უცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 11

2wfms9g

ქალის ამბავი

ამ ამბავს პაპა ჰყვებოდა ხოლმე ქეიფის დროს, როცა თავის ბალალაიკაზე დაკვრასა და სიმღერას დაასრულებდა.
ეს ამბავი რომ მოხდა მე პატარა ბიჭი ვიყავი. მთელს იმ მხარეში გახმაურდა. ჩვენს სოფელშიც რამდენიმე ხანი სულ ეს ჰქონდათ სალაპარაკო.
ერთ სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა მიხა. მიხას მშობლები რომ დაეხოცა სულ მარტო დარჩა. მხოლოდ ერთი ვირი ჰყავდა, რომელმაც როგორც მიხა ამტკიცებდა ლაპარაკი იცოდა, მაგრამ მხოლოდ მასთან საუბრობდა. მიხა ჭკუასთან ცოტა არ იყოს მწყრალად იყო. ცოლი არ ჰყავდა, თუმცა კი ძალიან უნდოდა თავისი მეზობელი მაყვალას ცოლად შერთვა, თუმცა ჯერ ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე. მიხა ელამი იყო, ცალი თვალით თუ თვალებში გიყურებდათ, მეორე ალმაცერად გაურბოდა, ასე რომ ვერასდროს მიხვდებოდით საით იყურებოდა. თუმცა გულკეთილი კაცი იყო მიხა და სოფელელბს უყვარდათ და პატივს სცემდნენ.
იმ ღამეს თავის ვირის ტაჭკაზე იჯდა, ფიჩხი მიჰქონდა სახლში. თავის განუყრელ მათარაში არაყი ესხა და დროგამოშვებით წრუპავდა ხოლმე. თავის ვირთან სჯა-ბაასი გაემართა მაყვალას შესახებ. ვირი უმტკიცებდა კარგი ქალი კი არის, მაგრამ ძნ დიდი ულვაშები აქვსო. მიხა ამბობდა, მთავარია ქალმა კერძების გაკეთება იცოდეს და ვენახში მუშაობდეს, თორე ამხელა ულვაშები მაქვს და მაგის გამო თავის დღეში არავის დავუწუნივარო. მოკამათეებს მხედვლებოდიან გამორჩათ როგორ გადაუხვიეს მთავარი გზიდან და ბილიკს დაადგნენ. სოფლელები ჰყვებოდნენ ვითომც ღამ-ღამობით ამ გზაზე უცნაური ჩაცმულობის ქალი ჩნდებოდა და შემხვედრ მამაკაცებს სადღაც ეპატიჟებოდა მაცდური ღიმილით.
მიხა უკვე უყვიროდა თავის ვირს (თუმცა წკეპლას მაინც არ გადასცხებდა ხოლმე, უზომოდ უყვარდა თავის ლამაზ თვალება მეგობარი) როცა წინ ქალი შენიშნა. მიხას ძალიან გაუკვირდა. დახმარება შესთავაზა. ქალმა გაუღიმა და დამტვრეული ქართულით უთხრა უკან გამომყევი კეთილო კაცო, შენთან საქმე მაქვსო. თავიდან კი შეშფოთდა მიხა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობსო, ულვაშებზე ხელი ჩამოისვა, ჩაიცინა და ნიშნისმოგებით გახედა თავის ვირს. მიხა ტაჭკიდან ჩამოხტა და ქალს გაჰყვა. უცნობი წინ მიდიოდა, ხანდახან მოხედავდა ხოლმე მიხას და სთხოვდა მას მიყოლოდა. ვირიც მიხას უკან მოდიოდა. „უნდა ყველაფერი იცოდეს, რა ცნობისმოყვარეაო“-ფიქრობდა მიხა თავის ვირზე და ლამაზ, ხალვათად ჩაცმულ ქალს ათვალიერებდა, ხან ერთი და ხანაც მეორე თვალით.
თვითონაც არ იცოდა როგორ მოხვდა აქ, მაგრამ მიხა სასაფლაოზე აღმოჩნდა, რომელიც გზასთან ახლოს იყო. მიხას ძალიან ეშინოდა მკვდრების და სასაფლაოსთან გავლას კი ძალზედ უფრთხოდა. არაფრის დიდებით სასაფლაოსთან არ ჩაივლიდა დღისითაც კი, ღამით ხომ მიტუმეტეს არასდროს ყოფილა.
