საკითხავისამხედრო

პირველი მსოფლიო ომი


ამ საიტზე ყოველთვის იდებოდა ფაქტები მეორე მსოფლიო ომზე, მაგრამ პირველზე იშვიათად.
პირველი მსოფლიო ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში

პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში – ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები – ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლის შემდეგ


ამ რუკაზე შავად აღნიშნულია გერმანია და მისი მოკავშირეები, ხოლო ლურჯად ანტანტის ზავის სახელმწიფოები(საფრენგეთი,რუსეთი,გაერთიანებული სამეფო და ა.შ.)

XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრო-უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელსაზის და ლოტარინგიის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.

ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს, რამაც უბიძგა მათი ამბიციების ზრდას.

გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნებისავით მოეპოვებინა აფრიკაში და აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან სერიოზულად დაიძაბა.

ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება. გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს, გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ კავშირს ანტანტა ეწოდა.

ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმანთავისუფლებელი ომი, რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტერიტორიების გაფართოვება.

1914 წლის 28 ივნისს ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა მოუწყო თავდასხმა და მოკლა.


ფრონტის ხაზი ზამთარში

ავსტრია–უნგრეთის მიზნები
ავსტრია-უნგრეთი შეიერთებდა სერბეთს,მონტენეგროს,რუმინეთსა და პოლონეთის ნაწილს.
ავსტრია–უნგრეთი დიდ როლს ითამაშებდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებში.

საფრანგეთის მიზნები
საფრანგეთის მთავარი მიზანი იყო,დაებრუნებინა ელზასი და ლოთარინგია,რომლებიც გერმანიის იმპერიის ნაწილი იყო.
რევანში გერმანიაზე 1870–1871 წლებში პრუსიასთან განცდილი მარცხის გამო.
უნდა დამთავრებულიყო პრუსიის ჰეგემონია ცენტრალურ ევროპაში.
საფრანგეთს სურდა ანექსია მოეხდინა რაინის მიწებისა,ბელგია და ლუქსემბურგი შეუერთდებოდა საფრანგეთს.
ზაარლანდის ანექსია მოხდებოდა.
გაიზრდებოდა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში.

რუსეთის მიზნები
რუსეთი იაპონიასთან მარცხის შემდეგ,კონცენტრაციას ახდენდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,სადაც მის ინტერესებს ავსტრია–უნგრეთი ეღობებოდა.
რუსეთი იმედოვნებდა კონსტანტინეპოლის აღებას,რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.
რუსეთის გავლენა გაიზრდებოდა ეგეოსის ზღვასა და შავ ზღვაზე.
რუსეთი შეიერთებდა აღმოსავლეთ პრუსიას.
რუსეთი დაიპყრობდა მემელს,აღმოსავლეთ გალისიას,ასევე პოლონეთის სამეფოს დაუქვემდებარებდა პოზენის,შლეზიენის პროვინციებს და დასავლეთ გალისიას.
ელზასი,ლოთრინგენი,რაინის მიწები და ფვალცი საფრანგეთს,ბელგიას გადაეცემოდა ააჰენის მიდამოები,შლეზვიგ–ჰოლშთაინი დაუბრუნდებოდა დანიას,აღდგებოდა ჰანოვერის სამეფო.
ბოჰემია,უნგრეთი და ავსტრია იქნებოდა ერთიანი მონარქია.
სერბეთი მიიღებდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინას,დალმატიას,ჩრდილოეთ ალბანეთს. საბერძნეთი შეიერთებდა სამხრეთ ალბანეთს,ბულგარეთსა და მაკედონიის ნაწილს.გერმანიის იმპერიის კოლონიები გადანაწილდებოდა საფრანგეთზე,ინგლისსა და იაპონიაზე.

დიდი ბრიტანეთის მიზნები
დიდი ბრიტანეთის მთავარი მიზანი იყო,დაესუსტებინა გერმანიის იმპერია ეკონომიურად.
დამთავრებულიყო პრუსიის მილიტარიზაცია.
აღდგენილიყო ჰანოვერის სამეფო.
ახლო აღმოსავლეთს გაიყოფდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი,მესოპოტამიას მიიღებდა გაერთიანებული სამეფო.
გერმანიის იმპერიას ჩამოერთმეოდა კოლონიები აფრიკაში.

