არქივი

სინგაპურის სასწაული !

ს

ალბათ საინტერესო იქნება ქართველი ადამიანისთვის თუ როგორ ცხოვრობს აზიური ვეფხვებიდან ერთ–ერთი გვეყანა სინგაპური, რომლის სახელსაც ხშირად მოისმენთ ჩვენი ტელევიზიიდან. მრავალი ადამიანი რომელიც სულ რაღაც 2 ათეული წლის წინ იყო ნამყოფი სინგაპურში ამბობს რომ ცვლილებები მართლაც რომ შთამბეჭდავია და ყველა გაოგნებაში მოჰყავს თუ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ასეთ მოკლე დროში. ალბათ ამიტომაც უწოდეს მას „აზიის სასწაული“, ჩვენ კი ქართველებს ის ღა დაგვრჩენია ვისურვოთ რომ მათი ბედი გავიზიაროთ, თუმცა მანამდე ჯერ ასეთი პოსტები ვიკითხოთ.

ს

განათლება სინგაპურში

დიადი ლენინი ამბობდა „სწავლა, სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა“. სინგაპურელებმაც სწორედ განათლების რეფორმებიდან დაიწყეს ყველაფერი. სწორედ განათლებამ განაპირობა დღევანდელი სინგაპურის ზეწარმატება. სახელმწიფოებრიობის აშენება შესაძლებელი გახდა კარგად გათვლილი კვალიფიციური კადრების მომზადების სისტემის წყალობით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე იყო ორიენტირებული და რომელმაც წაახალისა ინვესტორები სულ უფრო და უფრო მეტი რთული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი საწარმოები გაეხსნათ, კვალიფიციური სპეციალისტების ზრდის კვალდაკვალ.

ს

დღესდღეისობით სინგაპურში ეკონომიკის სამი ძირითადი კურსია : ჯანდაცვა, ბიომედიცინა და განათლება. უმაღლეს განათლებებს შორის პრიორიტეტულია ტექნიკური, საბუნებისმეტყველო საგნები და მათემათიკა. აგრეთვე ხაზგასასმელია ისიც რომ იქ მასწავლებლისადმი დამოკიდებულება ძალიან მაღალია და მასწავლებელი დიდი პატივისცემით სარგებლობს.

s

ყველა სკოლის მთავარი ღირსება – მასწავლებელი და მისი პროფესიული თვითგანვითარებაა. სინგაპურში ეს მარტო კი არ შეითვისეს არამედ მათი სისტემის ქვაკუთხედად აქციეს. სკოლებში მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო პედაგოგები მიდიან სასწავლებლად. მასწავლებლის სამუშაო ადგილს ექვსი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი იღებს. სინგაპური მთელი მსოფლიოდან იზიდავს მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებს, განათლებაზე ასტრონომიული თანხები იხარჯება , მასწავლებლები აგრეთვე სახელმწიფო მოხელეებიც არიან.

s

ახლა ჩვენს რეალიებს შევადაროთ : პედაგოგიურ ინსტიტუტებში “სამოსნები” ირიცხებიან, სკოლაში სამუშაოდ კი ამ კურსდამთავრებულებიდან ყველაზე სუსტები მიდიან , რამეთუ სხვა უფრო მომგებიანი საქმე ვერ ნახეს. სინგაპურში მასწავლებლოდა საამაყო და დაფასებულია ,ჩვენთან კი ალბათ დამეთანხმებით რომ მასწავლებლობა არც თუ ისე სასურველია ყველა გაგებით.
განათლებული ადამიანები – ეს ნათელი მომავალია ქვეყნისთვის. სინგაპური რომელიც არ ფლობს ბუნებრივ რესურსებს, მთავარ ყველაზე ძლიერ რესურსად განათლებული ადამიანები აქცია, მიაღწია რასობრივ და რელიგიურ ჰარმონიას და დაამტკიცა რომ თანამედროვე სამყაროში განათლებას უფრო მეტი შეუძლია ვიდრე დიდ ტერიტორიებს და ბუნებრივ რესურსებს .

s

s

მსოფლიო რეიტინგებში სინგაპური პირველ სამეულში შედის განათლების, მედიცინის, ცხოვრების ხარისხის, უკორუფციობის და ბიზნესის იოლად მართვის დონით. სინგაპურის განათლების სისტემა საუკეთესოდ არის ადაპტირებული გლობალური ეკონომიკის მოთხოვნებთან. საქმე იმაშია რომ თავის დროზე აქცენტი გაკეთდა ინგლისური ენის ცოდნაზე , დღეს ქვეყნის ყველა მაცხოვრებელმა იცის ინგლისური ენა , სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ამ საერთაშორისო ენაზე მიმდინარეობს, ხოლო მშობლიური ენა ისწავლება როგორც მეორე ენა. ამ ყველაფერმა სინგაპურელები უკეთ მორგებულნი გახადა დღევანდელი სამყაროს გამოწვევებისადმი.

s

s

აზიის ერთი კუნჭულა , უღარიბესი და პრობლემური ქვეყნიდან, სინგაპური გადაიქცა სახელმწიფოდ სადაც ღირსეულად აფასებენ ცოდნას და წარმოუდგენლად მიაჩნიათ ჩვენში ასე პოპულარული გადაწერა თუ კარნახი. 50 წელიწადზე ნაკლებ დროში ჩამორჩენილი ქვეყნიდან, სრულიად გაუნათლებელი მოსახლეობით, სინგაპური ხდება მსოფლიო ინოვაციის ცენტრი, სადაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი საგრძნობლად ივსება წარმატებული განათლების წყალობით .

s

სინგაპური აგრეთვე ხელისუფლების მოწყოფის სისტემითაც უნიკალურია. 30 წლიანი პრემიერმინისტრობის შემდეგაც კი ლი კუან იუ 1990 წლიდან დღემდე აგრძელებს, ქვეყნის მართვაში მონაწილეობას, მინისტრ–მენტორის წოდებით, ხოლო მისი პრემიერმინისტრობის პოსტზე შემცვლელი გო ჩოკ ტონგი , მთავარი მინისტრის (სინიორ მინისტრის) წოდებას ატარებს. ქვეყნის მართვის საჭესთან კადრთა ცვლა არ იწვევს ქვეყაში მღელვარებას ან ქვეყნის კურსის ცვლას, წინა მთავრობა მაინც აკვირდება ახალი მთავრების მოქმედებებს. ასეთი სისტემის ანალოგი სხვაგან არსად არის, და არც სხვა არავის შეუძლია ასეთი წარმატებით დაიკვეხნოს.

სინგაპურის განათლების მინისტრის კომენტარი.

ვიდეო სინგაპურის განათლებაზე

სინგაპურის ხედები

მსგავსი ამბები

Back to top button