არქივი

3 ინოვაციური iPad თამაში და კონტორლერად გამოყენებული iPhone

8bbn9

iPhone-სა და iPad-ს რომ ბევრი მშვენიერი თამაში აქვს ამას დავა არ ჭირდება. კიდევ უფრო უკეთესი იცით რა არის? ეს მოწყობილობები იძლევა იმის საშუალებას რომ ერთი გამოიყენონ მეორეს სამართავად.დღეს მოგიყვებით 3 ისეთ თამაშზე რომლებიც iPhone-სა და iPad-ის ერთად გამოყენებით შეიძლება ითამაშოთ.

გადახედეთ სამივე თამაშს და კომენტარებში გაგვაგებინეთ თუ გითამაშიათ ასე და დაამატეთ ის რაც თქვენი აზრით ამ მიმოხილვას აკლია.

t03sl

1. PadRacer

f9o9c

ფასი: PadRacer iPad App: $4.99, Pad Racer iPhone Controller: უფასო

ეს არის ძველი სტილის მქონე თამაში. საშუალებას იძლევა მიუერთდეს 4 iPhone ან 4 iPod Touch.

ყველაზე კარგი ისაა რომ დამატებითი კონტროლერებისთვის აპლიკაციები უფასოა. უნდა იყიდოთ მხოლოდ ერთი ლიცენზია თამაშისა და 3 მეგობართან ერთად შეგიძლიათ ითამაშოთ.

თამაშის წესები მარტივი მაგრამ საკმაოდ რთულად შესასრულებელია. თამაშის არსი ისაა რომ ეცადო არ დაამტვრიო მანქანა და ეცადო გაუსწრო მოწინააღმდეგეს. მთავარი ხიბლი კი იმაშია რომ თითოეული მოთამაშე თავის iPhone-ს იყენებს ისე როგორც ნამდვილი საჭე.

qonhk

კონტროლერი გამოიყურება ისე როგორც ძველმოდური სარბოლო მანქანა. GO და BOOST Touchscreen ღილაკები წარმოადგენენ აქცელერატორსა და გამაძლიერებელს.

მართალია თამაში არ გავს თანამედროვე სუპერ-თამაშებს მაგრამ მაინც საინტერესო და სახალისოა მითუმეტეს რომ მეგობრებთან ერთად შეიძლება ითამაშო. თამაშს ასევე აქვს რამოდენიმე სახალისო დანამატი. შესაძლებელია ყოველ სარბოლო ტრასაზე დაემატოს ზეთის გუბეები და გადაკეთდეს ტრასები სურვილისსამებრ. თამაშში კი 4 ძირითადი ტრასაა.

2232b

თამაშს ყველაზე მეტად მაშინ შეჰყავხარ აზარტში როდესაც 2 და მეტი მეგობარი თამაშობს ერთად, თუმცა როდესაც მარტო თამაშობ შეგიძლია შენი წინა რეისის აჩრდილებს შეეჯიბრო.

თუ 2 iPad გაქვთ ამ შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ ერთი უფრო დიდი ტრასის გამოყენება და ქვემოთ მოცემულია ამის ამსახველი ვიდეო.

2. Scrabble

y449t

ფასი: Scrabble for iPad: $9.99, Scrabble Tile Rack: უფასო

თამაში რომელიც ნამდვილად არ ღიარს იაფი მაგრამ ძაან საინტერესოა.

ეს ვირტუალური ვერსია საშუალებას აძლევს 4 მეგობარს ერთად გერთნონ ისევე როგორც წინა თამაში.

9stsq

დამატებით iPhone-ების გამოყენება თამაშს გაცილებით საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

ეს გახლავთ თამაში სიტყვების აწყობაზე. ტელეფონი ვიბრირებს თამაშის დროს სხვადასხვა სიტუაციებში და გატყობინებს სხვადასხვა სიახლეს, და აქვს შესაძლებლობა დაუკავშირდეს თამაშის ლექსიკონს. ამით მოთამაშეს საშუალება ეძლევა გადაამოწმოს მოფიქრებული სიტყვა და მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსიროს ის.

ეს არის ვიდეო რომელიც სწრაფად გაუკეთებს დემონსტრირებას ამ ყველაფერს.

3. Chopper 2

n0jae

ფასი: Chopper 2 iPad App: $4.99, Chopper 2 iPhone App: $4.99 (ან უფასოა თუ ნაყიდი გაქვთ iPad app)

თამაში ვერტმფრენით რომელიც მოწყობილობის მოძრაობით კონტროლდება და Touchscreen-ს იყენებს იარაღებისთვის.

თამაშში 36 მისიაა 12 განსხვავებული ადგილი, ისეთები როგორიცაა უდაბნო და სოფელი. გამართულად მუშაობს iPad-ზე.

თუმცა უბრალოდ iPad-ით თამაში არ იძლევა ისეთ შეგრძნებებს როგორც ცალკე iPhone-იტ კონტროლირებადი თამაშის დროს.

psp9s

ამ ყველაფრის ნათლად დასანახად გთავაზობთ ვიდეოს.

წყარო: www.NewsMacne.com

მსგავსი ამბები

Back to top button