იტალიის მიზნები
იტალია მიიღებდა ტრენტინოს,სამხრეთ ტიროლს,გორცს,გრადისკას,მთლიან ისტრიენს,სხვადასხვა პატარა კუნძულებს ადრიატიკის ზღვაში,პროვინცია დალმატიას.
ოსმალეთის იმპერიის გაყოფისას იტალია მიისაკუთრებდა ანატოლიის სამხრეთ ნაწილს.

ოსმალეთის იმპერიის მიზნები
ოსმალეთის იმპერიას სურდა პირველ რიგში შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის კონტროლი.
თურქებს უნდა მოეხდინათ ბათუმის,არტაანისა და ყარსის ოკუპაცია.
თურქები გაიმაგრებდნენ პოზიციებს კავკასიაში,შეეცდებოდნენ ყველა თურქი ხალხის გაერთიანებას.

საომარ ფრონტი რამდენიმე ასეულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული


დასავლეთი ფრონტი 1914 წლის პოზიციებით

1914

მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან ლამანშამდე წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. ფრანგებმაც და გერმანელებმაც გადაწყვიტეს ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭროდა, ამიტომ 16 სექტემბერს ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს “ზღვისკენ სირბილი” ერთ თვეში ფრედ დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს.

გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ იპრთან შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა, ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს “ახალშობილთა ჟლეტა” უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მჭიდიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება.

იპრის ბრძოლამ ორივე მხარე გამოფიტა და ორივემ არჩია სანგრებში ჩაჯდომა. მალე შვეიცარიიდან ჩრდილოეთ ზღვამდე სანგრების უწყვეტი რიგი გაჩნდა. ჩრდილოეთით განლაგდა ბელგიის არმიის ნარჩენები და ფრანგული შენაერთები, შემდეგ ინგლისელები და მათგან მარცხნივ ფრანგების ძირითადი ძალები. დაიწყო პოზიციური სანგრებში ომი.

1914/15 წლების ზამთარი ძალიან ნესტიანი იყო, ამიტომ ორივე არმიის მთავარ მიზნად იქცა სანგრების წყლისგან დაცვა. შობაზე კი სანგრების ხაზს შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყო ორივე მხრიდან ჯარისკაცების მასიური დაძმობილება.

1915

ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც მიახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შწევიდნენ, აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა.

თებერვალში საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა ჟოზეფ ჟოფრი, რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის ბრძანება, არტუაში, შამპანში და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ. შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა ხიშტები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აქღწევდნენ დანიშნულების ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაერი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდება შეტევაში და დროულად საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს.

ამიტომაც “საბგრებში ომის” ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასდაწყვიტა რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტულერიო დამუშავებაა საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-ანი, გერმანული 77 მმ.ანი და ინგლისური 83.8 მმ-ანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი.

ბრიტანელები სანგრებიდან შეტევას იწყებენ

აპრილის ბოლოსგერმანელებმა პირველად გამოიყენეს მასიური განადგურების იარაღი – გაზი. პირველად ეს იპრთან ბრძოლისას მოხდა, ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს ქლორი. ალჟუირული დანაყოფებიდან უმეტესობა დაიხჩო, ხოლო კანადელებმა თავისებური გამოსავალი მონახეს, მათ მოშარდეს ცხვირსახოცებზე და ეს აიფარეს სახეზე, რითაც გადარჩნენ. იპრთან ბრძოლა 4 კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო დღეებში ჯარისკაცებმა მიიღეს ნამდვილი აირწინაღები. ამის შემდეგ გაზს ორივე მხარე იყენებდა რაც საკმაოდ ტიპიური გახდა დასავლეთ ფრონტის ბრზოლებისთვის. იმავე წელს გერმანელებმა სხვა ახალი იარაღი გამოიგონეს – ცეცხლმფრქვევი.

მაისში ომში იტალიაც ჩაერთო, მოკავშირეთა მხარეს.

ზაფხულის დასაწყისში ფრანგებმა 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ განახორციალეს ახალი შეტევა არტუაში, მაგრამ იმის გამო რომ სარდლობამ ისევ არ იცოდა რა ხდება წინა ხაზზე, შეტევა ჩაიშალა, თან გერმანელებს უკვე უკეთესი გამაგრებები ჰქონდათ. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები ჰქონდა, გერმანიაში და საფრანგეთში ჯარში ახალი გაწვევები დაიწყო, ხოლო ინგლისელები “ახალი ჯარების” იმედათ იყვნენ.

