არქივი

რა არის ინტერნეტი? PART I

167ff3313e70

დაფიქრებულხართ ოდესმე, რა ხდება მას შემდეგ, რაც თქვენს საყვარელ კომპიუტერში აკრებთ მისამართს www.myfavoritesite.com და დააჭერთ Enter-ს? ალბათ არა. ან თუ დაფიქრებულხართ, ძირითად იმაზე, რა საშინლად მუშაობს ინტერნეტი, რა ნელა იწერს საყვარელ სიმღერას, როგორ ჭედავს YouTube… მართალიც არის, სხვა ფიქრები რთულად თუ მოგივა ადამიანს თავში, როცა საიტის გახსნას 3 წუთი უნდება, მაგრამ ერთხელ მაინც ხომ გაგჩენიათ კითხვა “კი მაგრამ, ნეტავ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? რა იცის როგორ უნდა გაიხსნას www.myfavoritesite.com? იცის? საერთოდ ვინ იცის? ვინ ან რა არის ის უხილავი ‘ვიღაც’ ვინც საიტს მიჩვენებს? როგორ ჩანს საიტი ჩემთან? როგორ და სად ინახება?” და ა.შ. ნუ თუ ჯერ აქამდე არ გაგჩენიათ და ფიქრობთ რომ არც არასოდეს გაგიჩნდებათ, მაშინ შეგიძლიათ აქვე შეწყვიტოთ ამ ყველაფრის კითხვა და რამე უფრო სასარგებლოთი დაკავდეთ, მაგრამ თუ კითხვები თქვენთვის საინტერესოა, მაშინ გავაგრძელოთ.

857d5dffa43a
ინტერნეტი მთლიანობაში საკმაოდ კომპლექსური და დიდი ორგანიზმია. მართალია არა ცოცხალი, მაგრამ მაინც ორგანიზმი. დავიწყოთ ყველაზე მარტივი კითხვიდან: რა არის ინტერნეტი? რას ვგულისხმობთ ამ ტერმინის ქვეშ? სიმარტივისათვის (თუმცა რაღა სიმარტივისათვის, ისედაც ეგრეა) შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტი, წარმოადგენს კომპიუტერებისა და მათი შემაერთებელი ხაზების უზარმაზარ ქსელს, რომელიც მთელ მსოფლიოზეა მოდებული. რეალურად არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ინტერნეტში უკაბელო ქსელის გამოყენებით შედიხართ (WiFi) ლოკალური ქსელის (LAN) თუ კიდევ რაიმე სხვა მეთოდით. ტერმინი “ერთმანეთთან დაკავშირებული” იმას გულისხმობს, რომ ორი კომპიუტერი ერთმანეთს უნდა “ხედავდეს” და ამისათვის კაბელებით იქნება ერთმანეთზე მიერთებული და ინტერნეტზე წვდომა DSL-ით ექნება, მოდემით თუ სატელიტით, არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რომ არსებობს ერთი კომპიუტერი უგანდაში, რომელსაც შეუძლია კავშირის დამყარება მეორე კომპიუტერთან ჩილეში. ცოტა ისტორიაშიც რომ გადავიჭრათ, როგორც ყველაფერი კარგი, ინტერნეტიც თავიდან საიდუმლო პროექტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სამხედრო სექტორზე იყო გათვლილი. სამხედროებისთვის რა გააკეთეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შედეგად ჩვენ მივიღეთ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, სახელად ინტერნეტი.

გავაგრძელოთ. ეს კომპიუტერები და ქსელი გასაგებია, მაგრამ როგორ ახერხებენ კომპიუტერები ერთმანეთთან კავშირს? როგორ პოულობენ ერთმანეთს ინერნეტში? როგორ უცვლიან ინფორმაციას? აქ უკვე საქმე ცოტა უფრო რთულად, მაგრამ ცოტა უფრო საინტერესოდაა. ინტერნეტში, გარდა “ჩვეულებრივი კომპიუტერებისა”, უამრავი “არაჩვეულებრივი კომპიუტერიც” მოიპოვება. მათ მაგიური სიტყვა “სერვერი” ჰქვიათ. სერვერი იდეაში იგივე კომპიუტერია, ოღონდ უფრო სპეციფიურ ამოცანებზე გათვლილი და შესაბამისად უფრო სპეციფიური კომპლექტაციის. მაგალითად ვებ-სერვერებს არაფერში ჭირდებათ nVidia-ს მერვე და მეცხრე თაობის ვიდეოკარტები, რომლებზეც სახლში არცერთი ჩვენთაგანი არ იტყოდა უარს. არ ჭირდებათ იმიტომ, რომ პრინციპში ისინი ლოკალურად არც არაფერს აჩვენებენ. მათი მთავარი ამოცანა მოთხოვნილი ვებ-გვერდების გაგზავნაა კონკრეტულ მისამართებზე. ამისათვის კი მათ კარგი ინტერნეტ შეერთება, დიდი მოცულობის მყარი დისკი, ოპერატიული მეხსიერება და სწრაფი პროცესორები უფრო მეტად ჭირდებათ, ვიდრე DVD-Rewrite-ი ან უახლესი ვიდეოადაპტერი.

სერვერები იმდენნაირი არსებობს რამდენიც გაგიხარდება. აქ იგულისხმება როგორც ფიზიკურად განსხვავებული სერვერები, ასევე მათზე დაკისრებული ამოცანების მიხედვით. არსებობ ვებ-სერვერები, მონაცემთა ბაზის სერვერები, DNS სერვერები, ელფოსტის სერვერები და სხვა. ჩვენ ცალცალკე განვიხილავთ ჩვენთვის საინტერესო ყველა სერვერის ტიპს და შევეხებით მათი მუშაობის ზოგად პრინციპებს.

f37d82e43ac8

PS. ეს I ნაწილია ვისაც დააინტერესებს ვდებ II ნაწილსაც და გავაგრძელოთ ინტერნეტის შესწავლა.

წყარო: gode.ge

espada

var da morcha =( +) ;) $)

მსგავსი ამბები

Back to top button