საკითხავისასარგებლოუცნაური

ისლამური აკრძალვები

ed52aac69770

ისლამურ ქვეყნებში ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს არაფრად აგდებენ. ხელისუფლება კრძალავს ყველაფერს, რაც საჭიროდ მიაჩნია და ამას ისლამის კანონით ამართლებს. გადავხედოთ 10 ყველაზე ცნობილ და შესაძლოა აბსურდულ აკრძალვას.

10. ირანში აკრძალეს შინაური ცხოველების და მათი პროდუქტების ყველანაირი რეკლამა. უეცრად ირანის სულიერ მამებს გაახსენდათ, რომ ისლამური ტრადიციების თანახმად, ძაღლები უწმინდურ ცხოველებად ითვლებიან. გამოცხადდა, რომ ცხოველებთან ყველანაირი კავშირი ,,დამნაშავეს” მიიყვანს ,,ეშმაკის შედეგებამდე” (სიტყვასიტყვით ასე ითარგმნა). ტრადიციულად, ძაღლებს სახლში შესვლის უფლება არა აქვთ.

c93aa05ada6e

9. ასევე აკრძალულია სახლში სურათების შენასვა, რომელზეც გამოსახულნი არიან ცხოველები. აკრძალვა ეხება ისეთ სურათებსაც, რომელზეც ადამიანია გამოსახული.

8. აკრძალულია ადამიანის გამომსახველი სათამაშოები. ირანში აკრძალეს ბარბი, ბეტმენი, სპაიდერმენი და ჰარი პოტერი. თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ მათი ადამიანური სახე არ იყო. კანონმდებლების აზრით, ისინი კომპიუტერული სათამაშოებია. ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, მსგავსი სათამაშოების არაკანონიერი გზით ქვეყანაში შეტანა ცუდად მოქმედებს ირანის კულტურაზე.

5ef1b4e1a5a9

7. საერთოდაც, რაც გართობასთანაა დაკავშირებული, ისლამურ ქვეყნებში ყველაფერი აკრძალულია. მაგალითად, ხასიათის გამოსაკეთებლად არ შეიძლება სიმღერა, აგრეთვე სიმღერების მოსმენა. ნებისმიერი სიმღერა და მუსიკა უნდა იყოს ისლამური ხასიათის. ამიტომაც, მოსმენის შემდეგ, აპლოდისმენტებიც აკრძალულია.

79322a2b75a7

6. გასართობად ასევე აკრძალულია მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და მათი სახლში შენახვაც, იმის მიუხედავად, უკრავთ მათზე, თუ არა. თუმცა არაბული მუსიკის სილამაზე ამტკიცებს, რომ გამონაკლისი ყველაფერში არსებობს.

eb3e4b35ec12

5. ცნობილია, რომ მუსულმანურ სამყაროში აკრძალულია ღორის ხორცის ჭამა. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი აკრძალვა. მუსულმანებს ეკრძალებათ ცხოველური ხორცის ჭამა, რომელლებიც დაიხოცნენ ბუნებრივი სიკვდილით, ან გაგუდეს. მუსულმანები ჭამენ მხოლოდ იმ ცხოველის ხორცს, რომლის სხეულიდანაც სისხლი გამოვიდა.

16ffbf325540

4. ირანში არც ისე დიდი ხნის წინ აკრძალეს მაღაზიების ვიტრინებში მანეკენების გამოტანა ჩადრის გარეშე.

4998b6e67100

3. ასევე არსებობს აკრძალული ვარცხნილობების სია, რომელშიაც მოხვდა ე.წ. კუდი, ასევე ე.წ. ზღარბი. ძირითადად აკრძალულია ისეთი ვარცხნილობები, როცა თმა წინ მოკლეა და უკან – გრძელი.

b864aa79398e

2. ისლამში არის კანონები, რომლების არეგულირებენ დაკრძალვასა და გარდაცვლილებისთვის პატივის მიგებას. აკრძალულია საფლავზე ქვის დადგმა წარწერით, რომელიც აქებს გარდაცვლილს. თუ ქვაზე მხოლოს მიცვალებულის სახელი წერია, მაშინ შეიძლება. გარდა ამისა, აკრძალულია საფლავების თვალიერება და ქვებზე წარწერების კითხვა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

3a0941ffea32

და ბოლოს, 1. ყველაზე უცნაური აკრძალვა შეეხება პირად ამბიციებს. წარიათის კანონების მიხედვით, ადამიანისათვის არ შეიძლება იმაზე ფიქრი, როგორ იცხოვროს დიდხანს და მოასწროს ბევრი საქმის გაკეთება.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის…. :)

მსგავსი ამბები

Back to top button