საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესოა…

c8adc701a25b

1) რატომ ხდება რომ კეთილი იმარჯვებს? პასუხი ამ კითხვაზე და კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იხილეთ გაგრძელებაში

ვესტერნებში, დუელის დროს ყოველთვის ბოროტები კვდებიან – მაშინ როდესაც იარაღს პირველი ისინი იშიშვლებენ ხოლმე. ხომ უცნაურია? ეს ფაქტი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელ ნილს ბორსაც კი აფიქრებდა! ბირმინგემელ (ინგლისი) მკვლევერებს ასეთი პასუხი აქვთ: ბოროტი რომელსაც მკვლელობა აქვს განზრახული, ფიქრობს, რომ პირველმა უნდა იშიშვლოს იარაღი, მიზანში ამოიღოს მსხვერპლი და შემდეგ მოკლას. კეთილი არ ფიქრობს უბრალოდ მოქმედებს. მკვლევარებმა აჩვენეს, რომ “რეფლექსის ფორმას” მოქმედებების 10% სისრულეში უფრო სწრაფად მოჰყავს, ვიდრე ფიქრის დროს. ეს საკმარისი იქნება კეტილისათვის, რათა შეყოვნდეს ბოროტზე მეტად, რომელმაც პირველმა იშიშვლა იარაღი?.. უკეთესი იქნება, ჩვენი გმირები საიდუმლოს ნაწილს თუ შეინახავენ!

256775051c6e

2) ტუტანხამონის DNM, რა აღმოაჩინეს ფარაონის გენში? თავსატეხი ამოხსნილია…

ტუტანხამონი ძნელია გაიხსენო ძველი ეგვიპტის უფრო ცნობილი ფარაონი! მას შემდეგ რაც 1922 წელს მაფეების სამარხში არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა მისი საფლავი, მუმია და ჯერარნახული განძი, რომელიც იქ ხელუხლებელად ინახებოდა, ანუ უკვე 70 წელზე მეტია, ეგვიპტოლოგები დაობენ ამ ახალგაზრდა მეფეზე, რომელიც 33 საუკუნის წინ სამეფო ტახტზე 9 წლისა ავიდა და 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინ იყვნენ მისი მშობლები? მართლა დახოცეს თუ არა ისინი, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ?
სულ ცოტა ხნის წინ ამის შესახებ მეტი გახდა ცნობილი. საერთაშორისო ჯგუფმა მეფის DNM-ი შეადარა სხვა თხუთმეტი მუმიის DNM-ს, რომელთაგან 10 იდენტიფიცირებული იყო, დანარჩენი 5 კი – უსახელო. გენეტიკური ტესტების პასუხები დადასტურებულია: ახალგაზრდა მამაკაცის მამა ეხნატონია; ბაბუა – ამენჰოტეპ მე-3; ბებია – დედოფალი თეა. ეგვიპტოლოგების დიდი ხნის წინანდელი ჰიპოთეზა დადასტურდა. დედა ვინ იყო? მეფეების სხვა სამარხში ნაპოვნია მუმია იგივე გენეტიკური კოდით – KV35YL. მაგრამ ამ მშვენიერი სამყაროს წარმომადგენლების DNM-ების შედარება სხვა რამეს ამბობს: ტუტანხამონის დედა ამავე დროს იყო მამამისის და. ამგვარად ჩვენი ფარაონი იქნებოდა და-ძმის შორის სისხლის აღრევის შედეგად დაბადებული, რაც ფარაონებში ფართოდ იყო გავრცელებული. გენეტიკური ანალიზი აჩვენებს რომ ტუტანხამონი არაერთი სნეულებით იყო დაავადებული. მას შეეყარა მალარია და საბოლოოდ ამ სენმა მისი სიკვდილი გამოიწვია. რაც ვიცით ის არის, რომ იგი არ იყო მოკლული. ნახვრეტი რომელიც მისი მუმიის კეფაზეა უნდა ყოფილიყო ბალზამირების ოსტატების იარაღის დარტყმის შედეგად მიყენებული ტრამვაა.

მსგავსი ამბები

Back to top button