მიხა რომ მიხვდა სასაფლაოზე ვარო, გაჩერდა. უცნობი ქალი სთხოვდა მოდი მიხა, ნუ გეშინიაო. თუმცა ის ფეხის გადადგმასაც აღარ აპირებდა. მაშინ ქალი თვითონ მიუახლოვდა. თავისი მოკლე კაბის ღილებისკენ წაიღო ხელი. ნელა იხსნიდა. მიხამ თვალები ჭყიტა. ვირი გვერდით ამოუდგა პატრონს. „ხედავ როგორ მოვეწონე ამ ქალს?“ ამაყად ჰკითხა ვირს. ქალმა ღილები შეიხსნა და კაბა გაიძრო. საცვლების ამარა დარჩა. მიხამ თვალები მოიფშვნიტა ხომ არ მესიზმრებაო. „მოდი, მიხა, ხო ხედავ გელი“- ნაზად უთხრა ქალმა და იქვე წამოწვა. მიხამ თავისი ვირის მორიდებაც კი არ იქონია და პირდაპირ მივარდა ამ ქალს. მომხიბლავმა ქალმა უცებ საზარლად შესწივლა, ქერა თმა ჭაღარად ექცა, ახალგაზრდა სახე დაუნაოჭდა და დაუსახიჩრდა. მიხამ კი ზღართანი მოიღო და სადღაც ჩავარდა.
მიხამ ყვირილი მორთო. ბებერი მახინჯი უეცრად გაქრა, მიხა კი ამოთხრილ საფლავში აღმოჩნდა. აქეთ-იქით აწყდებოდა. ამოსვლა უნდოდა, შიშისგან გული ელეოდა. თავის ვირს უხმობდა საშველად.
მეორე დილით სოფლელებმა მიხა სოფლის გზაზე იპოვეს გულწასული, ვირის სადავეს გამობმოდა ფეხით და კეთილი პირუტყვი მიათრევდა ნელა შარაზე. მოასულიერეს, გონს მოიყვანეს.
შემდეგ მიხა ამტკიცებდა ჩემი ვირი რომ არა ნამდვილად მოვკვდებოდი, მან გადამარჩინაო, ალბათ ამიტომ იყო რომ თავის ოთახში აძინებდა. შემდეგ როგორც ჩანს, თავისი ვირისგან თანხმობა მიიღო და მეზობელი მაყვალა ითხოვა ცოლად, რომელიც სიამოვნებით კი გაჰყვა ცოლად, მაგრამ მიხას საბრალო ვირი ამოიჩემა. ჯერ საერთო ოთხიდან გააგდო, მერე კიდევ თუ თვითონ დაჯდებოდა ტაჭკაზე, ისე სცემდა სახრეთი, საბრალოს ტყავს აძრობდა. ბოროტი ენები ამბობდნენ, მაყვალა მიხას ვირზე ეჭვიანობსო. მაყვალაც უკაცრავად იყო გონებასთან. თუმცა კარგი დიასახლისი კი გამოდგა. .
ამ ამბებიდან ცოტა ხანში სოფელს გამომძიებლები ესტუმრნენ. მიხას მითითებულ ადგილას მიწა გათხარეს და ადამიანის ჩონჩხი იპოვეს, რომელიც როგორც აღმოჩნდა ქალს ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ, ერთ-ერთმა ამ სოფელში მაცხოვრებელმა, ვიღაც ფულიანი კაცის მძღოლი რომ იყო, ღამე მანქანით გზაზე აიყვანა, არაქართული წარმოშობის ქალი. ფასზე რომ შეთანხმდნენ, კაცმა სასაფლაოზე მიიყვანა, რადგან ღამე სასაფლაოზე არავინ იქნებოდა და ეს ამბავიც არ გახმაურდებოდა. საქმე რომ მოითავეს, ქალმა მეტი გასამრჯელო მოითხოვა, კაცი უარზე დადგა. ქალი შანტაჟზე წავიდა, დაემუქრა ვიყვირებ და მთელს სოფელს თავზე დაგახვევ თუ იმდენს არ გადამხიდი, რამდენიც მე მინდაო. ქალს მართლაც დაუწყია ყვირილი, მაგრამ კაცი მივარდნია, ყელში წაუჭერია ხელები და შემოკვდომია. შემდეგ იქვე გაუთხრია მიწა და დაუმარხავს ქალი. თვითონ კი ცოტა ხანში რუსეთში გადახვეწილა სამუდამოდ. მას შემდეგ მოკლული ქალის მოჩვენება გზად მიმავალ ადამიანებს ხვდება, მხოლოდ კაცებს და ცდილობს შური იძიოს ყოველ მათგანზე.

