გასართობიუცნაური

რის გამო შეიძლება მოხვდეთ ციხეში?!

5614bff98564

პოსტში საუბარი მექნება უცხოურ ციხეებზე, მე მინდა შემოგთავაზოთ უჩვეულო მიზეზები რის გამოც მოხდა სისხლის სამართლის და ადმინისტარიციული კანონებით საქმის აღძვრა,სტაბილურ, დემოკრატიულ და ჰუმანურ სახელმწიფოებში. მაშ ასე …

ციხეში შეიძლება მოხვდე..

ცნობისმოყვარეობის გამო

ახალი წელი – ნათელი და მხიარული დღესასწაულია. ასეთ დღეს ყველა ბავშვი და უფროსი იღებს საჩუქარს და ყველას განსაკუთრებით აინტერესებს თუ რა იმალება ლამაზად შეფუთულ-ჩაკრულ-ჩაბანტულ-ჭყეტელა ყუთში. “ნეტავ რას მაჩუქებენ”?! . ბავშვები ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ეძებენ მშობლების მიერ დამალულ საჩუქრებს კარადებში, სავარძლების ქვემოთ, ხოლო თუ საჩუქარი უკვე დევს ნაძვისხის ქვემოთ, მაშინ ყუთს წონას უმოწმებენ და შემდეგ კი ანჯღრევენ, და განსაზღვრავენ, მიახლოებით რა დევს შიგ.

12 წლის ბიჭუნამ სამხრეთ კაროლინადან, ვერ მოითმინა და გახსნა მისთვის ნაყიდი საჩუქარი საჭიროზე ადრე. იქ მან პორტაბელური სათამაშო აპარატი აღმოაჩნია და თამაშის ციფრულ სამყაროში გადაეშვა. ის 27 წლის დედის ზარმა გამოაფხიზლა, რომელიც პოლიციაში რეკავდა. პოლიციელები მოვიდნენ, ბიჭუნაც აიყვანეს, და წვრილმან ქურდობაში დადეს ბრალი. დედა კი არც შეწინაღმდეგებია, პირიქით სურდა, რომ ბავშვს კარგი გაკვეთილი მიეღო.

ახლა კი ყველა ამერიკელი ბავშვი, ძალიან რისკავს აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, საახალწლოდ თუ თავის ცნობისმოყვარეობას არ დაიშოშმინებს.

თუ დავითვლით , აღMოჩნდება, რომ დედამ ბავშვი 15 წლის ასაკში გააჩინა.. საინტერესოა ვინ გადაიხადა გირაო, ვინ დაფარა ბავშვის ციხეში ჯდომის დროს დახარჯული თანხა და პოლიციის გამოძახება? (მამამ?! :D )

ციხეში შეიძლება მოხვდე…

ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო

საჩუქრის ყუთის არასანქციონალური გახსნა კიდევ არაფერია.
ფლორიდელის, უბრალო სკოლის მოსწავლეს დაადეს ხელბორიკილები, იმიტომ რომ ვერ მოითმინა და “გაზი გაუშვა” საკლასო ოთახში. არავინ იცის რა ჭამა მანამდე ბიჭუნამ, მაგრამ, პოლიციამ მას სკოლის ფუნქციონირების დარღვევაში დასდო ბრალი. ასევე არავინ იცის, ვინ გამოიძახა პოლიცია?! ან იქნებ , მანდატური ყარაულობდა კარებთან და იგრძნო მოახლოვებული “ფუნქციონირების დარღვევა” ? :D

ციხეში შეიძლება მოხვდე …
სახელის გამო

ყოველთვის არ მოაქვს უბედურება, ადამიანის არასასურველ დროსა და არასასურველ ადგილას აღმოჩენას..
ზოგჯერ მხოლოდ სახელი ურთულებს ადამიანს სიცოცხლეს.
37 წლის მაიკლ ტერი ძალიან გაოცდა, როდესაც ის დააპატიმრეს და ციხეში აყურყუტეს 28 დღის განმავლობაში, იმიტომ , რომ მისი სახელი და ძებნაში მყოფი დამნაშავის სახელი იდენტური იყო. ერთი თვის ჯდომის შემდეგ ის გამოუშვეს, ბოდიშიც მოუხადეს და 120.000 დოლარიც გადაუხადეს მორალური ზიანის მიყენებისათვის.

და გგონიათ ამით დამთავრდა ყვეალფერი?! არა! რამოდენიმე დღის შემდეგ ის ისევ დააკავეს, და ისევ იგივე მიზეზის გამო. ამჯერ პოლიციამ საკუთარი დანაშაული რამოდენიმე დღეშივე აღიარა. ახალგაზრდას მოუწევს კარგად მოიქცეს, იმიტომ, რომ პოლიციელები მხოლოდ ელოდებიან, რომ არასწორ საქციელზე დაიჭირორნ, და თავისივე შეცდომის რეაბილიტაცია მოახდინონ.

ციხეში შეიძლება მოხვდე..

გუნდაობის გამო

ა.შ.შ- ს ზოგიერთ რაიონში , ზამთრობით, დიდი რაოდენობით თოვლი მოდის(ალიასკა არ ითვლება  : D ). ზოგჯერ კი ისეთ ადგილებში, სადაც ეს მოვლენა იშვიათია, მაგალითად ვირჯინიის შტატში. ზუსტად, ერთი ასეთი თოვლის დროს, ვირჯინიის შტატის
მცხოვრები, კალათბურთის მოთამაშე ახალგაზრდებმა და გუნდაობა დაიწყეს.
ერთ-ერთი ახალგაზრდის ნასროლი გუნდა კი პოლიციის მანქანას მოხვდა.  პოლიციელმა დააპატიმრა ისინი და დააბრალა რომ, დაუცველ მანქანას ესროდნენ.  რის მიხედვითაც მათ ემუქრებოდათ ხუთწლიანი სასჯელი. (უეჭველი პოლიციელს შურდა ის იჯდა მანქანაში ესენი კიდე გარეთ გულაობდნენ  :D ) . მაგრამ ახალგაზრდები სასჯელს გადაურჩნენ და მხოლოდ მცირეოდენი შტრაფი მიიღეს, როგორც ჩანს სასამრთლოს რეალობის გრძნობა არ დაუკარგავს, პოლიციელისაგან განსხვავებით.

მსგავსი ამბები

Back to top button