება,კერძოდ 1942 წლის 22 თებერვალი.წითელი არმიელი კავალერისტი მერანზე ამხედრებული,მის უკან მოჩანს გერმანული ტანკი,რომელიც მიატოვეს ფაშისტებმა.

2d511a15e12f

1942 წელი.ამერიკელმა ნორმან დაიმონდმა სამხედრო ბაზაზე მყოფი ორი ძაღლი გამოაწყო უფროსი სერჟანტისა და რიგითის ფორმაში,დააყენა “ტეტ ა ტეტ” და საკმაოდ კარგი ფოტოც გამოვიდა.

909c2dc97a87

1944 წელი.სოლომონის კუნძულების ჯუნგლებში გამაგრებული ამერიკელები,რომლებიც იაპონელების წინააღმდეგ იბრძოდნენ წყნარი ოკეანის ფრონტზე.სამხედრო ოფიცერი რომელიც გასცემს ბრძანებას,მას გვერდს კი უმშვენებს ოთხფეხა,რომელიც სრულ მზადყოფნაშია.ძაღლებმა საკმაოდ დიდი სამუშაო შეასრულეს იაპონელი სნაიპერების აღმოჩენაში.

96de660ab3de

ჩეჩნეთი,გროზნო.ქალი რომლის სახლიც ჭურვმა დაანგრია,რასაც მსხვეროლი მოჰყვა.ქალი განადგურებულია და ძაღლის თვალებში კი სევდაა,ის სევდა რომელიც ცხადად ასახავს ამ ტრაგედიას.

6fc5f7e8c649

ინგლისი,1944 წელი.ცხენი ნაერკო და ჟოკეი.ისინი ტოვებენ ბომბსაფარს და ემზადებიან გარბენისათვის.ნაერკო იმითაა ცნობილი,რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ცხენი იყო და არაერთ შეჯიბრებაში მოუპოვებია ოქროს მედალი.

სტატიას კი ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

“ცხოველები ჩემი მეგობრები არიან,და მე ჩემს მეგობრებს არ მივირთმევ”.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button