2.

კეთილი მეზობელი

ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, სამსახურიდან გამომაგდეს, შეყვარებულს დავშორდი. გაუბედურებული და უფულო მეგობრებმაც კი მიმატოვეს. არავის ეცალა ჩემთვის. Facebook-ზეც კი აღარ მწერდნენ.
თბილისში არც ისე დიდი ხანია რაც ვცხოვრობ, ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობენ. წარმოშობით იმერეთიდან ვარ. აქ რომ ჩამოვედი ოცნებებით ვიყავი სავსე, ვსწავლობდი, მუშაობა დავიწყე, მერე ლაშა გავიცანი. გათხოვებას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ თითქოს ვიღაცამ დამწყევლაო, ჩემი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით დაინგრა. სამსახურიდან გამაგდეს, ლაშამ მიმატოვა, უნივერსიტეტშიც აკადემუირი ავიღე და აღარ ვსწავლობდი. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ, მათი ერთადერთი შილი ვარ, აქამდე ცოტ-ცოტას მეც ვეხმარებოდი, ახლა კი მათ ვთხოვ პურის ფული გამომიგზავნონ. დედამ მითხრა სოფელში ჩამოდიო, მაგრამ იქ ჩასვლისაც მრცხვენია, მეზობლები რას იტყვიან, ამდენი ხანია თბილისშია ვერც კი გათხოვდაო. იქ ყველამ იცის რომ ძალიან მდიდარი საქმრო მყავს, აბა ასე როგორ ჩავიდე.
თბილისში რომ ჩამოვედი გარეუბანში ვიქირავე 1 ოთახიანი ბინა. გლდანში ვცხოვრობ, ბოლო სართულზე, დისნეილენდის პირდაპირ, თუმცა არასდროს ვყოფილვარ ამ დისნეილენდში. ჩემს კარის მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობს, ემა დეიდას ეძახიან, გაუთხოვარია, მარტოხელა, მხოლოდ ერთი მსუქანი კატა ჰყავს. ის ყველაზე კეთილი ქალია ვინც კი მცნობია, ჩემი სოფლის მეზობლებისა და ნათსავებისგან ძალიან განსხვავდება. სხვის საქმეში არასდროს ერევა და არ ჭორაობს. არასდროს უთქვამს არაფერი თუნდაც იმაზე, რომ ჩემთან სახლში ლაშა მოდიოდა და ხანდახან რჩებოდა კიდეც. არა და რომელიმე ჩემს მეზობელს რომ გაეგო ეს ამბავი უეჭველად ჯვარზე გამაკრავდნენ. ემა დეიდა ჩემი მეგობარია. როგორც ჩანს ის მართლაც ერთადერთი მეგობარია, რადგან როცა ყველამ მიმატოვა, მხოლოდ ის მაქცევდა ყურადღებას. მეუბნებოდა ხოლმე მეც ვყოფილვარ ახალგაზრდა და ვიცი რას გრძნობო, ისე მოიქეცი როგორც გინდა, სხვების აზრითა და სურვილით არ იცხოვრო, თორემ აუცილებლად ინანებო. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ძალიან მიყვარს ემა დეიდა და მასაც ასევე ძალზედ ვუყვარვარ.
