საკითხავისასარგებლო

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 11)

5359c5d577dc
საინტერესო ისტორიული ფაქტების მეთერთმეტე ნაწილი

1. ოსმალეთშ შუა საუკუნეებში მიტაცებული ჰქონდა ევროპის 14 ქვეყნის მიწა-წყალი.

2. ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში დღემდე არ არსებობს ცენტრი, მის უმეტეს რაიონებში არც სახლებია დანომრილი და არც ქუჩებს აქვთ სახელები.

3. კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ ნაწილში, სოფელ ტობაში მცხოვრებმა ვაჭრის შვილმა კოკაჰი მიკიმოტომ, რომელიც წლების განმავლობაში ლოკოკინებითა და კიბორჩხალებით ვაჭრობდა, 1890 წელს დაათვალიერა გამოფენა “ზღვის ნობათი” და გამდიდრების იდეა გაუჩნდა, რაც იმით გამოიხატა, რომ რამდენიმე წელში ხელოვნური მარგალიტი შექმნა.

4. პირველ მსოფლიო ომში 8 მილიონი ჯარისკაცი და დაახლოებით 7 მილიონი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

5. 1993 წლი 11 დეკემბერს სოთბის აუქციონზე იტალიელმა ალბერტო ბოლიფემ ერთ დეპეშაში 68.500 დოლარი გადაიხადა. ეს დეპეშა ხრუშჩოვმა გაუგზავნა იური გაგარინს, – ნიკიტა კოსმონავტს კოსმოსში გაფრენას ულოცავდა.

6. გი დე მოპასანი მის გამო საყვარელი ქალაქის დატოვებას აპირებდა. საფრანგეთის მთავრობამ კი მიიღო წერილი, რომელსაც ინტელიგენციის 40 წარმომადგენელი აწერდა ხელს, მათ შორის მწერლები, მსახიობები, მხატვრები. ისინი წინააღმდეგი იყვნენ პროექტისა, რომელიც მაინც განხორციელდა, – ეს იყო ეიფელის კოშკის მშენებლობა.

7. ამერიკული ფირმა “მატელის” მეპატრონის შვილს, რომელმაც გასული საუკუნის 50-იან წლებში პირველად გამოუშვა დღეს უკვე მსოფლიოს ყველა ბავშვის საყვარელი თოჯინა ბარბი, ბარბარა ერქვა.

8. ბერლინში 1881 წელს დაიბეჭდა ბროშურა – ეს იყო სატელეფონო წიგნის პირველი ვარიანტი.

9. პეტერბურგის გუბერნატორის ქალიშვილს თავდავიწყებით შეუყვარდა მუშა ანდრეი ჟელიაბოვი. შეყვარებულის ციხიდან გამოსახსნელად სოფია სათავეში ჩაუდგა ტერორისტების ჯგუფს, რომელმაც 1881 წლის 1-ელ მარტს ალექსანდრე II-ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოუწყვეს.

10. გინესის რეკორდების წიგნში შესულია კვერცხი, რომელიც 1979 წლის 2 ოქტომბერს ტოკიოში 198 მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდეს და არ გატყდა.

11. ინგლისის მეფე ჩარლზ II-ემ ფინანსური შეჭირვების გამო 1682 წელს ერთ-ერთი რელიგიური სექტის წარმომადგენელს, შეძლებულ უილიამ პენსს მიჰყიდა ტყის მასივი ატლანტის ოკეანიდან დიდ ტბებამდე და ამ ტერიტორიას მფლობელის გვარის მიხედვით – პენსილვანია ეწოდა.

12. მის სახელს დღეს არანაკლებ ცნობილი ფირმა ატარებს, 1946 წელს კი კრისტიან დიორმა ის გამომჭრელად აიყვანა თავის ახალგახსნილ ატელიეში – ეს გახლდათ კრისტიან დიორის პირველი გამომჭრელი პიერ კარდენი.

13. მოსკოვში კრემლის კედლის გაყოლებით 50 ეკლესია დგას.

14. 1913 წლის 21 დეკემბერს გაზეთ “ნიუ-იორკ ჰერალდში” პირველად გამოქვეყნდა კროსვორდი.

15. XVI-XVII საუკუნეებში ესპანელებს ამერიკაში ვერცხლისწყალი გადაჰქონდათ, რათა წიაღისეულიდან ოქრო და ვერცხლი გამოეყოთ.

16. მეკობრეებს ფრენსის დრეიკს, ჯონ ჰაუკინსს, ჰენრი მორგანსა და ჯორჯ კლიფორდს რაინდის წოდება ჰქონდათ.

17. 1955 წელს ლუდის ჩამოსასხმელი ქარხნის მფლობელმა გინესმა პირვლი წიგნი გამოსცა, ახლა ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტირაჟით გამოდის.

18. მუსტაფა ქემალ ათათურქის ერთ ქალიშვილი ისტორიკოსი გახდა, მეორე – მფრინავი, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო.

19. ვლადიმერ ვისოცკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა მის პანაშვიდზე მისული ხალხის ყველზე გრძელი რიგის გამო.

20. აშშ-ს პრზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ახალგაზრდობაში მოჯამაგირედ, ტყისმჭრელად, მიწისმზომლად და ფოსტის მოხელედაც მუშაობდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close