გასართობისაკითხავიუცნაური

ბარბაროსული ევროპა

8655a9f229da

XIX საუკუნემდე ევროპელები ველურებივით ცხოვრობდნენ. ანტიკურ სამყაროში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა პირად ჰიგიენას. რომში 1000-ზე მეტი აბანო იყო. ევროპაში კათოლიციზმის დამყარების შემდეგ ყველა აბანო დაკეტეს. ბანაობა კი აკრძალეს :no: ევროპაში მოხვედრილი ერთი არაკათოლიკე ისტორიკოსი წერდა: “კათოლიციზმი ათეიზმზე საშინელებაა”. ესპანეთის დედოფალი იზაბელა სიამაყით ამბობდა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ იბანავა. ერთხელ დაბადებისას და მეორედ-ქორწინების დღეს. ცნობილია, რომ ფრანგ მეფეთა შვილების ხშირი სიკვდილიანობის მიზეზი ტილები იყო :lol: პაპი კლიმენტი V დიზენტერიისგან დაიღუპა; ხოლო პაპი კლიმენტი VII და საფრანგეთის მეფე ფილიპ II- მუნისგან.

9385ee67598c
ფილიპ II

თუ XV-XVI საუკუნეებში ევროპელები წელიწადში ორჯერ ბანაობდნენ,XVII-XVIII საუკუნეებში შხაპის მიღებაზე უარი თქვეს.საფრანგეთის მეფემ,ლუდოვიკო XIV ცხოვრებაში ორჯერ ექიმების დაჟინებული მოთხოვნით იბანავა და დაიფიცა,რომ ცხოვრებაში აღარ ჩაიდენდა ასეთ სისულელეს.სისუფთავეს ზიზღით უყურებდნენ.ტილებსა და რწყილებს “ღვთის მარგალიტებს” უწოდებდნენ. ფანატიკოსი მორწმუნეები ამაყობდნენ,რომ მათ სხეულს (გარდა ფეხებისა) ცხოვრებაში წყალი არ შეხებიათ.ერთხელ მეფე-მზემ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა(საერთოდ,რწყილების გამო ღამე მოსვენება არ ჰქონდა :lol: ) და სამეფო ოჯახის წევრებსა და დიდგვაროვნებს,ანტისანიტარიის სუნის “შესანიღბად”სუნამოების გამოყენება უბრძანა.სხვათა შორის,გაირკვა,თუ რატომ იყო წითელი ხის ავეჯი პოპულარული-მასზე რწყილები არ ჩანდა.მეფეს რწყილების დასაჭერად პირადი პაჟი ყავდა.საწოლის ქვეშ კი ქოთნები ელაგათ,რომელთა გასუფთავება ან თავში აზრად არ მოსდიოდათ ან შიგთავსს ქუჩაში,პირდაპირ ფანჯრებიდან ღვრიდნენ.

5d600b51b111
ლუდოვიკო XIV

ერთხელ ლუდოვიკო XVI-ს,სასახლის ერთ-ერთი ფანჯრიდან სიბინძურე გადმოასხეს. ამის შემდეგ მეფემ ბრძანება გამოსცა: მოსახლეობამ,ქუჩაში ნაგვის გადმოყრამდე სამჯერ უნდა დაიძახოს”ფრთხილად!”. ვერსალში საპირფარეშო არ არსებობდა და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ყველა კუთხე-კუნჩული გამოიყენებოდა. როცა სასახლეში ანტისანიტარიის გამო ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა მეფე სხვა სასახლეში გადადიოდა საცხოვრებლად.

საკუთარი ტანსსაცმელი ფანჯრიდან გადმოყრილი ნაგვისგან რომ დაეცვათ,ევროპელებმა ფართოფარფლიანი შლაპები დაიხურეს.მამაკაცებმა რევერანსის დროს თავსაბურავის მოხდაც იმიტომ ისწავლეს,რომ მოსაუბრისთვის ცხვირ-პირში არ მიეფარებინათ ნაგვით აქოთებული ქუდი.(აიი ვააი :D)როცა პარიზის ქუჩები ნაგვით გაივსო მოსახლეობამ გერმანელების მსგავსად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა.
აი როგორ გამოიყურებოდა XIV-XV საუკუნის ფრანგი რაინდი ევროპელი არქეოლოგების აზრით:საშუალო სიმაღლის იქნებოდა;ნაყვავილარი სახე ჭუჭყიანი და გაუპარსავი ჰქონდა;დაუბანელ თმას მუზარადი უფარავდა;ტანსაცმლის ნაკეცებში რწყილები და ტილები ბუდობდნენ.რაინდი,რა თქმა უნდა,კბილებს არ იხეხავდა.ბრძოლის დროს რკინის ჯავშანი გაუხდელად ეცვა,ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც ჯავშანში იკმაყოფილებდა.ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით მტერი,რაინდთა ბანაკებს სუნით აგნებდა.

d235e1ee1fb0
და ბოლოს,ევროპელები მკვდრებსაც კი ბარბაროსულად ექცეოდნენ-ზოგიერთი ექიმბაში უკვდავების ელექსირის მისაღებად გვამს ხარშავდა და ანაწევრებდა. XVIII საუკუნეში კი “სასიყვარულო სასმელს” ფხვნილად ქცეული ადამიანის ძვლებისგან ამზადებდნენ. XVII საუკუნეში ადამიანის ძვლებისაგან დაამზადეს ჭაღი,რომელიც დღესაც ჩეხეთის ერთ-ერთ ტაძარში ინახება. ადამიანის ტყავისგან კი წიგნის გარეკანს აკეთებდნენ. ადამიანის ტყავშია გამოკრული “ადამიანთა უფლებათა” წიგნი და 1793 წელს მიღებული საფრანგეთის კონსტიტუცია.

ეს ჩემი პირველი პოსტია :P

მსგავსი ამბები

Back to top button