საკითხავისასარგებლოსურათები

ცნობილი ადამიანები პარკინსონის დაავადებით…

3ca36a1d7cd3

პარკინსონის დაავადება – თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოიხატება კიდურების, თავის კანკალით, შენელებული მოძრაობებით, მუსკულატურის ტონუსის მომატებითა და საერთო შებოჭილობით. ამ პოსტში რამოდენიმე ცნობილ ადამიანს წარმოგიდგენთ, რომლებიც ამ დაავადებით იტანჯებიან ან იტანჯებოდნენ…

1. ლეგენდა მსოფლიო კრივისა მუჰამედ ალი უკვე ბევრი წელია პარკინსონის დაავადებით ცხოვრობს. ეს დიაგნოზი მას ჯერ კიდევ 1984 წელს დაუსვეს.
1880a558a298

2. სურეალიზმის დამფუძნებელ, ესპანელ სალვადორ დალის ეს დაავადება 76 წლის ასაკში დაუსვეს. ერთი წლის შემდეგ 1982 წელს გარდაეცვალა მეუღლე, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა სენის განვითარება
1f3ce790a2ef

3. მსახიობ მაიკლ ჯეი ფოკსს ამ დაავადების დაწყებითი სტადია ჯერ კიდევ 1991 წელს დაუსვეს, მაგრამ ის მალავდა ამის შესახებ. თუმც 2000 წელს იძულებული გახდა დაესრულებინა სამსახიობო კარიერა.
ade257b1cd12

4. რომის პაპი იოანე პავლე II ასევე ამ დაავადებით იტანჯებოდა. ცხოვრების ბოლო ხანებში ის ვერც კი ლაპარაკობდა ამის გამო.
a96215f1e366

5. ადოლფ ჰიტლერი – მისი წარდგენა ზედმეტია, ისიც პარკინსონის მსხვერპლი იყო
919051036bfa

6. კიდევ ერთი გერმანელი პოლიტიკოსი დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი ერიკ ხონეკერი, ამ დაავადებით იტანჯებოდა.
bf04f6487f6e

7. 70-იანი წლების შუა ხანებში ჩინეთის დიდი მმართველი მაო ძედუნი, უკვე იმდენად იყო დაავადებული პარკინსონით, რომ ქვეყნის საქმეებში ვეღარ ერეოდა
951f46331ea1

8. მუსიკოსი ოზი ოზბორნი დიდი ხნის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მისი ხელის კანკალი დაკავშირებული იყო ნარკოტიკებთან, მაგრამ 2005 წელს მასაც პარკინსონის დაავადება დაუდგინეს.
a420a181b4c7

9. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი პოლიტიკოსი იასირ არაფატიც პარკინსონით იტანჯებოდა.
0cd35ec3f579

10. 60-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი გარდაიცვალა 1 ივლისს 2010 წლისა. მრავალწლიანი ტანჯვისა, რომელიც პარკინსონის დაავადებით იყო გამოწვეული
bef57b5a5aa0

**************************************************************************************
**************************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close