გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 10)


საინტერესო ისტორიული ფაქტების მეათე ნაწილი

1. ნაციზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი – იოზეფ გებელსი ოთხი წლის ასაკში პოლიომიელიტით დაავადდა და ოპერაციის შედეგად ცალი ფეხი 10 სმ-ით დაუმოკლდა, თუმცა თავად ყველგან, განსაკუთრებით კი ქალთა გარემოცვაში, ამტკიცებდა, ფეხი ფრინტზე მიღებული ჭრილობის გამო დამისახიჩრდაო.

2. პენტაგონი (აშშ) მსოფლიოში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობაა.

3. ჰიროსიმაში ატომური ბომბი პოლკოვნიკმა კლოდ იზერლიმ ჩამოაგდო.

4. მაგელანის შესახებ ყველამ ორი რამ იცის: მან მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, რომლის დროსაც ფილიპინებზე მოკლეს. სინამდვილეში მაგელანმა მხოლოდ გზის ნახევარი გაიარა. მოგზაურობა მისმა მოადგილემ, ხუან სებასტიან ელკანომ განაგრძო და დაასრულა კიდეც.

5. 1930 წელს ქალებმა პირველად მიირეს უფლება, გამხდარიყვნენ პილოტები, მაგრამ საამისოდ ქალს უნდა ჰქონოდა მედდის პროფესია, წონით არ უნდა ყოფილიყო 115 გირვანქაზე მეტი.

6. ბიზანტიელები შესანიშნავად იცნობდნენ ალთაის მხარესა და ალატაუს – მას ოქროს მთას უწოდებდნენ.

7. ავსტრალიის სახელმწიფო გერბზე კენგურუ და ემუ გამოსახეს არა იმიტომ, რომ ამ კონტინენტის ენდემური ცხოველები არიან, არამედ იმიტომაც, რომ უკან სვლა არ შეუძლიათ.

8. პირველ სიამის ტყუპს ჩანგი და ენგი ერქვათ, რაც ტაის ენაზე ნიშნავს მარცხენასა და მარჯვენას.

9. სამკუთხა მარკები პირველად XIX საუკუნის 60-იან წლებში ინგლისის კოლონიაში, სამხრეთ აფრიკაში შემოიღეს, რომ ფოსტალიონებს გაერჩიათ ადგილობრივი წერილები მეტროპოლიის კორესპონდენციისაგან.

10. მსოფლიოში ყველაზე “ახალგაზრდა” ქალაქია იემენი, რადგანაც იქ მოსახლეონის 52% 15 წლამდეა.

11. სანქტ-პეტერბურგში მიხაილის სასახლე დღესაც პავლე I-ს ფავორიტ ანა გაგარინას ხელთათმანის ფერადაა შეღებილი.

12. ფრანგი მეცნიერების გამოკვლევით მსოფლიოში 5651 ენაა. ის საკმაო რაოდენობითაა ცრდილო კავკასიაში, ჰიმალაებში 160-ია, ნიგერიაში – 280, ახალ გვინეაში კი ყველაზე მეტი – 1.010-ია.

13. შვეიცარიის ვაგონ-რესტორნებში ტუალეტები რა არ არის.

14. ანა ბურგუნდიელი პირველი ქალი იყო, რომელმაც 1477 წელს ნიშნობის ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მიიღო – ის მეფე მაქსიმილიან I-მა უძრვნა.

15. ნიაგარის ჩანჩქერის ხმა 25 კილომეტრზე ისმის.

16. 1913 წელს ბრიუსელში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციას მხოლოდ ერთი ქალი – მარია სკლოდოვსკა-კიური ესწრებოდა.

17. დომინო საფრანგეთში გამოიგონეს, თავდაპირველად ეს თამაში განკუთვნილი იყო გონებასუსტი ბავშვებისთვის.

18. კომპოზიტორი ბრამსი ძალზე უდისციპლინო იყო. ერთხელ დირიჟორობისას სიგარეტსაც კი ეწეოდა.

19. მერი სიურატი პირველი ქალი იყო ამერიკაში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, მისი დანაშაული ის იყო, რომ მან აბრაამ ლინკოლნის მკვლელი – ჯონ ბუტი შიფარა.

20. რიჩარდ ლომგულის ძმა ჯონი ღორმუცელობას გადაჰყვა: ჯერ ატამს მიაძღა, მერე ახალი ლუდით გაილეშა და ბოლოც მოეღო.

წინა ნაწილები:
ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი IV
ნაწილი V
ნაწილი VI
ნაწილი VII
ნაწილი VIII
ნაწილი IX

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close