უცნაური

გოთიკა

4d2b88e2c1e1

გოთური სუბკულტურა არის ერთ–ერთი თანამედროვე სუბკულტურა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. იგი აღმოცენდა გაერთიანებულ სამეფოში ადრეულ 1980–იან წლებში გოთიკური როკის სცენაზე, როგორც პოსტ პანკის ჟანრის განშტოება.

ოთური სუბკულტურა ასოცირებულია განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებასთან, ესთეტიკასთან, მოდასთან. გოთები იცვამენ პანკურ, ანდროგენულ, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილის ტანისამოსს. ეს ყველაფერი კი კომბინაციაში მოჰყავთ ძირითადად შავ მორთულობასთან, სპეციფიკურ მაკიაჟთან და თმების ვარცხნილობასთან.ყველაზე რთული და საინტერესო გოთურ სუბკულტურაში არის მათი იდეოლოგია. მისი ზუსტი განსაზღვრება მეტად რთულია სხვადასხვა მიზეზის გამო. ტრადიციულად, საზოგადოება, ადამიანები სწამებენ გოთებს, რომ ისინი არიან მუდამ დეპრესიაში, უჩვეულოდ შეუწყნარებლები, მოძალადეები, თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილები, ვამპირები ან ისეთები, ვისაც სჯერა, რომ ვამპირია, სადომაზოხისტები, სატანისტები, მუსიკოსები, მხატვრები თუ სხვა სახის არტისტები, ატარებენ შავს (ზოგი, პირიქით, თეთრს), იღებავენ თმას, იკეთებენ თეთრ მაკიაჟს მთელ სახეზე.

5177642f361a

89fc90809826

ca219e326bc2

7330cb9e0ce9

გოთებს ძირითადად შავი ფერის ტანისამოსი აცვიათ, მაღალძირიანი ჩექმები – დრაგუნები, პლაშები, იყენებენ მეტალის ელემენტებს, ტყავის ორნამენტებს. მათ არ სწამთ ღმერთი, მათ არავინ არ სწამთ.. მათ გარდა არავინაა სამყაროში… ვერავის ამჩნევენ, დაეხეტებიან საფლავებზე და ასე გაყჰავთ დრო. ნამდვილი გოთი ასეთია.საზოგადოებაში გავრცელებულია სამი ფაქტორი, რითაც განისაზღვრება ადამიანების მიკუთვნება გოთური სამყაროსათვის: მუსიკა, ჩაცმულობა და მსოფლმხედველობა. თუმცა გოთური სუბკულტურა არც მუსიკით, არც ტანისამოსით არ განისაზღვრება, მისი ფენომენი, პირველ რიგში, გულისხმობს სამყაროს დახვეწილად, ხოლო სილამაზისა და სიმახინჯის გაძლიერებულად აღქმას, დისჰარმონიის მტკივნეულა განცდას. მართალია, გოთებს ახასიათებთ განსაკუთრებული შეხედულებები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, მაგრამ ეს არ ნისნავს იმას, რომ მათ უყვართ სიკვდილი

2ccc55481a89

5db2330d690d

489018d03514de9a3203696f

მსგავსი ამბები

Back to top button