რეკორდებიუცნაური

რეკორდი სლოკინში

აიოვის შტატში მცხოვრები ჩარლზ ოსბორნი შესულია გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე ხანგრძლივი სლოკინის შეტევების საფუძველზე.

1922 წელს, 28 წლის ასაკში,დასაკლავად მომზადებული ღორის აწონის მომენტში დაწყებული სლოკინი განუწყვეტლივ გაგრძელდა მთელი 68 წლის მანძილზე და გაურკვეველი მიზეზებით შეწყდა 1990 წელს, ჯამში დაახლოებით 430 მილიონჯერ დასლოკინების შემდეგ. პირველ წლებში ოსბორნი წუთში საშუალოდ 40-ჯერ ასლოკინებდა, ხოლო ბოლო წლებისკენ უკვე წუთში 20-მდე შემცირდა სლოკინის სიხშირე.  ჩარლზ ოსბორნი სლოკინის შეწყვეტიდან 1 წელიწადში გარდაიცვალა კუჭის წყლულის გართულებებისაგან. იგი 97 წლის იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩარლზმა მოახერხა ჩვეული ცხოვრებით ეცხოვრა. ცხოვრების მანძილზე ჰყავდა 2 ცოლი და 8 შვილი.

ერთი დამატებითი საინტერესო ფაქტი: იცით თუ არა რომ ნაყოფი მუცლად ყოფნის დროს ასევე ასლოკინებს. ამის შესახებ 1899 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ულტრაბგერითი გამოკვლევები გახდა შემოღებული. სლოკინი აძლიერებს ნაყოფის დიაფრაგმას და ამზადებს პატარებს სუნთქვისთვის.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close