არქივი

წიგნის ბეჭდვის ისტორია

0d3215fcfa3a

პირველი წიგნები გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიბეჭდა. მაინცელი წიგნის მბეჭდავი იოჰანეს გიუტენბერგი წიგნის ბეჭდვის გამომგონებლად ითვლება, თუმცა ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც მან განავითარა და სრულყო, გაცილებით ადრე გამოიგონეს. ქრისტეშობიდან 175 წელს ჩინელმა სამეფო კარის სწავლულმა შეიმუშავა მეთოდი, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი განკარგულებების, ლექსებისა და ისტორიული ცნობების მომავალი თაობისთვის შენახვა. არჩეულ ტექსტებს ქვის ფირფიტებზე კვეთდნენ, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო. შემდეგ წარწერებიან ქვაზე დასველებულ ქაღალდს აფენდნენ და მჭიდროდ აკრავდნენ, მერე მის ზედაპირს შავი ტუშით ღებავდნენ ისე რომ ასოები გამშრალ ქაღალდზე თეთრად რჩებოდა. მსგავსი სახით დამზადებულ ნაწერებს, ე.წ. ტვიფრებს ჩინელები სასურველი რაოდენობით ამზადებდნენ და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ავრცელებდნენ. მოგვიანებით ჩინელებმა ქვის დაფები ხის მასალით შეცვალეს, ამჯერად ასოები ხესე სარკისებურად ამოკვეთილი და ზედაპირიდან ამობურცული იყო. ისინი მათ ღებავდნენ და შემდეგ ქაღალდზე ბეჭდავდნენ. ჩინელები ამ მეთოდნს ჯერ კიდევ VIIს-ში იყენებდნენ. ასეთი სახით ისინი ბეჭდავდნენ არა მარტო რელიგიური და სამეცნიერო შინაარსისტექსტებს, არამედ ბანქოს, კალენდრებსა და ქაღალდის ფულსაც კი. ჩვენამდე მოაღწია ამ მეთოდით დაბეჭდილმა წიგნმა “დიამანტსუტრამ”, რომელიც 868 წლითაა დათარიღებული და მსოფლიოში უძველეს ნაბეჭდ წიგნად ითვლება.

5caa3d14085a

მაინცელმა წიგნის მბეჭდავმა იოჰანეს გიუტენბერგმა ასოები ლითონისაგან ჩამოასხა. მან თავად გამოიგონა ჩამომსხმელი აპარატიც, რომელითაც მალე საათში ასზე მეტ ერთნაირ ასოს ამზადებდა. მზა ასოებს იგი სიტყვებად და ტრიქონებად ალაგებდა და ხის ჩარჩოებში გვერდებად აწყობდა. გამზადებულ გვერდებს ხელის პრესით ქაღალდზე იმდენჯერ გადაბეჭდავდა, რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვდა. 1455 წელს მან ამ მეთოდით პირველი წიგნის ბეჭდვა დაასრულა. ეს იყო სახელგანთქმული გიუტენბერგის ბიბლია, რომელიც 180 ეგზემპლიარად გამოიცა, მათგან 40-მა ჩვენამდეც მოაღწია. წიგნის ბეჭდვის გამოგონებამ ხელნაწერები უბრალო ხალხისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა. ცოდნა და ინფორმაცია გაცილებით სწრაფად და იოლად ვრცელდებოდა.

წიგნის ბეჭდვის ქრონოლოგია

1)ქრისტეშობამდე 5000 – ქვასა და ძვალზე ამოკაწრული ნიშნები ჩინეთიდან.

2)ქრისტეშობამდე 200 – ჩინეთში ქაღალდის გამოგონება (კანაფის ბოჭკოებისგან).

3)ქრისტეშობიდან 175 – ჩინეთში ქვის წარწერების ამოტვიფრა.

4)ქრისტეშობიდან 700 – ხის დაფებზე ბეჭდვა ჩინეთში.

5)ქრისტეშობიდან 868 – ჩინელი ბუდისტი ბერის დაბეჭდილი პირველი წიგნი.

6)ქრისტეშობიდან 1040 – კერამიკის მოძრავი საბეჭდი შტამპი ჩინეთიდან

7)ქრისტეშობიდან 1300 – პირველი ხის ლიტერები ჩინეთში.

8)ქრისტეშობიდან1447 – იოჰანეს გიუტენბერგის დაბეჭდილი პირველი წიგნი გერმანიაში.

9)ქრისტეშობიდან 1609 – ადოლფ ზოლეს გამოშვებული პირველი გაზეთი გერმანიაში.
8cf9b806d1c0

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button