ირლანდიელი სამეფო მსროლელთა პოლკი სომის ბრძოლის წინ (1916 წელი)

1916

ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება, რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი ვერდენი იყო არჩეული. გერმანელებმა იერიში 21 თებერვალს დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია, მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააჭმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ. ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350 000 ადამიანი დაკარგა და თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ.

ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. 24 ივნისს დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა 1 ივლისს დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავსირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრზოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.

ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც სეეძლო ტრანშეებისდ და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს სექტემბერში. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.

1917

ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი რობერ ნევილით შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს გინდენბურგით და ლუდენდორფით, რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დამაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა გინდენბურგის ხაზი.

ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან დახევისას ბევრი მინები დატოვეს, რაც არ უწტყობდა მოკავშირეების წინსვლას ხელს. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა 9 აპრილს არასთან იერიში განახორციალეს.

პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს ვიმის ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში 16 აპრილზე გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონი კონგრესის წინაშე ოფიციალურად აცხადებს გერმანიასთან დიპლომატიური კავშირის გაწყეტას. 1917 წლის 3 თებერვალი

ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად ანრი პეტენი დანიშნეს – ვერდენის ერთერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.

მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების დასუსტებული ფრანგული პოზიციებიდან გადასატანად ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. გეგმით ძიტითადი იერიში ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ – 15 დღე.

იერიში 31 ივლისს დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ ფლანდრიის სადრენაჟო სისტემა მოშალა, ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.

ამ დროს მსოფლიო პოლიტიკაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა

1916 ბოლოს ომის შედეგები ძალიან მძიმედ აისახა რუსეთზე, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იყო. კომუნისტების გამოსვლები კიდევ უფრო ამწვავებდნენ სიტუაციას. ომის გარდა ქვეყანაში სერიოზული შინაგანი არეულობა დაიწყო. ამ მოვლენების შედეგად 1917 წლის 15 მარტს ნიკოლოზ II იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე.

წყალქვეშა ომი

პირველი მსოფლიო ომის საზღვაო ბრძოლებში აქტიურად გამოიყენებოდა წყალქვეშა გემები. იგივი ომის დასაწყისშივე გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო გემების ჩასაძირად, დასაზვერად და მინების დასამონტაჟებლად. ასე ბრიტანელებმა ომის დასაწყისშივე მოახდინეს გერმანული სავაჭრო ფლოტის პარალიზება, რამაც მოგვიანებით გამოიწვია გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი. გერმანელებმა ვერ შეძლეს ბრიტანეთის საპასუხო ბლოკადის მოწყობა, რადგან ამ პერიოდში მათ მხოლოდ 28 წყალქვეშა გემი ყავდათ, მიუხედავად ამისა, გერმანული სუბმარინები აქტიურად ძირავდნენ ინგლისურ გემებს ბრიტანეთის ნაპირებთან. 1915 წლის ბოლოსკენ სუბმარინების სიმცირის გამო წყალქვეშა ომმა დაკარგა აქტუალურობა.

1916 წლის 24 მარტს გერმანელებმა ჩაძირეს ინგლისური გემი “სასექსი”, რომელზეც ამერიკის ბევრი მოქალაქი იყო. ამ ამბავმა ამერიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და გერმანელებმა შეაჩერეს წყალქვეშა ოპერაციები, იმის შიშით, რომ ამერიკაც არ ჩართულიყო ომში. ამის შემდეგ გერმანელული წყალქვეშა ფლოტის აქტივობამ ხმელთაშუა ზღვაში გადაინაცვლა.

1916 წლის ბოლოს დასავლეთ ფრონტზე სიტუაცია გერმანელებისთვის არც ისე კარგად ვითარდებოდა, უფრო სწორად საერთოდ არანაერად არ ვითარდებოდა. ამიტომ სარდლობას იმედი ჰქონდა რომ ძლიერი წყალქვეშა შეტევით გამოეწვიათ ბრიტანულ სავაჭრო ფლოტში ისეთი დანაკარგები, რომ ინგლისელებს თვითონ ეთხოვათ მშვიდობა. დეკემბერში კი გერმანელებმა დაიწყეს ტოტალური წყალქვეშა ომი, ისინი ნეოტრალურ გემებსაც აღარ ინდობდნენ.

