გასართობისასარგებლო

რა ჰქვია ყველაზე დიდ რიცხვს?

საერთოდაც, არაფერიც არ ქვია. პირველი მიზეზი ამისა ისაა, რომ ყველაზე დიდი რიცხვი ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის (და ალბათ ვერასდროს მიიღებს) და მეორე, იმ დიდი რიცხვებიდან, რომელიც ადამიანთა მოდგმას ჭირდება მუშაობისთვის, ყველაც კი არ ვიცით. თუმცა, სანამ გავიცნობდეთ დიდ რიცხვებს, პატარა ისტორიას მოგიყვებით.
ბრძენი, რომელმაც ჭადრაკი გამოიგონა, მოულოდნელად დაიბარეს მეფესთან.
აღმოჩნდა, რომ ის უნდა დაეჯილდოვებინათ, რადგან მეფეს ძალიან მოწონებოდა ჭადრაკი.
– მითხარი რა გინდა, შენს ნებისმიერ სურვილს შევასრულებ, – უთხრა ბრძენს მეფემ.
დაფიქრდა ბრძენი და უპასუხა: – მე ვითხოვ მივიღო პირველ უჯრაზე ერთი მარცვალი ხორბალი, მეორეზე – 2, მესამეზე – 4, მეოთხეზე- 8, მეხუთეზე – 16 და ა.შ.
– კარგი, – უთხრა მეფემ, – შენს ხორბალს ახლავე მიიღებ. მაგრამ გაოცებული ვარ, რომ ასე ცოტა მოითხოვე. ეს ნიშნავს, რომ პატივს არ მცემ. ახლავე უკან დაიხიე.
მოხუცი ბრძენი გავიდა გარეთ და ღიმილით ელოდა თავის ,,პრიზს” სასახლის კართან. საღამოს მეფე დაინტერესდა, გადასცეს თუ არა ბრძენს ხორბალი.
– არა, – უპასუხა მსახურმა, – მათემატიკოსებმა ვერ გამოიანგარიშეს, რამდენი ტომარა უნდა გადაეცეს მას.
– ახლავე მომიყვანეთ აქ მეცნიერები, – ბრძანა მეფემ.
– მბრძამებელო, ნუ იჩქარებთ ჩვენს დასჯას. დილამდე, ვიმედოვნებთ, დავამთავრებთ დათვლას, – ითხოვეს მათემატიკოსებმა.
– მიეცით მას ერთი ტომარა მარცვალი, ეს ხომ მის დასახელებულ რაოდენობაზე მეტი იქნება? – იყვირა მეფემ.
– არანაირად, – მიუგეს მათემატიკოსებმა, – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტომრები არ გვეყოფა.
დილით მთავარი მათემატიკოსი მივიდა მეფესთან და მიუტანა მას ერთი ხელით ქაღალდის გრაგნილი, მეორე ხელით – ნაჯახი.
– მბრძანებელო, მე ვიცი, რამდენი მარცვალი უნდა მივცეთ ბრძენს, მაგრამ ის ისეთი რიცხვია, რომ ჯობს თავი მომაჭრათ.
– არ აქვს მნიშვნელობა, ხუთი ტომარა იქნება თუ ექვსი. როგორ, ნუთუ არ მომეპოვება ამდენი ხორბალი? თქვი! – ბრძანა მეფემ.
– კარგი, მბრძანებელო, ეს თქვენ თვითონ მთხოვეთ. იცოდეთ, რომ თქვენს ყველა ბეღელში არ არის ამ რაოდენობის მარცვლეული. არ არის მთელი სამეფოს ბეღლებშიც კი. და არც მთელ პლანეტაზე. მაშ ასე, ხვალვე გაეცით ბრძანება, დააშრონ ოკეანეები და დაიპყარით ახალი მიწები, რომ დათესოთ მარცვალი. სწორედ ამის შემდეგ შეძლებთ თქვენი დანაპირების შესრულებას. თქვენ, ჩემო მბრძანებელო, დაინტერესდით რიცხვებით და აი იცინიც: 18 კვინტილიონ 446 კვადრილიონ 744 ტრილიონ 71 მილიარდ 709 მილიონ 551 ათას 615 (ანუ, ამდენი ცალი ხორბალი უნდა გადაეცათ ჭადრაკის შემქმნელისთვის).

სხვათა შორის, კვინტილიონი – ესაა რიცხვი 18 ნულით. შედარებისთვის, მილიონში 6 ნულია, მილიარდში – 9, ტრილიონში – 12, ხოლო კვადრილიონში – 15. კვინტილიონს მოსდევს სექსტილიონი (21 ნულით), ცეპტილიონი (24 ნულით) და ასე ბიგინტილიონამდე. ესაა რიცხვი 63 ნულით. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი გიგანტი – გუგოლი, რომელიც 100 ნულით ბოლოვდება. ეს რიცხვი შემოიტანა ამერიკელმა მათემატიკოსმა კასტნერმა. გუგოლი ყველაზე დიდი რიცხვია, რომელსაც სახელი ქვია.

თუმცა, საინტერესოა, რომ გუგოლი ყველაზე დიდ რიცხვად ითვლება მხოლოდ რუსეთში, აშშ-ში,კანადაში, საფრანგეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ესპანეთში არის რიცხვი, რომელიც მეტია გუგოლზე – ეს არის ვიგინ-ტელიონი, რომელიც შეიცავს 120 ნულს.

კიდევ ერთი რა კვინტილიონზე. იცოდით, რომ ყოველ კუბურ სანტიმეტრში ჩვენს ირგვლივ არის 27 კვინტილიონი მოლეკულა? ეს ნამდვილად ასეა. აბა წარმოვიდგინოთ 27 კვინტილიონი ადამიანი რომ ცხოვრობდეს დედამიწაზე. მაშინ ერთ კვადრატულ მეტრზე 50 000 ადამიანი მოვიდოდა, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია.

დიდი მადლობა…. :)

თეგები
Back to top button
Close
Close