არქივი

PINK FLOYD

0fcafa5b9064

პინკ ფლოიდი (ინგ. Pink Floyd) – ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ცნობილი გახდა ფსიქოდელური მუსიკით, განვითარების მიხედვით კი – პროგრესული როკის ჟანრის მუსიკით. ჯგუფის სიმღერები ცნობილია ფილოსოფიური ლირიკით, სხვადასხვა მუსიკალური ექსპერიმენტით, ალბომების ყდების ნოვატორული გაფორმებით და ფერადი შოუებით.

როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფის სახით, პინკ ფლოიდმა გაყიდა ალბომების 210 მილიონი ასლი, მათ შორის – 74.5 მილიონი ასლი მხოლო აშშ-ში. ჯგუფმა გავლენა იქონია პროგრესული როკის ისეთ შემსრულებლებზე, როგორიც არის ჯენესისი და იესი.პინკ ფლოიდი ჩამოყალიბდა ლონდონში, 1965 წელს, კემბრიჯიდან ჩამოსული სიდ ბარეტის მიერ, რომელიც შეუერთდა ჯგუფს The Tea Set. ამ ჯგუფში შედიოდნენ რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტები – ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი და ბობ კლოუზი. ჯგუფი საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ ლონდონურ ანდერგრაუნდში ნამდვილ სენსაციად იქცა “პინკ ფლოიდის” სახელით, როდესაც 1967 წელს მიიღო ფსიქოდელიური იმიჯი. მიუხედავად ამისა, ბარეტის ექსცენტრიული ქცევის გამო წევრებმა მას ჯგუფი დაატოვებინეს და მას შეუერთდა დევიდ გილმორი. ბარეტის წასვლის შემდეგ მთავარ იდეოლოგიურ ძალად რჩებოდა როჯერ უოტერსი, სანამ 1985 არ დატოვა ჯგუფი. პინკ ფლოიდი ყოველთვის უზომოდ პოპულარული იყო ინგლისში, მაგრამ მსოფლიო წარმატება მოიპოვა ალბომებით The Dark Side of the Moon (1973), Wish You Were Here (1975), Animals (1977), და როკ-ოპერის მსგავსი ორმაგი დისკით The Wall (1979).

f7b6a99c92ee

a7fbab7272b6

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი არასოდეს იყო სინგლების გამოცემის მომხრე და ასეთ სტრატეგიას მიჰყვებოდა 1968 წლიდან, ამერიკულმა კომპანიამ მოითხოვა სინგლის გამოცემა, რისთვისაც შეარჩიეს “Money”.ამან სათანადო რეკლამა გაუწია ალბომს და ჯგუფი პირველად აღმოჩნდა ამერიკულ ჩარტებში პირველ ადგილზე.2006 წლის დეკემბრისათვის ალბომი მხოლოდ შტატებში გაიყიდა 15 მილიონი ასლის რაოდენობით, მსოფლიოში კი – 40 მილიონზე მეტი ასლის რაოდენობით.”ბილბორდის” 200 საუკეთესო ალბომის სიაში მან დაჰყო ზუსტად 301 კვირა და დადებითად შეფასდა თითქმის ყველა კრიტიკოსის მიერ.გილმორის ნაცნობმა მუსიკოსებმა აღიარეს, რომ ეს მისი საუკეთესო ნაშრომი იყო, პინკ ფლოიდში მოსვლის შემდეგ. 1977 წლის დამქანცველი საკონცერტო ტურის დროს, რომელზეც პინკ ფლოიდს შეუერთდა ახალგაზრდა გიტარისტი სნოუი უაიტი, უოტერსმა შეამჩნია, რომ ბევრი მსმენელი ნაკლებ ყურადღებას აქცევს საერთოდ შესრულებას და ხშირად მისი ხმა უფრო ხმამაღალია, ვიდრე ინსტრუმენტების. ასევე, აშკარა იყო, რომ ჯგუფის მაგია, რომელშიც იგულისხმებოდა მსმენელის მოჯადოვება უნაკლო შესრულებით, სადღაც გაქრა და წინა რიგებში მდგომი მსმენელები უოტერსს სულ უფრო და უფრო აღიზიანებდა, რადგანაც იგი ხედავდა მათ მაგალითზე, რომ მსმენელი კარგავს მუსიკოსთან კავშირს, სხვადასხვა ქცევით, როგორიც იყო ხელების უაზრო ქნევა და ღრიალი კონცერტის დროს. დაღლილი უოტერსი ითვლიდან შოუების რაოდენობას და ყოველ მათგანზე გარკვეულ ნომერს აცხადებდა – ეს იყო კონცერტის რიგითი ნომერი. უკანასკნელ შოუზე, მონრეალში, როჯერმა ვერ მოითმინა და ერთ-ერთ მყვირალა მსმენელს სახეში შეაფურთხა. როგორც ნიკ მეისონი საკუთარ წიგნში, Inside Out აღნიშნავს, კონკრეტულად იმ მოცემულ მომენტში ამის მთავარი მიზეზი იყო ამ მსმენელის შეძახილი – დაუკარით Careful With That Axe, Eugene (საგულისხმოა, რომ ეს კომპოზიცია დაკრული იქნა 1977 წლის ტურზე, 9 მაისს და ეს არის დღემდე მისი უკანასკნელი საკონცერტო შესრულება). საკუთარი საქციელით შეძრწუნებულმა როჯერმა დატოვა სტადიონი, რომელზეც ტარდებოდა კონცერტი. ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა, სნოუი უაიტთან ერთად დაასრულეს კონცერტი ბლუზური იმპროვიზაციით.

01a1d97dc8fc

2200281f5f51

2006 წლის 7 ივლისს მწვავე დიაბეტის გამო გარდაიცვალა სიდ ბარეტი.მისი სახლი და ქონება, ასევე მისი ნახატები გატანილი იქნა აუქციონზე.სიდის დის, როზმარის თხოვნით, ჯგუფის წევრები არ მისულან სიდის დასაფლავებაზე, რათა არ მიეპყროთ ბრიტანელი ჟურნალისტების ყურადღება.მიუხედავად ამისა, როჯერმა და გილმორმა საკუთარ კონცერტებზე მიუძღვნეს სიდს სხვადასხვა სიმღერა.ცნობილი არის, რომ როჯერ უოტერსი მუშაობს ორ სოლო-ალბომზე. აგრეთვე საუბარია “კედლის” შესაძლოა სასცენო დადგმაზე, ბროდვეიზე. პარალელურად მან ჩაწერა სიმღერა “Hello (I Love You)”, რომელიც შეტანილია 2007 წლის ფილმში “უკანასკნელი მიმზი”.

bea794d28c98

მსგავსი ამბები

Back to top button