არქივი

სატელეკომუნიკაციო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი

21b6cc9c5e21

სატელეკომუნიკაციო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი

მე დღეიდან მინდა დავიწყო ამ უცნაური ტერმინების განმარტებების გამოქვეყნება ქართულ ენაზე :) . ტერმინების არჩევა მოხდება ანბანის მიხედვით ანუ თითო ინგლისური ანბანის ასოზე იქნება თითო პოსტი (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა რადგან მაგალითად J-K ასოებზე ძალიაან ცოტა მნიშვნელოვანი ტერმინია ამიტომ ამ ორ ასოს შემოგთავაზებთ ერთ პოსტში.) ანუ 20 დღეში გვეცოდინება ყველა სატელეკომუნაკაციო ტერმინის მნიშვნელობა :yes:
დღეს კი მინდა შემოგთავაზოთ ტერმინები რომლებიც იწყება A ასოზე.

Access Point – მოწყობილობა, რომელიც გადასცემს ციფრულ ინფორმაციას უსადენო და სადენიან ქსელებს შორის.

ADSL (Asymmetrical Digital Subscriber Line) – ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს ჩვეულებრივი სატელეფონო ხაზის გამოყენებით და, ამავე დროს, არ ზღუდავს სატელეფონო ხაზის გამოყენებას ზარის განსახორციელებლად.

A-Key – უსადენო ტელეფონებისთვის შექმნილი სპეციალური საიდუმლო კოდი, რომელიც გამოიყენება, როგორც დამატებითი უსაფრთხოების ზომა,  აბონენტის იდენტიფიცირების დროს.

AMPS (Advanced Mobile Phone System) – ანალოგური ტექნოლოგია  მობილური ქსელებისათვის. იყენებს 800-მეგაჰერციან სიხშირულ სპექტრს და სიხშირული დაყოფით მრავალჯერადი შეღწევის (FDMA) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.

Analogue signal – ინფორმაციის წარმოდგენის მეთოდი, უწყვეტად ცვლადი (არადისკრეტული) ელექტრული სიგნალის საშუალებით.

ANI (Automatic Number Identification) – ინტელექტუალური ქსელის ფუნქცია, რომელიც აბონენტს საშუალებას აძლევს, გაშიფროს შემომავალი ზარი.

ANSI (American National Standard Institute) – კერძო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მეთვალყურეობს მომსახურების, პროდუქტების, სისტემებისა და სხვა სტანდარტების შემუშავებას აშშ-ში.

ARPU (Average Revenue Per Subscribe) – თითოეული აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი.

ASCII (American Standard Code for Information Interchange) -ინფორმაციის  მიმოცვლის კოდირების ამერიკული სტანდარტი.

Asymetric Transmission – ციფრულ მონაცემთა გადაცემის სისტემა, სადაც მომხმარებლის მიერ მონაცემთა მიღების სიჩქარე ბევრად აღემატება გადაცემის სიჩქარეს

Authentication – აბონენტის იდენტიფიცირების პროცედურა.

Authorization – აბონენტის უფლებების დადგენის პროცედურა.

დღეისათვის სულ ეს იყო :) . იმედი მაქ ეს ინფორმაცია რამეში მაინც გამოგადგებათ. ხვალ ანუ 12 სექტემბერს შემოგთავაზებთ B ასოს.

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"

მსგავსი ამბები

Back to top button