ინგლისელები სხვადასხვა ტიპის მინებით ებრძოდნენ გერმანულ წყალქვეშა გემებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისად ეფექტური. გერმანული სუბმარინები 1917 წლის დასაწყისში უკვე სერიოზულად დაემუქრნენ ინგლისურ ეკონომიკას. მოკავშირეები გადაარჩინა ომში ამერიკის ჩართვამ. ზაფხულიდან კი ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მიმართეს სავაჭრო გემების ექსკორტირებას სამხედრო გემებით, რამაც საგრძნობლად შეამცირა ბრიტანელთა დანაკარგები, ხოლო გერმანელების გაზარდა. ამას მოყვა გერმანიის ეკონომიკის სრული პარალიზება, რამაც გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება და პაციფისტური განწყობის ზრდა

ომი ჰაერში
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის აეროპლანები ჯერ ახალი ხილი იყო. მათ იყენებდნენ როგორც დაზვერვისთვის ასევე დასაბომბად. ომის დასაწყოსში ლიდერობდნენ გერმანული თვითმფრინავები, ისინი რეგულარულად უტევდნენ დასავლეთ ფრონტზე მოკავშირეთა პოზიციებს. მხოლოდ 1916 წლის ივლისში ინგლისურმა F-2-მა და ფრანგულმა “ნიუპორ ბეიბიმ” გაათანაბრეს მდგომარეობა. ეს თვითმფრინავები ტექნიკურად უკეთესები იყვნენ ვიდრე გერმანული “აინდეკერები”. გერმანელებმა მალე შექმნეს უკეთესი თვითმფრინავები და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, ისინი მიფრინავდნენ მთელი ესკადრილიებით, 14 თვითმფრინავით.

1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ თვეს “სისხლიანი აპრილი” შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები “სპადი” და “ნიუპორ-17”. ინგლისელებმა კი “სოპვიჩ პაპი” და “სოპვიჩი” გამოუშვეს.

ავიაციის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საჰაერო ბრძოლები დასავლეთ ფრონტზე არ იყო იშვიათობა. ინგლისელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის თვითმფრინავები – “DH-4” და “DH-9”, გერმანელებმა “AEG”, ფრანგებმა კი “ბრეგე”. ესენი იყო მგომბავი თვითმფრინავები.

პირველ მსოფლიო ომში ავიაციამ თავი იჩინა ქალაქების დაბომბვაში, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. 1914 წლის 30 აგვისტოს გერმანულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ბომბი პარიზში, რის შედეგათაც დაიღუპა ერთი ქალი. 1915 წლის 31 მაისს დაიბომბა ლონდონი, დაიღუპა 7 ადამიანი.

ამრიგად ეს პირველი მაშტაბური ომი იყო რომელშიც ფართოდ იქნა გამოყენებული ავიაცია და განსაზღვრა სამხედრო ავიაციის განვითარება.

ომის უკანასკნელი სტადია

1918 წლისთვის დასავლეთ ფრონტზე გერმანელებიც, ფრანგებიც და ინგლისელებიც დასუსტებულები იყვნენ სანგრებში სამწლიანი ჯდომის შემდეგ. რუსეთის ომიდან გასვლის შემდეგ გერმანელებმა აღმოსავლეთიდან ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლეს, რამაც ცოტა ხნის მანძილზე შეამსუბუქა მათი მდგომარეობა, მაგრამ მოკავშირეებს ხელთ უკეთესი კოზირი ჰქწონდათ, გაზაფხულზე კონტინენტზე უკვე 300 000 ამერიკელი ჯარისკაცი იყო, მათი რაოდენობა კი თვეში 250 000-ით იზრდებოდა. ამერიკის ომში ჩართვა გამოფიტული ინგლისელებისთვის და ფრანგებისთვის გადამრჩენელი იყო. გერმანულ არმიაში სხვა ყველაფერთან ერთად საკვები პროდუქტის ნაკლებობაც იყო.

მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ომში 1917 წლის გაზაფხულზე ჩაერთო,ამერიკელებმა აქტიურად ბრძოლებში მონაწილეობა მხოლოდ 1918 წლის გაზაფხულზე მიიღეს, რადგან ამერიკული ჯარი სრულიად არ იყო მზად ისეთი ომისთვის როგორიც დასავლეთ ფრონტზე განვითარდა. ამერიკულ კორპუსს ჯონ პერშინგი ხელმძღვანელობდა. მან ჩამოაყალიბა პირველი ამერიკული არმია, რომელშიც 14 დივიზია შედიოდა. ახალი ამერიკული არმია საბრძოლველად პირველად 1918 წლის 24 ივლისს შამპანში გავიდა.
ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანელებმა მოახერზეს გინდენბურგის ხაზის გარღვევა. სანგრებში ომი დასრულდა და ისევ მობილური ომი დაიწყო. გერმანული არმია კარგად იბრძოდა, მაგრამ გერმანიაში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. ბლოკადის გამო ქვეყანაში საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტი იყო. უფრო და უფრო ძლიერდებოდაპაციფისტური განწყობები. ფრონტის ხაზზეც კი ჯარისკაცებს საშინელი საკვები ჰქონდათ. ამის გარდა გერმანიაში ჯარისკაცთა კატასტროფული დეფიციტიც დაიწყო. ჯარში უკვე 16-17 წლის ბიჭებს იწევედნენ. ოქტომბრის ბოლოსთვის ცხადი იყო რომ გერმანია დამარცხების ზღვარზეა. ლუდენდორფმა გადაწყვიტა ჯარების გერმანიის დასავლეთ საზღვართან გადაყვანა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.

სამშვიდობო მოლაპარაკებები
სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფუძვლად ვილსონის 14 პუნქტი ედო, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის იანვარში იყო შემუშავებული. ამ დოკუმენტის თავახმად გერმანიას და ავსტრო-უნგრეთს ომის მსვლელობისას დაპყრობილი ტერიტორიები უნდა დაეთმოთ, ავსტრო-უნგრეთის და ოტომანთა იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს ეძლეოდათ საკუთარი ეთნიკური სახელმწიფოების ჩამოყალიბების საშუალება, ხოლო გერმანიას უნდა დაებრუნებინა საფრანგეთისთვის ელზასი და ლოტარინგია. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მიიღო.

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, თუმცა დასავლეთ ფრონტზე ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ვილსონის 14 პუნქტი გერმანიისთვის მისაღები იყო, მაგრამ მოკავშირეთა სამხედრო მეთაურები არ თანხმდებოდნენ ამაზე, მათ სურდათ გერმანიისგან სრული კაპიტულაცია. არეულობები დაიწყო გერმანულ ფლოტზეც და რეზერვულ ჯარებში, რომლებიც ჯარისკაცთა დებუტატებს ირჩევდნენ, ბოლშევიკური მოდელით.

ავსტრიის კაპიტულაციის შემდეგ გერმანია იზოლაციაში აღმოჩნდა. ქვეყანაში არეულობა სუფევდა და მძლავრობდა რევოლუციური მოძრაობა. მემარცხენებმა მოითხოვეს ომის სასწრაფოდ შეწყვეტა და ბერლინში საყოველთაო გაფიცვა მოაწყეს.

7ნოემბერს გერმანელებმა ფოშთან გაგზავნეს მოსალაპარაკებლად ხალხი. ფოშმა დაუყენა პირობა, რომ გერმანელებს უნდა სასწრაფოდ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორიები და გადფაეცათ მთელი ტექნიკა მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაიკავებდნენ რეინის დასავლეთ ნაპირს. გერმანელები იძულებულები იყვნენ დათანხმებოდნენ.

9 ნოემბერს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ მოაწყო გადატრიაალება კაიზერის ვილჰელმ II-ს წინააღმდეგ, რომელსაც აიძულეს ტახტზე უარის თქმა და გერმანიის დატოვება.

