ელისაბედი
ელისაბეტ II დედოფალი და მეთაური 16 დამოუკიდებელი ქვეყნისგან შემდგარი თანამეგობრობისა, რომელიც მოიცავს: გაერთიანებულ სამეფოს, გრენადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, იამაიკას, ბარბადოსს, ბაჰამს, კანადას, პაპუა ახალ გვინეას, სოლომონის კუნძულებს, ტუვალუს, სანდა ლუჩიას, გრენადინესს, ბელიზს, ანტიგვასა და ბარბადოსსა და ნევისს.ამასთანავე, იგი, როგორ ბრიტანეთის მონარქი, არის წინამძღვარი ანგლიკანური ეკლესიისა.
ელისაბედი დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს, პრინცი ალბერტისა ( შემდგომში მეფე ჯორჯ VI) და შოტლანდიელი არისტოკრატის, ელისაბეტის ოჯახში. იგი ბუკინგამის ეკლესიაში მონათლა იორკის არქიეპისკოპოსმა და მანვე უწოდა დედის სახელი. ოჯახის წევრები კი მას ლილიბეტს ეძახდნენ.
პატარა ელისაბედი
ელისაბედის მამა – ჯორჯ VI.
და დედა – ელისაბედი.
ელისაბეტმა დაწყებითი განათლება სასახლეში დასთან, მარგარეტთან ერთად მიიღო დედისა და გუვერნანტი, მარიონ კრაფორდის მეთვალყურეობის ქვეშ. მოგვიანებით კრაფორდმა გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „პატარა პრინცესები“, სადაც იგი ელისაბეტზე წერდა: „ მას ბავშვობინდავე ძალიან უყვარდა ცხენები და ძაღლები და ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა მათზე. მას ჰქონდა საოცარი სწრაფვა წესრიგისაკენ და სულ პატარაც პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩეოდა.“
თავიდანვე არ იყო განსაზღვრული, რომ სწორედ ელისაბეტმა დაიკავებდა ბრიტანეთის მონარქის ტახტს. იმ პერიოდში, უელსის პრინცი ედვარდი, ელისაბეტის ბიძა, საკმაოდ ახალგაზრდა იყო და სწორედ იგი მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა იმდროინდელი მონარქი, მეფე ჯორჯ V, ტახტი მემკვიდრეობით ედვარდს ეკუთვნოდა, მაგრამ, მოულოდნელად მან ამ პატივზე უარი განაცხადა. ედვარდს სურდა მის იმდროინდელ ცოლთან განქორწინება, რის შემდეგადაც იგი არადიდგვაროვან გოგონას შერთვას აპირებდა. ამ ყველაფრის გამო კი მას ბრიტანეთის მოანრქის სავარძლის დაკავების უფლება, ინგლისური სამართლებრივი და ეთიკური კანონებით, აღარ ექნებოდა. პრინცმა კი გვირგვინს პირადი ბედნიერება ამჯობინა, რის შემდეგადაც დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI გახდა, ელისაბედი კი ტახტის უშუალო მემკვიდრე მისი სამეფო აღმატებულება იორკის პრინცესა.
ელისაბედი მშობლებთან ერთად.
1927 წელს, როდესაც მისი მშობლები საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ელისაბეტი დარჩა სამშობლოში როგორც მონარქი. მართალია, ამ ყველაფერს ფორმალური ხასიათი ჰქონდა და 11 წლის გოგონას არანაირი სამეფო გადაწყვეტილების მიღების არც უნარი და არც საშუალება არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ, ფაქტია, რომ მას საკმაოდ მცირე ასაკიდან მოუწია შეჩვეოდა თავისი ტიტულის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ელისაბეტი და მისი უმცროსი და, პრინცესა მარგარეტი, შოტლანდიაში იმყოფებოდნენ, მაგრამ შემდგომ თავად ელისაბეტის მოთხოვნით, ისინი ლონდონში დაბრუნდნენ. როდესაც მრჩევლებმა მეფე–დედოფალს უთხრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ პრინცესებს ომის ეპიცენტრს ააცილებდნენ და მათ კანადაში გაგზავნიდნენ, დედოფალმა მას მიუგო : „ბავშვები არასად წავლენ, ჩემს გარეშე. მე არსად წავალ მეფის გარესე და მეფე უბრალოდ ვერსად წავა!“. ამგვარად, სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით ინგლისში დარჩა.
პრინცესა მარგარეტი.
1940 წლის შობა ღამეს რადიოში შედგა ელისაბეტის პირველი მიმართვა ბავშვებისადმი, რომლების ევაკუირებულნი იყვნენ ლონდონიდან. მან BBC–ის რადიო ეთერში შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს ძვირფას მეზღვაურებს, ჯარისკაცებსა და მფრინავებს. ჩვენ ვცილობთ საკუთარ თავზე ავიღოთ და მაქსიმალურად გავიზიაროთ საფრთხეები და ის საშინელი სევდა, რაც ომს თან ახლავს. ჩვენ გვჯერაა, რომ თითოეული ჩვენგანისათვის, ომის კეთილად დამთავრდება“.1943 წელს კი 16 წლის ელისაბედმა, გრენადელთა გვარდიაში სტუმრობის დროს, უფროსი პოლკოვნიკის წოდება მიიღო.