ერთ დღეს გასაუბრებიდან სახლში დავბრუნდი. ეს ვაკანსია ჩემი ბოლო იმედი იყო, მაგრამ უარი მითხრეს, კიდევ ერთი უარი. თავბედი ვიწყევლე რატომ არ ვისწავლე სკოლაში პროცენტის გამოთვლა, ეს ოხერი პროცენტი რომ მცოდნოდა იქნებ ასე არ გამოვებუნძულებინე. ლაშს დავურეკე, როგორც იქნა მიპასუხა, მითხრა მე სხვა მიყვარს, შენ აღარ მიყვარხარ, როდის შეიგნებ და დამანებებ თავსო. დედამ დარეკა, მამა ყოფილა ცუდად, ძროხაც მოკვდომიათ. მითხრა თუ შეუძლია შენს მდიდარ საქმროს იქნებ რამენაირად დაგვეხმაროს და ცოტა ფული გვასესხოსო. მე დავპირდი ხვალვე გამომგიგზავნით საჭირო თანხას, ოღონდ არ ინერვიულოთ-მეთქი. ტელეფონი რომ გავთიშე, მივხვდი რომ არ ვიცოდი რა მექნა…
კომპიუტერს მივუჯექი, Facebook-ზე პოლიტიკისა და „ბრძნული“ სტატუსების გარდა არაფერი იყო, ერთი და იგივე. ჩემს მეგობრებს მივწერე, იქნებ ფული ესეხებინათ, ვინც პასუხი მომწერა, თქვა არ მაქვსო. არავინ დაინტერესებულა ჩემი მდგომარეობით.
ავდექი სახლში სიარული დავიწყე, მერე კარადა გამოვაღე და ყველაფერი გადმოვყარე, ვფიქრობდი იქნებ ოდესმე შენახულ ფულს გადავწყდე, ან იქნებ ძველ მდგუმურებს დარჩათ-მეთქი რამე. თუმცა კარადაშიც არაფერი იყო. ჩემი მოძველებული ტანსაცმლისა და ერთი პატარა პარკის გარდა, სადაც წამლები შეენახა ვიღაცას.
პარკიდან წამლები ამოვიღე, არც შენახვის ვადისთვის დამიხედავს და არც წამლების დასახელებებისთვის, ხელის გულზე დავიწყე ტაბლეტები, პირში ჩავიყარე და ნახევარი ბოთლი არაყი მივაყოლე, რომელიც რაღაც სასწაულებრივად შემომრჩენოდა, რადგან ჩემს სახლში ცარიელი პურიც კი აღარ მოიპოვებოდა, არამცთუ ისეთი ჰუმანური სასმელი, როგორიც არაყია. ამის შემდეგ ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ფბ-ზე ვიყავი, წარწერებმა გადიდება დაიწყეს, მერე ისე დაწვრილდნენ სახეს ვადებდი მონიტორს და ვერაფერს ვხედავდი. ავდექი ოთხი შექანდა. ჭუჭლის მტვრევის ხმა მომესმა თითქოს ყველაფერი ერთბაშად იმსხვრეოდა. ვცდილობდი როგორმე სააბაზანომდე მიმეღწია, ცივი წყალი შემესხა სახეზე. გონს რომ მოვედი სააბაზანოში იატაკზე ვეგდე, თავს ემა დეიდა მადგა. ვიფიქრე აივნიდან თუ გამოვიდა, თორემ კარს როგორ გააღებდა-მეთქი. ჩვენს სახლებს სახანძრო აივანი აკავშირებს. ცუდად ვიყავი, მაგრამ ამაზე გამეცინა. აქ როგორ მოხვდით ემა დეიდა-მეთქი ვკითხე. მან არაფერი მიპასუხა. ადგომაში დამეხმარა. გული აირიეო თქვა. მეც დავემორჩილე. უნიტაზში ჩავემხე, ემა დეიდა თავს მიჭერდა. მერე როგორც ჩანს, კვლავ გული წამივიდა.
