ახალი ამბებირეკლამები

“ფლეიბოიმ” ჟურნალის ნომრების ელექტრონული ვერსია გამოუშვა


ჟურნალმა “ფლეიბოიმ” მყარი დისკი გამოუშვა, სადაც ჟურნალის არქივია ჩაწერილი. არქივი 1953-2010 წლებს მოიცავს. ამის შესახებ The LA Times იუწყება.

250 გეგაბაიტის მოცულობის მყარ დისკზე ჟურნალის 650 ნომერია ჩაწერილი. მისი ღირებულება 300 დოლარია. დისკი ჟურნალმა “ფლეიბოიმ” და კომპანია Bondi Digital Publishing-იმ გამოსცეს.

კომპანია Bondi Digital Publishing, ჟურნალების ციფრული არქივების შექმნითაა დაკავებული. აქამდე კომპანიას უკვე გამოშვებული აქვს ჟურნალ New Yorker-ის და Rolling Stone-ის ციფრული არქივები.

2009 წელს National Geographic-მა ასევე გამოუშვა მყარი დისკი ჟურნალის 120-წლიანი (1888-2008წ) არქივით. დისკის ღირებულება 200 დოლარი იყო.

ჟურნალი “ფლეიბოი” 1953 წელს დაარსდა. ამჟამად მისი ყოველთვიური ტირაჟი დაახლოებით ნახევარ მლნ ეგზემპლარს შეადგენს. ბოლო წლებში ჟურნალის ტირაჟი საგრძნობლად შემცირდა. ჟურნალის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი ჰიუ ჰეფნერია (Hugh Hefner).

მომზადებულია The LA Times-ის მიხედვით.

წყარო ambebi.ge

თეგები
Booking.com
Back to top button
Close
Close