11 ნოემბერს დილის 5 საათზე, როდესაც დასავლეთ ფრონტზე არტილერია ბობოქრობდა, კომპიენის ტყეში რკინიგზის ვაგონში ხელი მოეწერა ზავს. მიუხედავად ამისა კიდევ 6 საათის მანძილზე ფრონტზე იღუპებოდნენ ჯარისკაცები. ცეცხლი მხოლოს დილის 11 საათზე შეწყდა. უკანასკნელ დაღუპულ ჯარისკაცად მიიჩნევა ჯორჯ ლოურენს პრაისი, კანადელი ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა 10:58-ზე სნაიპერის ტყვიისგან. 11 საათზე კი საფრანგეთში და ფლანდრიაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, როგორიც აქ არ იყო ოთხ წელიწადზე მეტი.

ომის დასრულების შესახებ ცნობამ ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონში და სხვა ქალაქებში ხლხი ქუჩებში გამოიყვანა სიხარულმა. ზეიმმა მთელი ღამე გასტანა. ამ ომს 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ომის შედეგები

პირველ მსოფლიო ომმა კორექტივები შეიტანა არა მხოლოდ ავროპის, არამედ მსოფლიო რუქაზე.

გერმანიამ დაკარგა აფრიკის და აზიის კოლონიები, ასევე ელზასი და ლოტარინგია.პოლონეთს გადაეცა აღმოსავლეთი პრუსია და პოზნანი,ჩრდილოეთ შლეზვიგი შეიერთა დანიამ.გერმანიის სასაზღვრო რეგიონებში ჩატარდა არჩევნები,სადაც მოსახლეობა წყვეტდა სურდა თუ არა გერმანიის შემადგენლობაში დარჩენა. იგივე უფლება არ მიენიჭა გერმანელებს,რომლებიც სილეზიასა და ჩრდილოეთ ბოჰემიაში უმრავლესობას შეადგენდნენ. მიუხედავად ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებისა,შეერთდებოდა ავსტრია გერმანიას,ამის წინააღმდეგი აშშ,დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ.ასეთი ორმაგი სტანდარტების გამოყენება ძვირად დაუჯდა ევროპას,როცა ჰიტლერმა სუდეტი,რომლის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გერმანელი იყო, ჩამოართვა ჩეხოსლოვაკიას,რისი წინაპირობაც სწორედ ანტანტის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები იყო(ამა თუ იმ მიწის მოსახლეობას თვითონ უნდა გადაეწყვეტა,რომელ ქვეყნის შემადგენლობაში შევიდოდა). მძლავრ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური, ღატაკი ვაიმარის რესპუბლიკა, რომელმაც 1933 წლამდე იარსება. გერმანიის მოსახლეობა დაიტანჯა შიმშილით და სიღატაკის, ომის შემდეგ კი მოხდა ეკონომიკის სრული კრახი რასაც 20-ანი წლების დასაწყისში ჰიპერინფილაცია მოყვა. კომუნისტები ყველა ხერხით ცდილობდნენ სახელმწიფოს სათავეში მოსვლას. მათ კი დაუპირისპირდნენ ნაციონალ-სოციალისტები, რომლებმაც საბოლოო ჯამში მოიპოვეს გამარჯვება.

დაიშალა ავსტრო-უნგრეთი. წარმოიქმნა დამოუკიდებელი ავსტრიის, უნგრეთის და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკები. უნგრეთში კომუნისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. იგივე ბედი ეწია ოტომანთა იმპერიასაც. არაბებმა თავისი ფსევდო დამოუკიდებელი სახელმწიფოები შექმნეს, რომლებიც ინგლისის და საფრანგეთის კონტროლის სფეროებად იქცნენ.

იტალიაშიც პოლიტიკური არასტაბილურობა სუფევდა, სანამ ხელისუფლებაში დიქტატორი ბენიტო მუსოლინი არ მოვიდა. დიდ ბრიტანეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი სუფევდა, არ წყდებოდა მუშათა და ჯარისკაცთა გამოსვლები. გამარჯვებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საფრანგეთი იყო. ოთხი წლის ნამძილზე სწორედ მის ტერიტორიაზე გადიოდა ფრონტის ხაზი. ეკონომიკა დანგრეული იყო, ფრანგი მამაკაცების 27% კი ომში დაიღუპა.

რუსეთის იმპერია დაემხო და 20-ანი წლების დასაწყისში ქვეყანაში საშინელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. 1922 წელს გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და დეკემბერში ახალი სახელმწიფო სსრკ ჩამოაყალიბეს.

ცოტა დიდი პოსტია , მაგრამ ვისაც აინტერესებს წაიკითხავს :)
წყარო ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close