არქივი

5 მოსახერხებელი MP3 ფლეერი

walkman w252 black 1 lg

ვარჯიში ძალიან მოსაწყენ პროცედურად იქცევა ხოლმე.  MP3 ფლეერების დახმარებით კი ამ პროცედურას გაცილებით ვიხალისებთ.

ყველას გვიყვარს მუსიკის მოსმენა მარა ეს ხშირად მოუხერხებელია სირბილისას. ფლეერი თუ მობილური ტელეფონი შეიძლება მოუხერხებლად ხტუნაობდეს ჯიბეში და ხელს გვიშლიდეს. მოკლედ ვინც ეძებთ MP3 ფლეერის განსხვავებულ და მოხერხებულ ალტერნატივას ჩვენ გთავაზობთ 5 ალტერნატივას იდეალურად მორგებულს სასურველი სიტუაციებისთვის.

გადახედეთ შემოთავაზებულ მოდელებს. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით. თუ თქვენ უფრო კარგი ალტერნატივა იცით ან ჩვენ გამოგვრჩა თქვენთვის სასურველი მოდელი გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

1. Sony Walkman W Series NWZ-W252

walkman w252 black 1 lg

Sony-ს mp3 ფლეერი, მჭიდროდ მაგრდება კისრის გარშემო, ამიტომ მოხერხებულია და არც ზედმეტ კაბელებში გაიხლართებით. მსუბუქი და წყალგამძლე, იდეალურის სირბილისას. იმ შემთხვევაშიც უპრობლემოდ გააგრძელებთ გზას თუ წვიმაში მოყევით.

2GB მოცულობით საშუალებას მოგცემთ ჩაიწეროთ 450-მდე მუსიკა. ფაილების ჩაწერა ხდება უბრალო Drag and Dropit.

sonywalkmansports

როგორც Sony-ში ამბობენ W სერიის ფლეერებს აქვთ ელემენტი რომელიც ძლებს 11 საათს, თუმცა მისი დატენვაც რომ დაგავიწყდეთ მხოლოდ 3 წუთი შეერთებით მიიღებთ იმდენ ენერგიას რომ 90 წუთი გაგიძლებთ რაც ძალიან საჭირო თვისებაა.

ფლეერის ღირებულებაა: $55

დამათებითი ინფორმაცია

2. Cowon iAudio E2

cowon

ნამდვილად ლამაზი გარეგნობის მქონე ფლეერს არც პრაქტიკულობა აკლია. მის ზედა ნაწილში არსებული სამაგრი რგოლი საშუალებას მოგცემთ მარტივად მიიმაგროთ ჯიბეზე ან ტანსაცმელზე ნებისმიერ ადგილას.

iPod shuffle-საც კი ჯობნის ფლეერის 4 გიგაბაიტიანი ვერსია თავისი ფასით. მინიმალური საკონტროლო ღილაკებით და ფაილების ყველა ცნობილი ფორმატის მხარდაჭერით ნამდვილად შეგიქმნით განუმეორებელ კომფორტს.

mp3playerssports

ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: თეთრი, შავი, ნარინჯისფერი, იისფერი, ლილისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი და ვარდისფერი. შესანიშნავი ფლეერია მათთვის ვინც ხშირად ხმარობს სპორტულ ტანსაცმელს და ხშირად ვარჯიშობს.

ფლეერის ღირებულებაა: $50-დან ზემოთ.

დამატებითი ინფორმაცია

3. Finis SwiMP3.1G

swimproduct130030

დაუსრულებლად წინ და უკან ცურვა დამღლელად მომაბეზრებელია. SwiMP3 დაგეხმარებათ გაცილებით მეტი ხანი გაატაროთ წყალში თანაც ხალისით ივარჯიშოთ.

დიზაინი შექმნილია ზუსტად მოცირავეებისთვის. წყალგამძლეა ფლეერი იყენებს ძვლის გამტარობას და სახეზე გვერდითი ძვლების საშუალებით გადასცემს ხმოვან სიგნალებს შიდა ყურს – ეს იმისთვის რომ თავიდან აიცილოს წყლის ხმის პრობლემა რაც სხვა მსგავს ფლეერებში ნაკლებადაა გათვალისწინებული.

swim130030 a

1 გიგაბაიტი მოცულობით საკმარისია ჩაიწეროთ და მოუსმინოთ 240მდე მუსიკა. მარტივად ემაგრება სათვალეებს ან წყლის ნიღაბს და აქვს ძირითადი ფუნქციებისთვის საჭირო კონტროლის ღილაკები. ელემენტი ძლებს 8 საათს და იტენება USB კაბელით.

ფლეერის ღირებულებაა: $149.99

დამატებითი ინფორმაცია

4. SanDisk Sansa Clip+

viewer

SanDisk’s Clip+ ფლეერებს აქვთ microSDHC მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა. კარგი არჩევანია მათთვის ვინც ხშირად სტუმრობს სავარჯიშო დარბაზებს. თან საკმაოდ იაფი და პატარაა. აქვს ყველა ცნობილი ფორმატის მხარდაჭერა. უკანა მხარე ისეთი აქვს რომ ადვილად მაგრრდება თანსაცმელზე. ეკრანი მართალია პატარა მაგრამ მკაფიოდ განათებული აქვს რაც აადვილებს მენიუში ნავიგაციას. ასევე აქვს რადიო მაგრამ არამგონია მოგბეზრდეთ 2000 სიმღერა რომელსაც იტევს ეს ფლეერი 8 გიგაბაიტი მოცულობით.

sansa

ფლეერის ღირებულებაა: $39.99-დან $69.99-მდე (მაგრამ 8 გიგაბაიტიანი მოდელი  $56.79 ღირს ამაზონზე)

დამატებითი ინფორმაცია

5. Ryobi TEK4 AllPlay Jobsite MP3 Player

ryobirp4510 1 final

ეს ფლეერი სამუშაო იარაღების მწარმოებელი კომპანიისას გავს და იდეალურია ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისათვის. თუ გჭირდებათ ისეთი ფლეერი რომელიც არ გიმტყუნებთ მტვერსა თუ ჭუჭყში და იქნება დარტყმა გამძლე ეს შენთვისაა.

საკმაოდ დიდი ღილაკები აადვილებს მის კონტროლს. 2 გიგაბაიტი მოცულობით და ყველა ცნობილი მუსიკალური ფორმატის მხარდაჭერით ნამდვილად გასიამოვნებთ. ყველაზე კარგი ისაა რომ მისი ელემენტი ძლებს 72 საათზე მეტ ხანს და იდეალურია დიდი ლაშქროებებისას.

rp4510 3 final

ფლეერის ღირებულებაა: დაახლოებით $70

დამატებითი ინდორმაცია

წყარო: www.NewsMacne.com

იხილეთ ასევე
Close
Back to top button