არქივი

საუკეთესო სნაიპერები

966cee35a630

ნამდვილი სნაიპერი არის პროფესიონალი, რომელიც მოიპოვებს სადაზვერვო ინფორმაციას და მიგებული ინფორმაცისს საფუძველზე აკეთებს ერთ კარგად დაგეგმილ გასროლას, თუ გასროლა მოხვდა სამიზნეს მაშინ სნაიპერი გაანადგურებს პოტენციური სიკვდილის საფრთხეს და თუ ვერა მაშინ თვითონვე დაემუქრება განადგურების საფრთხე…

სიმო ჰაიჰა

0c7e2f3a4117

სიმო ჰაიჰა (17დეკემბერი 1905-1აპრილი 2002) ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”,რომელიც წითელი არმიის ჯარისკაცებმა შეარქვეს იყო ფინელი ჯარისკაცი.”ზამთრის ომში” მან სტანდარტული რკინის სამიზნიანი შაშხანით გაანადგურა ყველა მეტი მოწინააღმდეგე რაც კი ოფიციალურად დადასტურებულა.

ჰაიჰა დაიბადა დღევანდელი რუსეთ ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში და სამხედრო მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან.სანამ ბრძოლაში ჩაებმებოდა ჰაიჰა იყო ფერმერი და მონადირე.1939-1940 წლებში ის მონაწილეობდა ზამთრის ომში რომელიც იწარმოებოდა ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის,სწორედ აქედან დაიწყო მისი სნაიპერის კარიერა.-20 -40 ცელსიუს გრადუსში, თეთრ სამხედრო ფორმაში შენიღბულმა ოფიციალურად სიცოცხლეს გამოასალმა 505 საბჭოთა ჯარისკაცი, ხოლო დაუდასტურებელი მოკლულების რაოდენობასთან ერთად ეს რიცხვი 542 აღწევს.არაოფიციალურად ფინეთის წინა ხაზის მებრძოლის ვარაუდით მოკლულების რაოდენობა 800-ს აჭარბებს.
უფრო ვრცლად მასზე ინფორმაცია თუ გაინტერესებთ დააკლიკეთ აქ
ივან სიდორენკო

de536dc2e811

ივან მიხაილის ძე სიდორენკო (დაიბადა 1919 წლის 12 სექტემბერს) არის წითელი არმიის ყოფილი ოფიცერი,რომელიც მსახურობდა მეორე მსოფლიო ომში.ის იყოს ერთ-ერთი ელიტარული სნაიპერი,რომლის სახელზეც არის 500-ზე მეტი დადასტურებული მკვლელობა.

დააწინაურეს რა მაიორის ტიტულამდე,ის იყო ყველაზე წარმატებული საბჭოთა სნაიპერი.იყენებდა ოპტიკით აღჭურვილ რუსულ შაშხანა მოსინს.სიდორენკო არ იყო ერთადერთი საბჭოთა ჯარისკაცი:სხვა საბჭოთა სნაიპერებმაც მოკლეს იმდენივე ადამიანი,რამდენიც სიმო ჰაიჰამ..

ბილი სინგი

eebfe0602530

უილიამ ედვარდ სინგი (1886-1943) იყო ავსტრალიელი სნაიპერი. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში და გალიპოლის ომში.

24 ოქტომბერს 1914 წელს, ომის დაწყებიდან 2 კვირაში.სინგი ჩაირიცხა ავსტრალიის სამეფო ჯარების მეხუთე მსუბუქ კავალერიაში. სინგმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება გალიპოლის სამხედრო კამპანიაში 1915-1916 წლებში.პოლკის ოფიციალური ჩანაწერებით მან სიცოცხლეს გამოასალმა 150 ადამიანი.თუმცა 1915 წლის 23 ნოემბერს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამხედრო კორპუსების გენერალმა უილიამ ბერდვუდმა დააჯილდოვა ის მისი 201-ე დაუდასთურებელი მკვლელობისთვის.

ერვინ კონიგი

3aa82a246b83

ერვინ კონიგ (მოკლეს-1942 წელს) იყო ვერმახტის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი,ამტკიცებენ რომ ის მოკლა ლეგენდარულმა რუსმა სნაიპერმა ვასილი ზაიცევმა სტალინგრადის შტურმის დროს.კონიგი მოხსენებული ყავს ზაიცევს თავის “სნაიპერის მოგონებებში”,ასევე იულიამ კრეიგს 1973 წლის წიგნში “მტერი კარიბჭესთან:სტალინგრადის ბრძოლა”. 2001 წელს გადაგებული ფილმი “მტერი კარიბჭესთან” (Enemy at the Gates) ასახავს ზაიცევისა და კონიგის დუელს, სტალინგრადის ბრძოლის ბოლო დღეებში.

