გასართობისაკითხავისასარგებლო

რამოდენიმე ფაქტი ყველაფრის შესახებ

ამ ბლოგზე იდება ბევრი პოსტი ფაქტებზე, ხოდა მეც გადავწყვიტე რამოდენიმე საინტერესო ფაქტის მოძიება…

1) ხელოვნური კბილები პირველად ეტრუსკებმა გამოიგონეს. ეს მოხდა იტალიაში, ჩვენს ერამდე 700 წელს და ამასთან რომაელებმა პირველებმა შექმნე და გამოიყენეს კბილის პასტაც.

2) ყველაზე ძველი ტკბილეული თაფლია. პირველად თაფლი იპოვნეს ეგვიპტელი ფარაონის სარკოფაგში და როდესაც გასინჯეს საკვებად გამოსადეგი აღმოჩნდა.

3) ყველაზე ადრეულ ალკოჰოლურ სასმელებს ნეოლითის ხანის ადამიანები ყურძნის წვენის დუღილის შედეგად იღებდნენ ძვ.წ. 5000 წელს.

4) ალკოლის სმის ყველაზე ადრეული წესები, ბაბილონში, ძვ.წ. 1770 წელს შევიდა ძალაში.

5) ქვედა საცვლებს პირველად კუნძულ კრეტაზე ძვ.წ. 1800 წელს ატარებდნენ.

6) პირველი ლექსიკონი მესოპოტომიაში აღმოაჩინეს და დაახლოებით ძვ.წ. 600 წლით თარიღდება,

7) მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ქრისტიანია, დაახლოებით 1,27 მილიარდი მაჰმადიანი და 915 მილიონზე მეტი ჰინდუისტი. ათეისტთა რიცხვი 924 მილიონს აღემატება.

8) ეგვიპტელები ნეხვის ხოჭოს ეთაყვანებოდნენ. გარდაცვლილს საიქიოში უსაფრთხოდ რომ ემგზავრა, ხოჭოსგან თილისმას ამზადებდნენ და მუმიას სახვევში აკერებდნენ.

9) ვენერა ყველაზე ცხელი პლანეტაა – 464 გარდუსი. პლუტონი კი რადგან ყველაზე შორსაა ყველაზე ცივი პლანეტაა (-230 გრადუსი).

10) ყოველწლიურად 500 მეტეორიტი ვარდება.

11) მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი 16,3 კმ. სიგრძის სენ-გოტარდის გვირაბია, რომელიც შვეიცარიის ალპებზე გადის.

12) მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკი 553,34 მ. სიმაღლისაა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close