გასართობისაკითხავისასარგებლო

ლაბრადორული რეტრივერი


ეტყობა დიდხანს ელოდით ლაბრადორზე პოსტს. მოდით გავაგრძელოთ :)


ლაბრადორული რეტრივერი

ეს ძაღლი ყველაზე პოპულალური მპოვნელია. ლაბრადორი თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობების გამო გახდა ცნობილი: მას იყენებენ პოლიციელები, უსინათლოები… ბრწყინვალე მონადირეა წყალსა თუ ხმელეთზე და ოჯახის დარაჯადაც გამოდგება.

ისტორია

ამ ძაღლის სამშობლო ნიუფაუნდლენდის სანაპიროა და არა ლაბრადორი. სამშობლოში მას ყინულიანი წყლიდან სათევაზო ბადეების გამოტანაში ავარჯიშებდნენ. XIX საუკუნეში ნიუფაუნდლენდელი მეთევზეები თევზის გასაყიდად დასავლეთ ინგლისში ჩადიოდნენ. იქ ზოგი მათგანი ძაღლებსაც ყიდდა. ასე მოხვდა ეს ჯიში ინგლისში და იმდენად გაითქვა სახელი, რომ 1903 წელს ინგლისური კენელ კლუბის მიერ იქნა აღიარებული. 1887 წელს მალმსბერის გრაფმა ამ ჯიშს ლაბრადორი უწოდა.

აღნაგობა

სხეული: კარგი აღნაგობისა, ღრმა (ძალზე ჩამოწერული) ფართო მკერდი, სწორი ზურგი და მსხვილი წელი აქვს.

ბალანი: მოკლე, სწორი, ხშირი ბეწვი, ხელის ჩასავლებად ძნელი, წყალგაუმტარი; შეფერილობით მუქი შავი, ყვითელი ან შოკოლადისფერი.

თავი: ფართო თავის ქალა; გამოკვეთილი გადასვლა დრუნჩზე; დრუნჩი, როგორც წესი, დიდი და კარგად განვითარებული; ძლიერი ყბები; ზედა კბილები ქვედა კბილებზეა გადმოსული.

თვალები: საშუალო ზომის, ღია ან მუქი ყავისფერი, გონივრული გამომეტყველებით.

ყურები: თავის უკანა ნაწილზე განლაგებული, არც ისე მძიმე, ჩამოპარტყუნებული.

კიდურები: ძლიერი უკანა კიდურები; წინა კიდურები – იდაყვიდან სწორი.

კუდი: გამოკვეთილი, ხშირი ბეწვით დაფარული “წავისებური კუდი”; საშუალო სიგრძისა; ძირში – მსხვილი და კონუსისებური.

თათები: კომპაქტური და მრგვალი, კარგად მორკალული ფლანგებითა და მსხვილი ბალიშებით.

სხვა…

კარგი ყნოსვა

ჩინებული ყნოსის მქონე ლაბრადორს ორივე მსოფლიო ომის დროს იყენებდენ. მას შეეძლო ნაღმების ზუსტი ადგილსამყოფელის აღმოჩენა. დღეს ნარკოტიკეზე დაგეშილი ლაბრადორი ასეთივე წარმატებით მუშაობს პოლიციელებთან (საწყლები).

ხვეულბეწვიანი რეტრივერი

ეს ძაღლი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხშირი ხუჭუჭი შავი ან ყავისფერი ბეწივით. XIX საუკუნეში მას ხშირად იყენებდნენ წყლის ფრინველზე და სხვა ნადირზე სანადიროდ. ის ენათესავება ლაბრადორსა და წყლის სპანიელს.

ცნობილი მეპატრონეები

ლაბრადორული რეტრივერი ჰყავდათ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ბინგ კროსბი და ფრანსუა მიტერანი.

და ბოლოს: ბონუსი (?)

ბონუსად (?) დამრჩა რამდენიმე სურათი და ჩემი მინაწერი:

ხასიათი: ერთგული, მშვიდი, გონიერი ლაბრადორი ბავშვებთან ურთიერთობაში სანდოა. ყოველთვის ცდილობს გასიამოვნოს, დაგიცვას… მე გირჩევთ ეს ძაღლი სოფელში გყავდეთ. ამ ჯიშის ძაღლს ქალაქში ცხოვრებას სოფელში ყოფნა ურჩევნია.

სიმაღლე:

ხვადი: 56-57 სმ
ძუ: 54-56 სმ

The End ! :boli:

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close