თვალი რომ გავახილე უცხო ხალხი შევნიშნე, ვიგრძენი რომ ვჯაყჯაყებდი, კვლავ დავკარგე გონი..
ცნობიერება მხოლოდ მესამე დღეს დამიბრუნდა, თავთით დედა მეჯდა, საბრალო კიდევ უფრო დაბერებულიყო ჩემი უბედურების მნახველი. მე რომ გავიღვიძე, მაშინვე ექიმს დაუძახა. ექიმმა მითხრა, გაგიმართლა რომ თავის მოკვლის მცდელობის მიუხედავად, გონს მოეგეთ და უკან ამოიღეთ გადაყლაპული წამლები. სასწრაფოში რომ არ დაგერეკათ, ნამდვილად ვერ გადარჩებოდითო. მე გამიკვირდა, რადგან ზუსტად მახსოვს, რომ რაც გონზე ვიყავი სასწრაფოში არ დამირეკავს. ვუთხარი კიდეც ეს ექიმს. ნამდვილად თქვენ დარეკეთ, მაგრამ კარების გაღება ვეღარ მოახრხეთ და სამაშველოს მოუწია მისი გაღება, რადგან თქვენ უკვე გონი გქონდათ დაკარგულიო, მითხრა ექიმმა. მე ემა დეიდა გამახსენდა, ნამდვილად ემა დეიდა დარეკავდა სასწრაფოში, რადგან ცუდად რომ ვიყავი ჩემთან იყო, მეხმარბეოდა. მან მითხრა ამომეღო წამლები, მან მომიყვანა გონს სააბაზანოში რომ უგონოდ ვეგდე, მოიყვანეთ ჰკითხეთ ემა დეიდას და დაგიმოწმებთ. აღელვებული ვამტკიცებდი მე.
ექიმმა და დედამ ერთმანეთს გადახედეს, აღარაფერი უთქვამთ. ორი კვირის შემდეგ სახლში გამწერეს. სახლში როგორც კი მივედი ემა დეიდას კარებზე მივუკაკუნე, საავადმყოფოში არ მოსულა სანახავად. მინდოდა მადლობა გადამეხადა. კარი ვიღაც ახალგაზრდა ქალმა გამიღო. ემა დეიდა სად? – არის ვიკითხე მე. ქალმა გამიღიმა, სახლში მიმიპატიჟა და მომიყვა, რომ ჩემი უბედურებიდან მეორე დღეს ემა დეიდას მოაკითხეს ძმისშილებმა, მაგრამ რადგან არც კარს აღებდა და არც ტელეფონზე პასუხობდა, კარი შეამტვრიეს და აღმოაჩინეს რომ ემა დეიდა სამი დღის გარდაცვლილი იყო.
ეს რომ გავიგე, ძალიან შემეშინდა. როგორ შეიძლებოდა ემა დეიდა გარდაცვლილი ყოფილიყო უკვე მაშინ როცა მე მეხმარებოდა, ან დაერეკა სასწრაფოში, მაგრამ ეს ხსნიდა იმ ფაქტს რატომ იყო ჩემი სახლის კარი ჩაკეტილი როცა სასწრაფო მოვიდა, ემა დეიდამ კი მაინც შეძლო ჩემს სახლში შემოსვლა.
მე ჩემს სოფელში დავბრუნდი, მეზობელი სოფლიდან ერთ ბიჭს გავყევი ცოლად. ახლა შვილებიც მყავს და ოჯახიც. იშვიათად მაგრამ როცა თბილისში ვახერხებ ჩამოსვლას, ყოველთვის გავდივარ ემა დეიდას საფლავზე და მადლობას ვუხდი, რომ სიკვდილს გადამარჩინა.

წყარო: facebook.com-ის გვერდი- იდუმალი და საშიში ისტორიები

sali

me var salome

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button