არქივი

არალის ზღვა

5a5bba2003e1

დღეს მოსახლეობა ორ უდიდეს მდინარეს:ამუდარიასა და სირდარიას იყენებს მიწების მოსარწყავად, ამიტომ მდინარეების წყალი პრაქტიკულად თითქმის ვერ აღწევს არალის ზღვამდე, ეს ტბა კასპიის ზღვის შემდეგ მეორე ადგილზეა სიდიდით.

არალის ზღვის საშუალო სიღრმე 10-15 მეტრია. მასში უამრავი პატარა კუნძულია. წლის მანძილზე ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. ამიტომ აორთქლებული წყალი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. ამიტომ არალის ზღვა ნელ-ნელა შრება, ნაპირი უკან იხევს, თან მარილის სქელ ფენას ტოვებს. 1989 წელს ეს ტბა ორად გაიყო: ჩრდილოეთის და სამხრეთის არალის ზღვებად.2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგეანდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს.

აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება. მეთევზეებმა მიატოვეს არალი, რადგან თევზი გაქრა მისი წყლიდან. ზღვის ფსკერი მარილის უდაბნოდ იქცა. ძლიერი ქარის დროს ზღვის ზედაპირზე წარმოიქმნება მარილის მტვრის ქარბუქი. ქარს ეს მტვერი გადააქვს რამდენიმე ასეულ კილომეტრზე და სხვა და სხვა ქალაქებში ყრის. ეს მტვრის შესუნთქვა მომწამვლელია ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის

e7fbb765e734

afcf1f3a6c60

c2e9eb042266

a0455f5bd8b5

b89ab9a84352

d67aa2408c67

94f7b89d4bd8

f49d4437a858

aae431ad4eb0

940a75d40830

მსგავსი ამბები

Back to top button