მგლები
ერთ დროს მგელი ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ცხოველი იყო. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრების მტერსა და ყველაზე საშიშ არსებას, მათმა რიცხვა საგრძნობლად იკლო. ახლა მგელს შორეულ ტყეებსა და მთებში თუ შეხვდებით. მგელი ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველია. ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძუძუმწოვარია.
წითური მგელი დიდი იშვიათობაა; მის მშობლიურ სამხრეთ აღმოსავლეთ აშშ-ში ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა ამ ჯიშის ხელოვნურ გამრავლების მიზნით.
რუხი მგლის განსაკუთრებული ბეწვის საფარი იცავს მას ზამთრის სუსხისგან და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მთასა თუ ტყეში .
ჩრდილოეთ ამერიკის მგელი. ადრე იგი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ძალიან გავრცელებული ცხოველი იყო. დღეს იგი ბინადრობს მხოლოდ ადამიანებისაგან კარგად მოშორებულ რეგიონებში.
მგლების ერთმანეთთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ხერხია ყმუილი. ამით მგელის ხროვა მოწინააღმდეგე ხროვას ამცნობს თავის ადგილსამყოფელს.
მგლის ხროვა, საშუალოდ 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემხთვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი-ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან , რომ საკუთარი ხროვა შექმნან.
კბილებ დაღრეჭა ძალიან მრისხანე შესახედაობას აძლევს მგელს. ასეთ პოზაში მგელს ხშირად ნახავთ თავდასხმის ან თავდაცვის შემთხვევაში.
მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზიგჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი.
ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ.
ეული მგელი, ხშირ შემთხვევაში მამრი მგელი, ბევრს ხეტიალობს, რათა იპოვოს მყუდრო ტერიტორია. მოგზაურობისას იგი სიჩუმეს ამჯობინებს და თავს არიდებს ყმუილს, რათა გზად მგლების მოწინააღმდეგე ხროვას არ გადააწყდეს.
დიდ ცხოველზე ნადირობისას მგლები გუნდური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. პირველად მოპოვებულ საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ სხვა მგლებს ჭამის უფლება .
ბუნაგს ირჩევს დედა მგელი. მეტი მყუდროებისათვის ავსებს მას გამხმარი ფოთლებითა თუ ხავსით. მას შემდეგ რაც ლეკვები წამოიზრდებიან მგლები ტოვებენ ბუნაგს. ზოგ შემთხვევაში ისონი ისევ უბრნდებიან ბუნაგს რადგან არქტიკულ რეგიონში ბუნაგის მოძებნა რთულია.
საიტერესო ცნობები
ერთ დროს მგელი ძალიან გავრცელებული იყო ბრიტანეთის ტერიტორიაზე. 1066 წლის ჰასტინგის ბრძოლის შემდეგ ბრძოლის უამრავი დახოცილი ბრიტანელი მეომარი იქცა მგლის სადილად.
XVI საუკუნეში შოტლანდიაში მძვინვარებდა მგლის ეპიდემია. უკანასკნელი შოტლანდიელი მგელი მოკლეს 1743 წელს.
არქტიკული მგლები ბინადრობენ ისეთ შორეულ ჩრდილოეთში, რომ ზამთარში მათ სრულ სიბნელეში უწევთ ნადირობა. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჯიში კარგად ვითარდება, რადგან იგი დაცული უდიდესი მტრისგან _ ადამიანისაგან.