ვასილი ზაიცევი

21a53c1e13e9

ვასილი გრიგორის ძე ზაიცევი იყო საბჭოთა კავშირის სნაიპერი მეორე მსოფლიო ომის დროს.განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სიმამაცე 1942 წლის 10 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე.მან სიცოცხლეს გამოასალმა 225 ფაშისტი ჯარისკაცი და ოფიცერი, 11 სნაიპერის ჩათვლით.

მას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის სტალინგრადის ბრძოლაში.სტალინგრადში ერთ-ერთ ქარხანაში საბჭოელებმა დაარსეს სნაიპერთა სკოლა,რომელსაც ზაიცევი უძღვებოდა.ტარდებოდა სნაიპერთა კონფერენციები, რომ გაევრცელებინათ “სნაიპერიზმის” დოქტრინები.შეხვედრის დროს სნაიპერები ერთმანეთს უზიარებდნენ იდეებს,გამოცდილებებს და ტექნოლოგიებს.ცნობლია რომ ზაიცევის მიერ გაწვრთნილმა სნაიპერებმა მოკლეს 3000-ზე მეთი ფაშისტი ჯარისკაცი.

ჰენრი ნორვესტი

67578865b1f2

ჰენრი ნორვესტი-ყოფილი როდეოს შემსრულებელი და რანჩოს მეპატრონე,მსახურობდა ნორვესტის (კანადა) პოლიციაში 1915 წლის სექტემბრამდე,როცა ის შეუერთდა კანადის სამხედრო ძალებს. კანადის 50-ე ქვედადანაყოფში, სამწლიანი მსახურის დროს მან სიცოცხლეს გამოასალმა 115 ადამიანი.სამხედრო მოღვაწეობის დროს ის რაც განასხვავებმა მას სხვებისაგან იყო, მისი ცბიერი ტაქტიკა და მისი პროფესიონალური ნიჭი გარემოსთან შეეხამებინა სამხედრო ფორმა.მისი განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო,ის არაერთხელ გაუგზავნიათ მტრის ზურგში სადაზვერვო საქმეზე.

კარლოს ნორმან ჰესკოკი II

020f190c65d6

კარლოს ნორმან ჰესკოკ II (1942-1999) იყო ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კორპუსის სნაიპერი,რომლის სახელზეც არის 93 დადასტურებული მკვლელობა.ჰესკოკის ჩანაწერებმა და მისიერის არაჩვეულებრივმა დეტალებმა,რომლებშიც ის მონაწილეობდა ჰესკოკი საზღვაო კორპუსის ლეგენდად აქცია.მისმა წარმატებამ როგორც სნაიპერი და შორ მანძილზე სროლის ოსტატობამ,კესკოკი აქცია საზღვაო ძალების სნაიპერთა სკოლის მთავალ მწვრთნელად.

კარლოს ჰესკოკი მისთვის მიძღვნილ წიგნში,რომელიც მიეძღვნა მისი სნაიპერის კარიერას,ის ასე აღნიშნავს:”მე მიყვარს სროლა და მე მიყვარს ნადირობა.მაგრად მე არასდროს არ მსიამოვნებდა ვინმეს მოკვლა.ეს უბრალოდ ჩემი სამუშაოა.თუ ჩვენ არ გავანადგურებთ ამ ნაბიჭვრებს,მაშინ ისინი გაანადრურებენ ჩვენს ბავშვებს,რომლებიც ჩვენ საზღვაო ფორმაში გამოვაწყვეთ.ეს არის გზა თუ როგორ ვხედავ მე ამ ყველაფერს”

ლუდმილა პავლიჩენკო

f50655014397

ლუდმილა მიხაილის ასული პავლიჩენკო (უკრანა.1916-1974) იყო საბჭოთა სნაიპერი და იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში.მის სახელზეა 309 სასიკვდილო გასროლა,და ითვლება როგორ ყველაზე საუკეთესო ქალი სნაიპერი სნაიპერთა ისტორიაში.

Paata Chikhladze | Create your badge
100000723197782.1791.1630197383

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button