ახალი ამბებიგამოგონება

მომავლის უნიტაზი


ეს არ გეგონოთ, რაც სურათზეა. გაგრძელებაშიიი… ;)

როგორი უნდა იყოს მომავლის უნიტაზი? ამაზე დაფიქრდნენ შვეიცარიელები და გამოიგონეს საუკეთესო უნიტაზი, რომელმაც გაიმარჯვა მომავლის უნიტაზების კონკურსში (ასე ეწერა. მე ნუ მომდგებით, ეს რა კონკურსიაო).

პირველი ადგილი დაიკავა მოდელმა, რომელშიც საერთოდ არ არის წყალი და იგი ჩანაცვლებულია ლაზერით. თანაც მხოლოდ ერთით არა. ყველაფერი, რაც უნიტაზში ხვდება, ნადგურდება ლაზერის მეშვეობით. უნიტაზის ნიჟარას ცალკე ლაზერი ასუფთავებს, დასაჯდომს – კიდევ ცალკე. წარმოიდგინეთ, უცებ რამ გაფუჭდეს? :vaime: შეიძლება სწორედ ამის გამო არ გამოუშვიათ ეს მოდელი წარმოებაში.

მესამე თაობის ფუტურისტი დიზაინერების აზრით, ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ მომავლის უნიტაზის სრულყოფას, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი და მრავალფუნქციური (?). ძირითადი მოთხოვნებია მოხერხებულობა, სუპერჰიგიენურობა და ელექტრო-გათბობა. უნიტაზის საჯდომი უნდა იმეორებდეს სხეულის ფორმას. გარდა ამისა, უნდა ჰქონდეს გამანიავებელი ფუნქცია, ამას დამატებული სტერილიზაცია. თურმე შესაძლებელი იქნება უნიტაზის სიმაღლის ცვლილება, ოჯახის ყველა წევრისთვის მოსახერხებელი რომ იყოს.
და აი ისიც, მისი უდიდებულესობა ლაზერული უნიტაზი…..

:thanks:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close