სასარგებლოუცნაური

სამყარო

სამყარო, ნეტავ რამხელაა? ან საერთოდ რას ნიშნავს სამყარო?

სამყარო ყველაფერია. მიმოიხედეთ ირგვლივ, ეს სამყაროა! გადით გარეთ, შეხედეთ ვარსკვლავებს, ესეც სამყაროა! მოკლედ დამყაროა ის… რასაც ვხედავთ, და ისიც, რასაც ვერ ვხედავთ, აიი სამყარო ყველაფერია, სულ ყველაფერი. თვით დროც კი!

არავინ იცის სამყაროს ზომები – ის შეიძლება უსასრულოც კი იყოს. ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სამყაროს ყველა გალაქტიკა ერთმანეთს შორდება, ასე რომ, სამყარო, სავარაუდოდ ფართოვდება. მაგრამ ის გაფართოებისას “რაიმეში” არ გადადის, ვინაიდან სამყაროს მიღმა კოსმოსი არ არსებობს (მაგრამ არაა გამორიცხული პარალელური სამყაროებიც ასებობდნენ), ხოლო კოსმოსს გარე საზღვარი არა აქვს. სამყაროს ფორმა საიდუმლოა. ის შეიძლება “შეკრული” იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ დიდი ხნის მანძილზე წრფეზე ვიმოძრავებთ, საბოლოოდ, ბოგზაურობის საწყის წერტილს მივაღწევთ. სამტარო მრავალმხრივ ძნელი და უცნაური გადაგებია.

დიდი აფეთქება.

ალბათ ბევრი გსმენიათ დიდი აფეთქების შესახებ. არსებობს ორი თეორია მის შესახებ: სიმების თეორია და ქაოსის თეორია. სიმების თეორია ამტკიცებს რომ სამყაროს შექმნა შემთხვევითობა არ იყო, რომ იგი უმაღლესმა გონმა შექმნა, ანუ ღმერთმა. ქაოსის თეორია კი გვეუბნება რომ სამყარო შემთხვევითობით წარმოიშვა და არანაირი ჩარევა არ ყოფილა ღმერთისგან.

საბოლოოდ უცნობი რჩება რომელია სწორი. მაგრამ ზოგი რამე დაზუსტებით ვიცით.

სამყარო აფეთქებით, არაფრისგან გაჩნდადაახლოებით 13 მილიარდი წლის წინ. ასეთ დასაწყისს მეცნიერები დიდ აფეთქებას უწოდებენ. მისი მიზეზები უცნობია.თვით დროც დიდი აფეთქებით დაიწყო. ისმის კითხვა: “რა იყო უფრო ადრე?!” უფრო ადრე, ერთი სიტყვით რომ ვთვათ არაფერი… არ არსებობდა განზომილებები, არ არსებობდა დრო, არ არსებობდა ჰაერი… არც სიბნელე არსებობდა, და არც სინათლე, არ არსებობდა ფერი, არ არსებობდა ატომი, არც სუნი იყო, არსებობდა მხოლოდ ღმერთი. ღმერთი ყოველთვის არსებობდა… ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდა… უცბად კი… მოხდა დიდი აფეთქება! და დაიწყო დროის ათვლა! ერთ წამში, სამყარო, ატომზე უმცირესი ნაწილაკიდან 20 000 სინათლის წელიწადამდე გაიზარდა. ის ზრდას დღესაც განაგრძობს, და სავარაუდოდ, ასე იქნება ყოველთვის.

ამ სურათის გადაღებისას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ფოკუსი ერთი პაწაწინა წერტილისკენ იყო მიმართული. თითქმის ყველა წერტილი, სინამდვილეში უზარმაზარი გალაქტიკაა. ყველაზე შორეული გალაქტიკები ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზეა. ასე რომ, როდესაც მას ვუყურებთ, 12 მილიარდი წლის წინ არსებულ სურათს ვხედავთ. სამყაროს ყოველი მხრიდან ასეთი სახე აქვს (არ გჯერავთ ხომ? უნდა დაიჯეროთ).

ირმის ნახტომი სამყაროში არსებული ასობით მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთია. გალაქტიკები უზარმაზარ ჯგუფებადაა გაერთიანებული, ხოლო ეს ჯგუფები, თავისმხრივ სუპერჯგუფებს ქმნის. სუპერჯგუფებს შორის უზარმაზარი სიცარიელეა. ჩვენი ხომალდი ვერასოდეს მიაღწევს ყველაზე დაშორებულ გალაქტიკებს, ვინაიდან, სამყაროს გაბართოების შედეგად, ეს გალაქტიკები ჩვენზე სწრაფად მოძრაობს. მათ მხოლოდ დროის მანქანის დახმარებით თუ დავეწევით.

და ბოლოს: ბონუსი (?)

1 იანვარი – დიდი აფეთქება.
12:10 სთ, 1 იანვარი – აირის ღრუბლების შექმნა.
5 იანვარი – ვარსკვლავების შექმნა.
იანვრის შუა რიცხვები – ირმის ნახტომის შექმნა.
1 სექტემბერი – მზის სისტემის შექმნა.
22 სექტემბერი – სისცოცხლე დედამიწაზე.
25 დეკემბერი – ძუძუმწოვრების გაჩენა.
31 დეკემბერი, ღამის 11:47სთ – ადამიანის გაჩენა.
შუაღამე, 31 დეკემბერი – დღევანდელი მდგომარეობა.

ამ სურათზე ვხედავთ რადიოტალღებს, რომლებიც კოსმოსის ყველა მიმართულებიდან მოდის. მეცნიერთა აზრით, ეს დიდი აფეთქების შემდეგ დარჩენილი გამოსხივებაა.

აი სამყაროს დასასრულიც…  უი შემეშალა, სამყაროსი კი არა პოსტის დასასულია.

მწირი ინფორმაციისთვის ბოდიშით. მარა ეს უნდა იცოდეთ რო მე ჩემი ცოდნა ამოვიღე და ამ პოსტში ჩავდე. არანაირი კოპირება.

კოპირებისას მიუთითეთ წყარო.

კანიეც :boli:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close