არქივი

სფერული ელვა

9f20748709d2

სფერული ელვა დღემდე ამოუხსნელი ფენომენია,წარმოადგენს ელვის სახეობას,აქვს სფეროსებრი ფორმა და მისი გადაადგილების ტრაექტორია ამოუცნობია.მისი წარმოშობის 200 მდე თეორია არსებობს,მაგრამ ვერცერთმა ფიზიკოსმა ვერ დაამტკიცა თუ როგორ წარმოიშვა ეს ფენომენი.

სფერული ელვის შესწავლა ხდება თვითმხილველების მონათხრობის საფუძველზე.პირველი ინფორმაცია სფერულ ელვაზე დაახლოებით 2000 წლის წინ გამოჩნდა.პირველი სტატისტიკური შესწავლა თვითმხილველთა ინფორმაციის საფუძველზე ფრანგმა არაგომ მოახდინა 150 წლის წინ,მაგრამ აქ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა.

ცნობილი ფიზიკოსები კელვინი და ფარადეი ფიქრობდნენ, რომ ეს ფენომენი უნდა ყოფილიყო ოპტიკური ილუზია ან რაღაც ზებუნებრივი,არ ფიქრობდნენ რომ ეს ელექტრული ბუნების მოვლენა იყო.მაგრამ მათ ეს ვერ დაამტკიცეს და კვლევა ისევ გრძელდება.

სფერული ელვა ჩნდება შტორმისა და ჭექა-ქუხილის დროს,მაგრამ არსებობს რამოდენიმე შემთხვევა როცა მზიან ამინდშიც მოხდა ეს მოვლენა.

მისი ტრაექტორია როგორც ვთქვი ამოუცნობია,მაგრამ უფრო ხშირად მოძრაობს ჰორიზონტალურად, ქაოტურად,აღწევს შენობა-ნაგებობებში .ხშირად სფერულ ელვას თან ახლავს ხმები,იწვევს რადიო სიგნალების ჩახშობას.

მისი ხანგძლივობა დაახლოებით 1 წუთია,შემდეგ კი ფეთქდება.აფეთქების დროს ძაან დიდი ენერგია გამოიყოფა.
ფორმა აქვს სფერული და დიამეტრი მერყეობს რამდენიმე სანტიმეტრტიდან მეტრამდე.

სფერული ელვა ანათებს თეთრ,ყვითელ ან მცვანე ფერად,ნათებას 100 ვატამდე ძალა აქვს.

ფიზიკოსები ლაბორატორიებში ცდილობდნენ რომ მიღოთ სფერული ელვის მსგავსი რაიმე,მაგრამ ცდები უშედეგოდ სრულდება.პირველად ეს სცადა ტესლამ მაგრამ უშედეგოდ.

სიცოცხლეში ერთხელ მაინც სფერული ელვის დანახვის შესაძლებლობა 0.01 %_ია.

სფერული გაელვების რამოდენიმე რეალური ფაქტი:
-1877 წელს ინდოეთში სფერული გამოჩნდა წმინდა სამლოცველოში,ამის მომსწრეა ასობით მლოცველი,საბედნიეროდ არავინ დაშავებულა;
-მეორე მსოფლიო ომის დროს პილოტები ხედავდნენ მანათობელ სფერულ ბურთულებს,თავიდან მათ ეს ამო ეგონათ,მაგრამ შემდეგ დადგინდა რომ სწორედ სფერულ ელვასთან ჰქონდათ საქმე;
-1994 წელს შვედეთში გამოჩნდა ელვა და რასაც ბევრი თვითმხილველი ყავდა;
-რუსეთის მეფე ნიკოლოზ მეორეც გახდა სფერული ელვის მომსწრე.

f1acfc773158

ეს ფოტო 1987 წელს გადაიღეს ნაგანოში(იაპონია), სადაც ასახულია სფერული ელვის ფენომენი.

ad39e49d70eb

695650be7f64

მსგავსი ამბები

Back to top button