საინტერესო და უჩვეულო ფაქტები
გაიცანით სამყარო, რომელიც მუდმივად უცნაურ სიახლეებს გვთავაზობს! ამ სიახლეში კი სწორედ მათ წარმოგიდგენთ, უჩვეულოს და საინტერესოს!
…
ძველ ჩინეთში ექიმებს გასამრჯელოს მაშინ უხდიდნენ, როცა იმპერატორი ჯანმრთელად იყო, ხოლო როცა ავადმყოფობდა, მის გამოჯანმრთელებამდე ექიმები გასამრჯელოს გარეშე რჩებოდნენ.
…
ლეგენდარული მსახიობის მერლინ მონროს დედას შიზოფრენია სჭირდა.
…
ოლიმპიურმა ჩემპიონმა თოფიდან სროლაში, კაროია ტაკაჩამ, მარჯვენა ხელის ამპუტაცია გაიკეთა. ამ ამბიდან 8 თვის შემდეგ მან მარცხენა ხელით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.
…
ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრის სახელი “პეპი გრძელი წინდა” მწერლის ქალიშვილმა, კარინმა მოიფიქრა.
…
უილიამ შექსპირის უმცროსმა გოგონამ წერა-კითხვა არ იცოდა.
…
ყველაზე დიდ დროს, დაახლოებით ცხრა საათს დღეში, ტელევიზორთან იაპონელები ატარებენ.
…
მსოფლიოში ყოველდღიურად 4.5 მილიარდი ლიტრი ბენზინი გამოიყენება.
…
სტატისტიკის მიხედვით გერმანელები ყველაზე მაღლები არიან.
…
აშშ-ს მოსახლეობა ცხოველების მოსავლელად ყოველ წელს 5.4 მილიარდ დოლარს ხარჯავს.
…
იაპონიის ფართობი აშშ_ს ტერიტორიის 3% უდრის, მაგრამ მთელი იაპონიის მიწა 2-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე მთელი ამერიკის.
…
ხორვატიის ქალაქი ჰუმი მსოფლიოში ყველაზე პატარაა 17 მცხოვრებით.
…
დედამიწა უფრო სწრაფად აგვისტოში ბრუნავს, ყველაზე ნელა კი მარტსა და აპრილში.
…
მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწა 30კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს.
…
ყველაზე დაუსახლებელი ქვეყანა მონღოლეთია. იქ კვადრატულ კილომეტრზე 13 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს.
…
ყველაზე მთაგორიანი ამერიკის შტატი ნევადაა, იქ 300_ზე მეტი მთაა დაფიქსირებული.
…
მთების ყველაზე დიდი ჯაჭვი ანდებია, იგი 6400 კმ სიგრძისაა და 7 სახელმწიფოს აერთიანებს.
…
კანადასთან შეერთებამდე კუნძული ნიუფაუნდლენდი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახლდათ.
…
ევერესტზე მისი დაპყრობის მცდელობისათვის დაღუპული ადამიებისადმი მიძღვნილი მონუმენტია აღმართული. არსებული მონაცემებით აქ მინიმუმ 120 ცხედარია დაკარგული.
…
ლეგენდარულ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს, როცა ის კოლეჯში მეორე კურსზე სწავლობდა, სიდაბლის გამო კალათბურთის გუნდში მიღებაზე უარი უთხრეს.
…
ინგლისელი კარიერისტების 89% დარწმუნებულია, რომ სამსახურეობრივი რომანი სასარგებლოა ჯანმრთელობისა და კარიერისთვისაც.
…
მსოფლიო მასშტაბით მამაკაცების 63% მიაჩნია, რომ ბავშვს მამაც უნდა უვლიდეს.
…
შესაძლებელია ბამბუკის ხე 24 საათში 1 სანტიმეტრითაც კი გაიზარდოს.
…
ერ.თი წლის განმავლობაში ერთი ხე დაახლოებით 120 კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს, რაც ორ ადამიანს სრულიად თავისუფლად მოამარაგებს ჰაერით.
…
შავი კატა აზიელებისათვის ბედნიერების მომტანად ითვლება.
…
საფრანგეთის ყველა მეფეს, ტრადიციისამებრ სენ-დენის ტაძარში კრძალავდნენ.
…
მსოფლიოში არსებული დიალექტებიდან ჩინურ დიალექტ მანდარინზე ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
…
1399 წლამდე ინგლისელი მეფეები ფრანგულად ლაპარაკობდნენ.
…
მინესოტას შტატში არსებულ “სუპერმარკეტ მოლ ოვ ამერიკას” ყოველწლიურად იმაზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ვიდრე დიდ კანიონსა და დისნეი ლენდს.
…
მსოფლიოში უძველესი მოქმედი უნივერსიტეტი იტალიის ჩრდილოეთით ქალაქ ბოლონიაში მდებარეობს. იგი ჯერ კიდე 1088 წელს დაარსდა.
…
ლეგენდის თანახმად მეფე არტუის მრგვალი მაგიდის ირგვლივ 150 ადამიანი თავსდებოდა.