იგი ძალიან აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ საქმეში, იგი ცდილობდა, მოსახლეობის გამხნევებას, შეუერთდა ქალთა დამხმარე სამსახურს, სადაც მუშაობდა მუშად და მექანიკოსად, მართავდა სამხედრო სატვირთო მანქანებს და 5 თვის შემდეგ იგი დააწინაურებ საპატიო უმცროს მეთაურის თანამდებობამდე. ეს ყველაფერი კი ინგლისელი ხალხისათვის მართლაც დიდი სტიმული იყო ომის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ დღეს ელისაბეტი წარმოადგენს ერთადერთ ცოცხალ სახელმწიფო მმართველოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობას იღებდა.
ომის დასრულებისას, როდესაც მთელი ევროპა ზეიმობდა ფაშიზმზე გამარჯვებას, ლონდონშიც მოეწყო საზეიმო გამოსვლები, რომელში მონაწილეობასაც იღებდნენ პრინცესები. მოგვიანებით ერთ–ერთ ინტერვიუში ელისაბეტი იტყვის: „ჩვენ ვკითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ შეიძლებოდა, რომ გავსულიყავით ქუჩაში და ჩვენს შევერთებოდით მოზეიმე ხალხს. მახსოვს, გვეშინოდა, რომ გვიცნობდნენ და ვერ მოვახერხებდით თავისუფლად ყოფნას. მაგრამ, მგონი ჩვენთვის არავის ეცალა. მახსოვს, ერთმანეთის მხარდამხარ დამდგარი ხალხი. ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით უზომოდ ბედნიერები. ეს საოცარი წუთები იყო.იშვიათი ბედნიერების წუთები, რომლებიც მე არ მავიწყდება.“
ელისაბეტი სულ რაღაც 7 წლის იყო, როდესაც პირველად შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპს. იგი 13 წლის იყო, როდესაც მათ კვლავ მოუწიათ ერთმანეთის ნახვა და სწორედ აქედან დაიწყო მათი სიყვარულიც. ახალგაზრდებს ერთმანეთთან მიწერ–მოწერა ჰქონდათ.
ისინი 1947 წლის 20 ნოემბერს დაქორწინდნენ. ქორწინებამდე კი ფილიპმა დათმო დანიური და ბერძნული ტიტულები, ბერძნული მართმადიდებლური აღმსარებლობა ანგლიკანურით შეცვალა, მიიღო ინგლისელი დედის გვარი. ქორწინების შემდეკ კი იგი გახდა მისი სამეფო აღმატებულება ედინბურგის ჰერცოგი.
მათ ქორწინებას საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. გარდა იმისა, რომ ფილიპს ბევრის დათმობა მოუხდა, იყო სხვა პრობლემებიც: მისი ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო გახლდათ, ასევე, მისი სიძე გერმანელი დიდებული, რომელსაც ნაცისტურ მთავრობასთან საკმაოდ ახლო კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ მიზეზების გამო, თავდაპირველად,დედა–დედოფალი ამ კავშირის წინააღმდეგი იყო, იგი ფილიპს ჰუნს უწოდებდა, თუმცაღა, მოგვიანებით, მათი ურთიერთობა დალაგდა და უფროსმა ელისაბეტმა საკუთარ ბიოგრაფთან საუბრისას იგი ჭეშმარით ჯელტმენად მოიხსენია.
ომის შემდგომ ბრიტანეთში გადახდილ ქორწილში, ფილიპის მხრიდან, მოწვეული იყო მხოლოდ მისი სამი და. ელისაბედმა და მისმა მეუღლემ 2500 საქორწინო საჩუქარი მიიღეს. 1948 წლს წყვილ პირველი ვაჟი, პრინცი ჩარლზი შეეძინა, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ქვეყანას პრინცესა ანნა მოევლინა.
1951 წლიდან ჯორჯ VI–ის ჟანმრთელობის მდგომარეობა მეტად გაუარესდა, 1952 წელის 6 თებერვალს კი, როდესაც ელისაბეტი მეუღლესთან ერთად აფრიკაში იმყოფებოდა, მეფე აღესრულა.იგი პარლამენტმა საჩქაროდ გამოიწვია ლონდონში, როგორც ტახტის მემკვიდრე.
1953 წლის 2 ივლისს ვესმისტერის სააბატოში შედგა ელისაბეტის კორონაცია. ინგლისში ტრანსლაციაზე გაიცა 3 მილიონი ლიცენზია ტელევიზიებისათვის და დაახლოვებით 20 მილიონი ბრიტანელი ადევნებდა ამ მოვლენას თვალს.
ელისაბედის მიმართ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული. მისი რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგა 1997 წელს, როდესაც სამეფო კარი პრინცესა დაიანას ტრაგიკული სიკვდილის გამო, ინტრიგებში გაეხვა. ელისაბედმა მაინც შეძლო და შეუნარჩუნა საკუთარ ოჯახს შეუბღალავი რეპუტაცია.
დღეს ელისაბედი, თავის ყველა ტიტულთან ერთად, არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. იგი ერთადერთი ქალია, რომელმაც არ მიიღო ქმრის გვარი, როგორც ეს წესია, თავად მისი შვილებიც კი უინძორებად იწოდებიან. პრინცმა ალბერტმა ამაზე თქვა: „ მე ვარ ერთადერთი კაცი ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს უფლება, რომ შვილებს საკუთარი გვარი მისცეს.“
დედოფალ ელისაბედის ბიპადი გერბი.