არქივი

ზოდიაქოს რჩევები

9694999d145b

კონფუცი ამბობდა : მეგობრებთან ურთიერთობის დროს,ურჩიე მათ გააკეთონ მხოლოდ ის- რისი გაკეთებაც შეუძლიათ.წაიყვანეთ ისინი სიკეთისკენ…მაგრამ არ იმოქმედოთ იქ,სადაც აზრი არ აქვს.

გინდა გაიგო როგორ მრჩეველები არიან ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშნები?მაშინ აუცილებლად წაიკითხე ქვემოთ რაც წერია


ვერძი(ოხ ეს მე ვარ)

ვერძებს შეუძლიათ სწრაფი და ზუსტი რჩევის მიცემა.მაგრამ საჭიროა გახსოვდეთ,რომ ვერძებს არ უყვართ პრობლემაზე დიდი ხანი ფიქრი,ამიტომაც უფრო იმპროვიზირებენ და მათი რჩევა დაუყოვნებლივ მოქმედებაზეა მიმართული.ალბათ უფრო,მათ პრობლემის არსი არ აინტერესებთ,მაგრამ ვერძის რჩევა გულრწფელია და ზუსტად 10იანში გარტყმული!თუ საჭიროა მართალი და არა მოხატული რჩევა- აუცილებლად მიმართეთ ვერძებს.

კურო
კუროების რჩევები უფრო ტრადიციებს უკავშირდება.თუ კურო გულრწფელია(ეს კი ყოველთვის არ ხდება),ის გადმოსცემს 1000 აზრს და მოსაზრებას!მათი რჩევები უთუოდ პრაქტიკულია.ის აუჩქარებლად ახსნის ამა თუ იმ ქმედების შედეგებს.კურომ კარგად იცის თუ როგორ მივაღწიოთ ყველაზე კარგად პუნქტი A-დან პუნქტ B-მდე.

ტყუპები

ტყუპები ხშირად არასაიმედოები არიან.ისინი ყველაფერს არასერიოზულად უყურებენ,მაგრამ მთლიანობაში მათი რჩევები საკმაოდ გასაგებია.ცოდნის ძალიან დიდი მარაგი აქვთ.მაგრამ საჭიროა გათვალისწინება,რომ ტყუპები წარსულს არ ეყრდნობიან და სჯობს თავი აარიდოთ კითხვებს ემოციებზე(ისინი უბრალოდ დაგცინებენ).ამის მიუხედავად,ტყუპებმა ყველაფერზე ცოტ-ცოტა იციან და საჭირო მომენტში რჩევას მოგცემენ.

კირჩხიბი

ისინი გონიერი რჩევებით გამოირჩევიან.მაგრამ ხშირად ძალიან ჩაუღრმავდებიან ოჯახურ ფასეულობებს.კირჩხიბი ეყრდნობა კარგ მეხსიერებას და ხშირად შეგახსენებთ თქვენს ნამდვილ პრინციპებს.კირჩხიბთან რჩევისთვის,სჯობს მაშინ მიმართვა,თუ საქმე ეხება ოჯახს,ფულს ან ბიზნესს.

ლომი

ლომები ცდილობენ ყველაზე კარგ და საჭირო რჩევის მიცემას.ფაქტიურად,ლომები საუკეთესო მრჩეველები არიან!უბრალოდ,თუ ლომს მიმართავთ რჩევისთვის,შეძლებთ მისი კეთილგანწყობის მოპოვებას.მაგრამ საჭიროა გათვალისწინება,რომ ლომები ხშირად ძალიან შედიან მრჩეველების როლში,თუმცა უთუოდ ყველაზე კარგ რჩევებს იძლევიან.არაა საჭირო მათი პირადი გამოცდილების გამოყენება,ისინი რჩევების საპირისპიროდ იქცევიან.

ქალწული

თუ საჭიროა ტვინის შტურმი,რჩევისთვის მიმართეთ მას!ქალწული იქნება გულრწფელი და პრობლემას სერიოზულად შეხედავს.მაგრამ,არის ალბათობა,ქალწულთან რჩევის დროს,რომ დაკარგოთ პრობლემის არსი.ქალწულებს უყვართ დახმარება,უთუოდ ღირს მათ რჩევების გათვალისწინება.

სასწორი

სასწორები იმით არიან განთქმულნი,რომ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ!საჭიროა ცოდნა,რომ სასწორი პრობლემას ყველა მხრიდან უყურებს.არ არის საჭირო ლოდინი,რომ ამ რომელიმე მხარეს დაიკავებენ.თუ რა თქმა უნდა ეშმაკის ადვოკატები არ არიან.

მორიელი

მორიელი შესაძლოა პირდაპირი და “მჩხვლეტავი” აღმოჩნდეს.მორიელს მაშინ მიმართეთ,თუ გსურთ პრობლემის არსამდე მიღწევა.გაითვალისწინეთ,რომ გულის სიღრმეში,მორიელს შესაძლოა საკუთარი ინტერესებიც ამოძრავებდეს.მათი რჩევები არაკეთილსინდისიერია,მაგრამ ეფექტური.თუ ადამიანი,რომელიც მიმართავს მორიელს დასახმარებლად,ღრუბლებში დაცურავს,მორიელი მას ძმურად ჩამოიყვანს დედამიწაზე.

მშვილდოსანი

მშვილდოსანის რჩევები ხშირად მოსაწყენია.არ გეგონოთ,რომ მშვილდოსანი პრობლემის არსს ჩაწვდება,მაგრამ შეუძლია ნათლად დაგანახოთ მთლიანი სურათი.ეს რჩევები,ხშირდ გამოუსადეგარია,მაგრამ მშვილდოსანი ენთუზიაზმით ცდილობს დაეხმაროს ყველას!

თხის რქა

რჩევის დროს,თხის რქები ყურადღებიანი და პრაქტიკულები არიან.ბოლოს და ბოლოს,ის ხომ ყველაზე დიდი გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ზოდიაქოს ნიშანია.მისი რჩევები,ხშირად ოჯახური ფასეულობებითაა გაჟღენთილი.სჯობს რჩევისთვის მარტო მაშინ მიმართოთ,თუ საქმე ეხება ბიზნესს და კარიერას.

მერწყული

მისი რჩევები მეცნიერული და აქტუალურია.ზოგს ჰგონია რომ,მისი რჩევები უნივერსალურია,ზოგს- რომ ძალიან იდეალისტური.ეს ზოდიაქოს კონსერვატიული ნიშანია.მიმართეთ მას,თუ გსურთ საქმიანი და ობიექტური რჩევა!

თევზები

თევზებს უნდათ,რომ მათი მოსაუბრე თავს კარგად გრძნობდეს,ამიტომ რჩევის დროს,ამბობენ იმას(როგორც თვითონ ჰგონიათ),რისი მოსმენაც ადამიანს უნდა.ამიტომაც,მათი რჩევები რეალობას ცოტა ამახინჯებენ,მაგრამ ეს ცუდად არ მოქმედებს პრობლემის გადაჭრაზე.თევზები გონიერი ნიშანია!მიმართეთ მაშინ,თუ პრობლემა ჩაღრმავებას მოითხოვს.ეჭვს გარეშე- თევზები სიხარულით დაგეხმარებიან.

სულ ეს იყო…იმედია რამე საერთო აღმოაჩინეთ თქვენს თავთან,ან ახლობელთან :) დიდი მადლობა და ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button