არქივი

ახედე ცას… (ნაწილი ||)

a0d741fbcf93

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ციდან ქვების ჩამოცვენის შესახებ ცნობებს იკვლევდნენ ცნობილი მეცნიერები-ლავუაზიე,გასენდი და ა.შ.ქვების იშვიათი,უცნაური ცვენა ბევრ წყაროშია აღნიშნული.

გაზეთი “ტაიმსი” 1821 წლის 1 მაისს წერს,რომ ტრუროში(კორნუოლი,ინგლისი)ერთ-ერთ სახლს მუდამ ეცემოდა ქვები.ჟრუნალ “ინფო ჯორნელში”ქვათაცვენის კიდევ ერთი არასასიამოვნო ამოჩემებაა აღნიშნული.1973 წლის 27 ოქტომბერს სკანთლზის(ნიუ-იორკის შტატი) მახლობე ტბაში ორი მამაკაცი თევზაობდა,ამ დროს მათ გვერდით,წყალში,ჯერ ერთი,შემდეგ კი ორი დიდი ქვა ჩავრდა.მათ შემოგარენი დაათვალიერეს,მაგრამ ვერაფერი და ვერავინ აღმოაჩინეს.შემდეგ მომცრო კენჭების სეტყვამ ისინი მანქანისაკენ გააქცუნა.სანამ გარბოდნენ,ქვების წვიმა თან მიჰყვებოდათ.როცა,ბოლოსდაბოლოს,გაჩერება და ჩაცმა დაიწყეს,თავზე ისევ ქვები დააცვივდათ და ბარიდან გამოსვლისას,წყურვილის მოსაკლავად რომ შევიდნენ,ისევ ქვათაცვენაში მოყვნენ.სახლთან,სადაც ერთმანეთს დასცილდნენ ქვათაცვენა გაძლიერდა კიდეც.სირაკუზის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა,რომ კენჭბი ადგილობრივი წარმოშობის იყო.

საინტერესოა ქვათაცვენა ოთახებსა და ჩაკეტილ სივრცეში.მთელი ხუთი დღე ქვები აცვივოდა ახალგაზრდა აბორიგენს,რომელიც ქალაქ პამფეის(დასავლეთ ავსტრალია) მახლობელ ფერმაში მუშაობდა.მეცნიერებმა “ქარის ახირებულობაზე” მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს.მაგრამ,მათაზრი შეეცვალათ,როცა ორმა თვითმხილველმა,დასახელებულ ახალგაზრდა კაცთან ერთად დაკეტილ კარავში რომ იმყოფებოდნენ,ფიცის ქვეშ დაადასტურა,ჩვენს ფეხებთან ჩამოცვენილ ქვებს ვხედავდითო.

ციდან საგანთა ცვენის თითქმის არცერთი შემთხვევა არ გავს ერთმანეთს.ყოფილა მყრალი და ფერადი ყინულის ნატეხების,მარილის კრისტალების,სპილენძის შენადნობების,წიდისა და ალებასტრის,საჭმელი სოდის კრისტალების ცვენა.ასევე ცვიოდა ლითონის ნამსხვრევები,რომელიც მეტეოროლოგიური პოზიციით ვერ აიხსნება.მაგალითად:კანიტფონში(ონტარიო) რბილი კვერცხი ჩამოვარდა,რომელიც შუშისა და თითქმის სუფთა თუთიის ნაერთი აღმოჩნდა.

ასევე ძალიან უცნაური ადამიანის ხელით ნაკეთები საგნების ცვენა,ასეთი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირი იყო.პირამიდისებური ქვები-“მეხის ქვები”,”ციური ისრები” საყოველთაოდ აღიარებულ თილისმებად ითვლებიან,რომლებიც ადამიანებს მეხის დაცემისაგან იცავენ.ბირმის,ჩინეთისა და იაპონიის მცხოვრებთ.როგორც,1911 წელს გამოცემულ კ.ბლინკენბერგის წიგნში “მეხის იარაღი” ვკითხულობთ,სწამდათ,რომ ეს საგნები ზეცაში მზადდებოდა.ზოგი ნატურალისტი თვლის,რომ “მეხის ქვები” ზეცაში იბადებიან მეხის სუნთქვისაგან,გარს შემოხვეული ტენისაგან რომ დედდება.საუკუნეები გავიდა,სანამ მეცნიერები,ადრე მსგავსი მოვლენების შესაძლებლობას რომ უარყოფდნენ,იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ,ქვები ნამდვილად ზეციდან ცვივაო.

განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებენ ქვის ნაჯახები,რომელთაც მიწაზე მეხის დაცემის ადგილას ანდა მეხისაგან გაგლეჯილ ხის ტანში პოულობენ.ბლინკენბერგი აღნიშნავს,რომ ასეთი ქვების მეხთან დაკავშირების ხალხური წარმოდგენის გეოგრაფია საკმაოდ ფართო იყო.ძალიან სწორი ფორმის დისკოს მსგავსი დამუშავებული ქვა დაბა ტაბრში(საფრანგეთი) 1887 წლის ივნისში ჩამოვარდა ციდან.ჟურნალ “კონთ რენდიუში” მოვლენის ახსნას გრიგალით შეეცადნენ.1910 წელს ჟურნალ “საიენთიფიკ ამერიქენის” ფურცლებზე დისკუსია გაიმართა,როცა ჩარლზ ჰოლდერმა განაცხადა:”მეტეორიტის მსგავს” ქვაზე ამოტვიფრული წარწერის წაკითხვა შევძელიო.ეს მეტეორიტი მექსიკაში იაკის ხეობაში ჩამოვარდა.ჰოლდერის მტკიცება თითქოს წარწერა მაიას ტომის ენაზე იყო შესრულებული მეცნიერებმა ადვილად უარყვეს

38fb4e996158
ბიჯორში(ინდოეთი),როგორც ამბობენ,უკვე თითქმის ასი წელია,ციდან მძივის მარცვლები ცვივა,ძაფის გასაყრელი ნახვრეტიც რომ აქვს.ზოგჯერ ისე ბევრი ვარდება,რომ მთელი პეშვის მოგროვება შეიძლება.ამ მძივის მარცვლების წყარო ვერ აღმოაჩინეს.ასევე ვერ ახსნა პოლიციამ,თუ საიდან მოვიდა გოლფის სათამაშო ბურთები,ქარიშხლის დროს დაბა პუნტა-გორდაში(ფლორიდა).ლურსმნების დიდი რაოდენობა დააცვივდა თავს ციდან შუქურის ზედამხედველის ცოლს ღამით,პოინტ-ისაბელში(ტეხასი).ეს 1888 წლის 12 ოქტომბერს მოხდა,ხოლო იმავე წლის 16 ოქტომბერს გაზეთი “სენთლუის გლოუბდემოკრათი” წერდა,რომ მეორე თამეს ლურსმნების სეტყვა განმეორდა,ოღონდ მიწის კოშტებისა და ხამანწკის ნიჟარების თანხლებით.

ძალიან უცნაური და თანაც არც ისე სასიამოვნოა გამომწვარი აგურის ნატეხების ცვენა(და მთლიანი აგურებისაც კი : D ),რომელიც მოხდა პონდიშერში(ინდოეთი),შრი აურობინდოს სხვადასხვა ოთახებში,1921 წლის დეკემბერში.ვერც ბოროტგანმზრახველები,ვერც ამ მოვლენის მიზეზები ვერ აღმოაჩინეს,აგურები კი ისევ ცვიოდა ეზოში,სამზარეულოსა და კიბეებზე.მცხოვრებლებმა მალე შენიშნეს,რომ აგურებს მხოლოდ სახურავზე დაბლა ხედავდნენ,თითქოს ისინი იქ ჩნდებოდნენ და მაშინვე როგორც მატერიალურ სახე იღებდნენ,ვარდებოდნენ.

ასევე ხშირი ფაქტი იყო ფულის ცვენა:ქალაქ ბეტონის უდაბნოში,ასევე ბატერსში(ლონდონი) ჩამოცვივდა პენსები,სოდისა და ნახშირის ნატეხებთან ერთად.იხსენებენ ტრაფალგარი მოედანზე ჩამოცვენი მონეტებს.1976 წლის 6 იანვარს “ბათ ქრონიქლი” იუწყებოდა:ლიმბურგში ორმა მღვდელმა,ღმერთმა იცის საიდან ჩამოყრლი სხვადასხვა ღირებულების 2000 მარკის ბანკნოტი მოაგროვა.მაგრამ,ეს შემთხვევაც კი არ შეიძლება შეედაროს ბურჟეში (საფრანგეთი) მცხოვრებთა თავზე ასფრანკიანების ჩამოცვენას.1957 წლის 15 აპრილს “სანდი ექსპრესი” წერდა,რომ მიუხედავად გამოძიების ყოველი მცდელობისა,დანაკარგის შესახებ არავის გამოუცხადებია.

სულ ეს იყოო :)
By MaaRuuS…

მსგავსი ამბები

Back to top button